• სწავლის საფასური ბიზნესის სკოლა

GAU-ს კურსდამთავრებულები

,,Pepsico''

"პირველივე ლექციის შემდეგ მივხვდი, რომ გაუ იყო ნამდვილად ის რაც მე მინდოდა, უნივესიტეტი, სადაც შეგეძლო გესწავლა თანამედროვე ამერიკული ლიტერატურით, მოგესმინა პრაქტიკოსი და მაღალკვალიფიციური ლექტორების ლექციები და განვითარებულიყავი, როგორც ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი..."

პროფესორები და ლექტორები

ნათია ნიშნიანიძემ დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (ინგლისური ენისა და ლიტერატურის განხრით) და ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1986 წელს დაიცვა დისერტაცია...

სწავლის საფასური

ბიზნესის სკოლა

სწავლის გადასახადის ახალი სისტემა: 

GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის I ადგილზე არჩევის შემთხვევაში, თუ სტუდენტი მიიღებს 100%-იან, 70%-იან ან 50%-იან სახელმწიფო გრანტს, მას უნივერსიტეტისაგან დამატებით მიეცემა GAU-გრანტი 1400 ლარის ოდენობით (ყოველწლიურად, სწავლების ოთხი წლის განმავლობაში).

GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის II ადგილზე არჩევის შემთხვევაში თუ სტუდენტი მიიღებს 100%-იან, 70%-იან ან 50%-იან სახელმწიფო გრანტს, მას უნივერსიტეტისაგან დამატებით მიეცემა GAU-გრანტი 1300 ლარის ოდენობით (ყოველწლიურად, სწავლების ოთხი წლის განმავლობაში). შესაბამისად სტუდენტის ფაქტიური წლიური გადასახადი იქნება:

  • ადგილი და 100%სახ. გრანტი - 2250 ლარი
  • ადგილი და 70%სახ. გრანტი - 2925 ლარი
  • ადგილი და 50%სახ. გრანტი - 3375 ლარი

  • II ადგილი და 100%სახ. გრანტი - 2350 ლარი
  • II ადგილი და 70%სახ. გრანტი - 3025 ლარი
  • II ადგილი და 50%სახ. გრანტი - 3475 ლარი

სახელმწიფო გრანტის არმქონე სტუდენტს, რომელსაც ადგილზე არჩეული აქვს GAU და ინგლისურ ენაში ნედლი ქულა ექნება არანაკლებ 70%-ისა გადაეცემა უნივერსიტეტის და მისი ამერიკელი პარტნიორებისაგან ერთობლივი GAU-გრანტი 1400 ლარის ოდენობით (ყოველწლიურად, სწავლების ოთხი წლის განმავლობაში). შესაბამისად სტუდენტის ფაქტიური წლიური გადასახადი იქნება:

  • ადგილი და არნაკლებ 70% ნედლი ქულა ინგლისურში ან/და მეოთხე არჩევით საგანში - 4500 ლარი

ყველა სხვა შემთხვევაში სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 5900 ლარს.

გადახდა წარმოებს ორ ეტაპად:

  • შემოდგომის სემესტრის დაწყებამდე - 2950 ლარი
  • გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე - 2950 ლარი
    (სახელმწიფო გრანტი თანაბრად გადანაწილდება ორივე სემესტრზე)

არარეზიდენტი სტუდენტებისათვის სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 10 000 ლარს.

ზემოთმოყვანილი წლიური გადასახადების სისტემა ძალაში იქნება სწავლების ოთხივე წლის განმავლობაში. 
გარდა ამისა: 

  • უნივერსიტეტში სწავლის გადასახადზე შეღავათები ვრცელდება ერთი ოჯახის წევრებზე (და-ძმა, მეუღლეები); 
  • უნივერსიტეტში მოქმედებს სახელობითი სტიპენდიები.  

გაეცანით GAU-ს შიდა სტიპენდიებისა და იაფი სტუდენტური სესხების პაკეტებს.