• კვლევითი ცენტრი სამეცნიერო კვლევები ბიზნესის ადმინისტრირების დარგში

GAU-ს კურსდამთავრებულები

სამედიცინო კორპორაცია ევექსი

მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი როდესაც GAU-მ მაღალი აკადემიური მოსწრებიდან გამომდინარე სტაჟირებაზე გამიშვა „სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგში“, სადაც სტაჟირების წარმატებულად დამთავრების შემდეგ გავაგრძელე მუშაობა გაყიდვების დეპარტამენტში...

პროფესორები და ლექტორები

თამარ კიკნაძეს განათლება მიღებული აქვს მოსკოვის დიპლომატიური აკადემის დოქტორანტურაში, ინგლისის ლონდონ-პარკის სკოლაში, თბილისის მენეჯერთა სკოლაში, თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტიში, 1988 წელს გაიარა სტაჟირება უნგრეთში, ქ. ავსტრიაში - ეკონომიკური განათლების სკოლაში, 2000-2001 წლებში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები...

სამეცნიერო კვლევები ბიზნესის ადმინისტრირების დარგში

GAU-ს ბიზნესის სკოლის ბიზნეს კვლევების ცენტრი აწარმოებს სამეცნიერო კვლევებს ბიზნესის ადმინისტრირების ყველა მიმართულებით სახელდობრ: რაოდენობრივ და საერთაშორისო ფინანსების დარგში, პორტფელურ და უცხოურ პირდაპირ ინვესტიციების განხრით, აგრეთვე მენეჯმენტისა და მარკეტინგის სფეროებში. ამ საკითხების საკვლევად ხშირად გამოიყენება ბიზნესის მოდელირების სტოქასტური მეთოდები და ფაზი (fuzzy - არამკაფიო) სიმრავლეებისა და ფაზი ლოგიკის მიდგომები. ცალკე მიმართულებას წარმოადგენს საფონდო ბირჟებთან დაკავშირებული საკითხების კვლევა.
 
  • ცენტრის მიერ მოპოვებული სამეცნიერო მასალა აქტიურად გამოიყენება უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში. კერძოდ: ცენტრში დაცული მასალების საფუძველზე მზადდება ბიზნესის სკოლის სტუდენტთა სამაგისტრო, საკურსო ნაშრომები და დისერტაციები.
  • ცენტრის ბაზებზე, ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელთა ხელმძღვანელობით, პრაქტიკას გადიან ბიზნესის სკოლის სტუდენტები. მათი მუშაობის შედეგები განიხილება საუნივერსიტეტო კონფერენციებზე.
  • ცენტრი პერიოდულად ატარებს საერთაშორისო კონფერენციებს და სემინარებს, სადაც მოწვეულ მეცნიერებთან ერთად ინსტიტუტის თანამშრომლები წარმოადგენენ საკუთარ კვლევებს.
  • ცენტრი სისტემატურად აქვეყნებს ჩატარებული კვლევების შედეგებს როგორც იმპაქტ-ფაქტორიან საერთაშორისო ჟურნალებში, აგრეთვე ქართულ სამეცნიერო პერიოდიკაში.

გაეცანი ბიზნეს კვლევების ცენტრის მიერ განხორციელებულ სამუშაოებს.

  • თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების 2016-წლის ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია 

შემთხვევითი პროცესებისა და მათემატიკური სტატისტიკის გამოყენებანი ფინანსურ ეკონომიკასა და სოციალურ მეცნიერებებში

19-21 სექტემბერი, 2016, თბილისი, GAU