• კვლევითი ცენტრი სისხლის სამართალი და კრიმინოლოგია

GAU-ს კურსდამთავრებულები

თბილისის საქალაქო სასამართლო; ,,კორძაძის საადვოკატო ბიურო''

ჩემი აზრით, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი არის საუკეთესო საქართველოში. ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც გვთავაზობს საერთაშორისო სტანდარტებს, ზრუნავს იმაზე, რომ თითოეულმა მისმა სტუდენტმა მიიღოს მაქსიმალური პროფესიული განათლება და იყოს საუკეთესო საქართველოს ბაზარზე...

პროფესორები და ლექტორები

არჩილ კაიკაციშვილს დამუშავებული აქვს შემდეგი სახის კვლევითი საკითხები: ,,საქართველოში დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ'', ,,ადვოკატის მოქმედება ექსტრემალურ სიტუაციაში'', ,,ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში'', ,,საზოგადოებრივი ინიციატივის საკითხი'', ,,საქართველოში დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ''...

სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

გაუ-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი (ინსტიტუტი) გაუ-ს სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს. ცენტრის მიზანია წინასწარ შემუშავებული პროგრამის მიხედვით სისხლის სამართლის, საპროცესო სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიისა და კრიმინალისტიკის მეცნიერების განვითარების მიზნით სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის #591 ბრძანებულების შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის სტრატეგიით გათვალისწინებული კანონმდებლობის რეფორმის სტრატეგიის შესაბამისი სამეცნიერო და კვლევითი ბაზის მომზადება.

სამეცნიერო კვლევების ჩატარება ხდება შემეცნების საერთო მეცნიერული (დიალექტიკური) კვლევის მეთოდით, ფორმალური ლოგიკის (ანალიზი და სინთეზი, ინდუქცია და დედუქცია, ანალოგია და შედარება) საერთო ხერხებით, გამოკვლევისსაერთო მეცნიერული მეთოდებით (სისტემური მიდგომა, ისტორიული წყაროების ანალიზი), აგრეთვე სამართლის ნორმის განმარტებით ფორმალურ-სამართლებრივი და შედარებით-სამართლებრივი მეთოდების გამოყენებით (ემპირიულ და თეორიულ დონეზე) და სხვა კვლევის მეთოდების გამოყენებით. დროთა განმავლობაში მომხდარი ცვლილებების და მათი გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, ერთსა და იმავე კვლევის თემაზე სამეცნიერო კვლევის გამეორება დროის გონივრული ინტერვალით.
 
ცენტრის მიერ მოპოვებული სამეცნიერო მასალა აქტიურად გამოიყენება უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში, კერძოდ:
 
  • ცენტრში დაცული მასალების საფუძველზე მზადდება სამართლის სკოლის სტუდენტთა სამაგისტრო, საკურსო ნაშრომები და რეფერატები, დისერტაციები.
  • ცენტრის ბაზებზე, ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელთა ხელმძღვანელობით, პრაქტიკას გადიან სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტები. მათი მუშაობის შედეგები განიხილება საუნივერსიტეტო კონფერენციებზე. მათ მიერ მოძიებული მასალა ინახება ცენტრის არქივში.
  • ცენტრი პერიოდულად ატარებს საერთაშორისო კონფერენციებს, სადაც მოწვეულ მეცნიერებთან ერთად ინსტიტუტის თანამშრომლები წარმოადგენენ საკუთარ კვლევებს.

გაეცანით სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დებულებას და სამეცნიერო კვლევითი პროექტების აღწერას.