• პროგრამა GAU+აშშ ბიზნესის სკოლა

GAU-ს კურსდამთავრებულები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

"მაგისტრატურის მე-2 კურსზე სწავლისას გაუ-ს შუამდგომლობით მიმიწვიეს გასაუბრებაზე სტაჟიორის პოზიციაზე Deloitte Consulting-ში, რომელიც საქართველოში ახორციელებს USAID-ის პროექტს „საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა“ (EPI Georgia). მინდა აღვნიშნო, რომ დიდი კონკურსის მიუხედავად, ყველა სასტაჟიორო ვაკანსიაზე GAU-ს სტუდენტები მიიღეს."

პროფესორები და ლექტორები

1958 წლიდან მუშაობდა პარტიის ისტორიის ინსტიტუტში, შემდეგ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტში, 1973 წლიდან კი იყო პედაგოგიური უნივერსიტეტის კათედრის გამგე. მისი სამუშაო მოიცავს ასევე 1986-1989 წლებში ბაქოს ამიერკავკასიის უნივერსიტეტსა და 2010 წლიდან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (თბილისი) მუშაობას.

პროგრამა GAU+აშშ

GAU აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ახალ, უნიკალურ პროგრამას გთავაზობს.

გახდი GAU-ს ბიზნესის სკოლის ან ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის სტუდენტი, დაამთავრე ბაკალავრიატი წარჩინებით და GAU-ს რეკომენდაციის საფუძველზე მოგეცემა შესაძლებლობა უფასოდ გაიარო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები აშშ-ს შემდეგ წამყვან უნივერსიტეტებში:

GAU ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოში, სადაც ასეთი პროგრამა არსებობს, ამის მიზეზია GAU-ს სასწავლო პროგრამებისა და ჩამოთვლილი უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამების კურსებისა და კრედიტების თანხვედრა და GAU-ს კონტაქტები აღნიშნულ უნივერსიტეტებთან, რაც ნიშნავს, რომ GAU-ს რეკომენდაციას ცნობენ და აღიარებენ ამ უნივერსიტეტებში.

პროგრამის ფარგლებში GAU უზრუნველყოფს სტუდენტების მომზადებას GRE-ისა და TOEFL-ის გამოცდებისათვის, რაც აუცილებელია ჩამოთვლილ უნივერსიტეტებში ჩარიცხვისათვის.  

პროგრამაში მონაწილე სტუდენტთა რაოდენობა შეზღუდული არ არის, ყველა წარჩინებულ სტუდენტს მიეცემა შანსი სწავლა გააგრძელოს ჩამოთვლილი უნივერსიტეტებიდან ერთერთში.