პროექტების მართვა

პროექტების მართვა ერთ–ერთი სწრაფად განვითარებადი დისციპლინაა, რომელიც შედგება სამუშაო გუნდთან ერთად დასახული მიზნის დაწყების, დაგეგმვის, შესრულების, კონტროლისა და წარმატებით დასრულებისაგან. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) გთავაზობთ პროექტების მართვის სრულიად ახალ ევროპულ მიდგომებზე დაფუძნებულ სასერტიფიკატო კურსს.

კურსის მიზანია: ცოდნის გაღრმავება და კომპეტენციის ამაღლება ყველა პროექტების მართვით დაინტერესებული პირისთვის.

ეს კურსი თქვენთვისაა, თუ ხართ:

  • მოქმედი მენეჯერი
  • გაქვთ შეხება პროექტებთან ან აქტიურად ხართ ჩართული პროექტების პრაქტიკულ განხორციელებაში
  • გსურთ შეიძინოთ ან დახვეწოთ ბიუჯეტის/დროის გაწერის უნარ-ჩვევები

მონაწილეები გაივლიან ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებს:

  1. პროექტისა და პროექტების მართვის განსაზღვრა
  2. პროექტების მართვის ციკლი (Initiate, Plan)
  3. პროექტების მართვის ციკლი (Execute and Controll, Close)
  4. პროექტების სტრუქტურული დაგეგმვა (WBS)
  5. პროექტის ვადების შეფასება (Gantt chart)
  6. პროექტის ხარჯების შეფასება (Cost Planning)
  7. პროექტის შინაარსის ჩამოყალიბება (Scope management)
  8. მოტივაცია
  9. პროექტის რისკების მენეჯმენტი
  10. პროექტით დაინტერესებული მხარეების მართვა/კომუნიკაცია (Stakehodlers/Staffing)
  11. ხარისხისა და ცვლილებების მართვა / კონტროლი
  12. ტესტირება
  13. პროექტის იმპლემენტაცია
  14. პროექტის გაშვება (launch)
  15. პერსონალური გამოცდილება
  16. პროექტის პრეზენტაცია

სასერტიფიკატო კურსის  წარმატებით გავლის შემთხევაში დატრეინინგებული პირი შეძლებს:

  • მოიპოვოს პროექტის დაწყებისთვის საჭირო ინფორმაცია
  • გააანალიზოს პროდუქტისა თუ სერვისის ის თვისებები, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ როგორც მომხმარებლის ასევე ყველა დაინტერესებული პირის (Stakeholders) მოთხოვნებს
  • წარმატებით დაგეგმოს პროექტი მისი ძირითადი ციკლების მიხედვით
  • გაწეროს პროექტის ბიუჯეტი და განსაზღვროს პროექტის განხორციელებისთვის საჭირო დრო
  • შექმნას გუნდი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება პროექტის განხორციელებისთვის საჭირო რესურსების მქონე წევრებისგან
  • განსაზღვროს, შეაფასოს და იპოვნოს რისკების მიტიგაციის გზები
  • შექმნას რეპორტი

პროგრამის საფასური:

პროექტების მართვის კურსის ღირებულება შეადგენს 1200 ლარს. ღირებულების ნახევარს მონაწილეები გადაიხდიან კურსის დაწყებამდე, ხოლო მეორე ნახევარს სწავლის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში. ასევე სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განვადებით.

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს!

     

პროგრამის ხანგრძლივობა:

  • 2 თვე
  • ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ
  • ლექციის ხანგრძლივობა 19:30 – 22:00 

 

პროგრამის გასავლელად საჭიროა:

  1. შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა
  2. გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV)

ჯგუფის წევრების რაოდენობა შეზღუდულია. საბუთების მიღების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 15 იანვარი!

დაწყების თარიღი: 23 იანვარი!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

თიკო ბარბაქაძე
სასერტიფიკაციო პროგრამების მენეჯერი
ელ-ფოსტა: tikobarbaqadze@gau.ge
მობ: 599 081 875
ტელ: 2 20 65 20 (316)