• სტიპენდიები ბიზნესის სკოლა

GAU-ს კურსდამთავრებულები

შეფასებისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია EMC

"ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გატარებულ 4 წელს დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად ვაფასებ. GAU არის უნივერსიტეტი, რომელიც მუდმივად ვითარდება და მიიწევს წინ და ამ თვისებას სტუდენტებსაც გადასცემს. მიმაჩნია, რომ GAU-ს მთავარი უპირატესობებია საუკეთესო ლექტორები, კვალიფიციური თანამშრომლები და ძლიერი მენეჯმენტი..."

პროფესორები და ლექტორები

ნინო დევდარიანმა 2010 წელს წარჩინებით დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, რაოდენობრივი ფინანსების სპეციალობით. 2014 წლიდან ნინო დევდარიანი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში კითხულობს ლექციებს...

სტიპენდიები

გაუ თავის საუკეთესო სტუდენტებს ყოველი რეგულარული სემესტრის ბოლოს დაანგარიშებული კუმულაციური ქულების საფუძველზე სტიპენდიებით აჯილდოებს, რომელიც ყოველი მომდევნო ერთი სემესტრის სასწავლო გადასახადებზე ვრცელდება.

სემესტრის განმავლობაში დაგროვილი ქულების მიხედვით ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატის სტუდენტები I, II, III და IV ადგილებზე განაწილდებიან და მომდევნო სემესტრისათვის დაფინანსდებიან ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად:

ბაკალავრიატი

I II III IV
ბიზნესის სკოლა  100%  50%  25%  10%

ბიზნესის სკოლა, Quant-ების პროგრამა (BBA Quant’s)

 100%  -- --   --

 

ბიზნესის სკოლაში ჩარიცხულ სტუდენტთაგან 10 საუკეთესოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულების მიხედვით, უნივერსიტეტისგან გადაეცემა 1,000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.

შეღავათები

გარდა სემესტრული სტიპენდიებისა, გაუ საშეღავათო პაკეტს სთავაზობს ერთი ოჯახის წევრებს (და-ძმა, მეუღლეები...). გაუში ჩაბარების შემთხვევაში ისინი სწავლის საფასურზე 20%-იანი შეღავათით ისარგებლებენ.