• მიღების კრიტერიუმები ბიზნესის სკოლა

GAU-ს კურსდამთავრებულები

Sharm Trading

"GAU-ს უდიდეს უპირატესობად მივიჩნევ მაღალკვალიფიციურ ლექტორატს, რომელიც ყოველთვის მეგობრულია და ორიენტირებულია მიაწოდოს სტუდენტს სათანადო ცოდნა. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია სწავლების ინგლისური კურსი, სტუდენტი პირველივე კურსიდან ითვისებს ბიზნეს ტერმინოლოგიას ინგლისურ ენაზე..."

პროფესორები და ლექტორები

ნუგზარ დურმიშიძე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს დეპარტამენტის მეორე მდივანი, რეგიონული თანამშრომლობის დეპარტამენტის პირველი მდივანი და სამხრეთ კავკასიის სამმართველოს უფროსი, 008-2012 წლებში - საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპქრლამენტო კომისიის აპარატის თანამშრომელი...

მიღების კრიტერიუმები

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გაუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ჩასაბარებლად მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა გადალახოს ორი ბარიერი:

  • ერთიანი სამაგისტრო გამოცდა
  • ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდები: გაუ-ს შიდა ტესტირება ინგლისურ ენაში და ლოგიკურ აზროვნებაში

გაუ–ს მიერ განსაზღვრულ გამოცდებში მონაწილეობას მიღებს მაგისტრანტობის ის კანდიდატი, ვინც წარმატებით ჩააბარებს საერთო სამაგისტრო გამოცდას.

გაუ-ში ჩასაბარებელი საბუთების ჩამონათვალი:

  • განცხადება გაუ-ს პრეზიდენტის სახელზე (ივსება ადგილზე)
  • ბაკალავრის დიპლომის და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები
  • 2 ფოტოსურათი 3x4
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • სამხედრო მიწერის მოწმობა ან ბილეთი
  • სარეკომენდაციო წერილი

ინფორმაცია გაუ–ს მიერ განსაზღვრული გამოცდების, მისაღებ სტუდენტთა რაოდენობისა და ჩასაბარებელი საბუთების შესახებ გამოქვეყნდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდგომ.

კურსების გადანაწილება შეუძლია თავად სტუდენტსმისთვის მოსახერხებელი განაკვეთის შესაბამისად:

  • სრული განაკვეთი: 2 წელი
  • მოქნილი განაკვეთი: 3-დან 4 წლამდე