• წარმატების ფორმულა ბიზნესის სკოლა

გაუ-ს კურსდამთავრებულები

პსპ

2013 წელს გავხდი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული, ფინანსების განხრით. გაუ-მ მომცა საშუალება მიმეღო საფუძვლიანი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების დარგში. სხვა უნივერსიტეტებისაგან განსხვავებით, გაუ-ს უპირატესობა, ამერიკულ სტანდარტებზე...

პროფესორები და ლექტორები

მუშაობდა საბაჟო დეპარტამენტის კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში მომკვლევად. 1998-2002 წწ. იყო ასოციაცია ,,სამართალი და თავისუფლების" საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი. 2003 წლიდან ს/ს ,,სადაზღვევო კომპანია ალდაგი''-ის იურისტი. იყო საადვოკატო ბიურო ,,სვანიძე და პარტნიორების" ადვოკატი.

წარმატების ფორმულა

გაუ-ს ბიზნესის სკოლა მენეჯმენტის მიმართულების ფარგლებში გაუ-ს მენეჯმენტისა და მარკეტინგის ზედა კურსების სტუდენტებს სთავაზობს ტრეინინგს "წარმატების ფორმულა". აღნიშნული პროგრამა კრეატიულობის მენეჯმენტისა და ინოვაციის კურსის გაგრძელებაა.

ტრეინინგი ტურბულენტურ ბიზნეს გარემოში წარმატებული პროფესიონალებისთვის აუცილებელ უნარებს ახალ პერსპექტივებს უხსნის. პროგრამის მიზანია სტუდენტმა მოახდინოს:

  • კომუნიკაციის გაუმჯობესება
  • ლიდერობის უნარების განვითარება
  • ანალიტიკური წერის უნარის განვითარება
  • ეფექტური NLP (ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება) უნარების შესწავლა მოლაპარაკების წარმატებით საწარმოებლად

ტრეინინგის ხელს უწყობს კრეატიული აზროვნების განვითარებას, აფართოებს ბიზნესის ხედვას და ავლენს ახალ გონებრივ შესაძლებლობებს ადამიანებთან და ადამიანთა ჯგუფებში მუშაობის  კონტექსტში.

ტრეინინგი ეხმარება სტუდენტებს მათი პიროვნების უნიკალური თვისებებისა და შესაძლებლობების წარმოჩენასა და კრეატიულობისა და ზოგადად ბიზნეს კარიერის განვითარებაში. ტრეინინგის გავლის შემდგომ შეძენილი უნარები ხელს უწყობს სტუდენტებს წარმტების მიღწევაში, დასაქმების ბაზარზე სძენს მათ მეტ კონკურენტულობას და აფართოებს დასაქმების შესაძლებლობებს სხვადასხვა სფეროებში.

ტრეინინგის ხელმძღვანელია გაუ-ს ასოცირებული პროფესორი და ბიზნესის სკოლის მიმართულების ხელმძღვანელი დინა ასლამაზიშვილი.

სასერთიფიკატო კურსი "წარმატების ფორმულა, მარკეტიგნგი, მენეჯმენტი, კრეატიული მარკეტინგი სასერთიფიკატო კურსი "წარმატების ფორმულა, მარკეტიგნგი, მენეჯმენტი, კრეატიული მარკეტინგი
სასერთიფიკატო კურსი "წარმატების ფორმულა, მარკეტიგნგი, მენეჯმენტი, კრეატიული მარკეტინგი სასერთიფიკატო კურსი "წარმატების ფორმულა, მარკეტიგნგი, მენეჯმენტი, კრეატიული მარკეტინგი