GAU-ს კურსდამთავრებულები

შპს „ქართული კვების კომპანია“

ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ვთვლი ინგლისური ენის ლექციებს, რომლის მეშვეობითაც სტუდენტი დიდ ცოდნას იღებს სამართლის ინგლისური ტერმინოლოგიის და სხვადასხვა დასავლური ქვეყნების სამართლის სისტემის შესახებ. მიმაჩნია, რომ მიღებული ცოდნით შევძლებ განვახორციელო...

პროფესორები და ლექტორები

თეა არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, აკადემიური დოქტორი. იგი არის 25 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მონაწილეა 5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, გამოცემული აქვს 2 დამხმარე სახელმძღვანელო და 1 მონოგრაფია...

სერგო ცუცქირიძე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული-პროფესორი
მიმართულება: საინჟინრო გეოდეზია და გეოინფორმატიკა

სერგო ცუცქირიძემ 1960 წელს დაამთავრა სპის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, სამთო ინჟინერ-მარკშეიდერის სპეციალობით.

1961-1966 წლებში მუშაობდა თბილგვირაბმშენის ტექნიკური განყოფილების უფროსი ინჟინერის თანამდებობაზე.

1966 წლიდან დღემდე არის სტუ-ს საინჟინრო გეოდეზიისა და მარკშეიდერიის (საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის) ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, ასოცირებული პროფესორი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

2011 წლიდან სერგო ცუცქირიძე კითხულობას ლექციებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლაში საინჟინრო გეოდეზიასა და მარკშეიდერიაში.