GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მიმაჩნია, რომ საქართველოში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) იძლევა საუკეთესო განათლებას. GAU-ს წარმატების ფორმულა მარტივია - გამოიყენე ის შანსი, რომელსაც ეს უნივერსიტეტი იძლევა! უნივერსიტეტის პროფესორმა ბატონმა ზვიად კორძაძემ გამოსაშვებ ცერემონიაზე...

პროფესორები და ლექტორები

თეა ამნიაშვილი სწავლობდა გოეთეს გერმანული ენისა და კულტურის ინსტიტუტში. 2007 წელს მიიღო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის - DAAD -სტიპენდია ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. 2010-2011 წლებში კი მეორედ მიიღო სტიპენდია (Post-Doc) ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში.

თეა ნარეკლიშვილი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
მიმართულება: მშენებლობა

თეა ნარეკლიშვილმა 1995 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია. 2007 წელს მიენიჭა აკადემიური დოქტორის წოდება. 2006 წლიდან დღემდე საქართველოს საინჟინრო აკადემიის სტრუქტურული მთლიანობის და ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილებაში შესრულებული აქვს 18 სხვადასხვა საპასუხისმგებლო სამუშაო შენობა-ნაგებობებში გამოყენებული მასალების გამოკვლევასთან დაკავშირებით, მათ შორის ორი საქველმოქმედო. 
 
თეა იყო საერთაშორისო კონფერენციის Let”s go, Georgia მონაწილე, მას გავლილი აქვს ტრენინგები:
  • უმაღლესი განათლების რეფორმის ძირითადი პრინციპების შესახებ;
  • სტუ-ს პროფესიული განვითარების ცენტრში აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,სათემო კოლეჯი საერთაშორისო განვითარებისათვის'' მიერ მომზადებული ტრენინგი ,,სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიების ზოგადი კურსი'' და ''Introductory course on using Moodle” ელექტრონული სწავლების უზრუნველსაყოფად.
თეა არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, აკადემიური დოქტორი. იგი არის 25 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მონაწილეა 5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, გამოცემული აქვს 2 დამხმარე სახელმძღვანელო და 1 მონოგრაფია; მის სამეცნიერო ინტერესის სფეროს წარმოადგენს: ტრადიციული და თანამედროვე სამშენებლო მასალები; ეკოლოგიურად სუფთა (მწვანე) საშენი მასალები. ქიმიური დანამატების გამოყენება ბეტონისა და რკინაბეტონის წარმოების ტექნოლოგიაში.
 
უყვარს მხატვრული ლიტერატურა, მოგზაურობა, ექსტრემალური სპორტი, თეატრი, მუსიკა, სახვითი ხელოვნება. არის მოტივირებული, მორალურად მდგრადი და პრინციპული ადამიანი, კომუნიკაბელური, მშვიდობის მოყვარე, ორგანიზებული, შეუძლია ექსტრემალურ სიტუაციაში გამოსავალის პოვნა. ყავს მეუღლე და ორი შვილი.