• სასწავლო პროგრამები ბიზნესის სკოლა

GAU-ს კურსდამთავრებულები

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი

"2011 წელს გავიარე სტაჟირება ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის იურიდიულ კლინიკაში, სადაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. 2012 წლის ზაფხულში სტრასბურგში გავიარე კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი "International and Comparative Law on Human Rights"..."

პროფესორები და ლექტორები

2011 წლიდან სერგო ცუცქირიძე კითხულობას ლექციებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლაში საინჟინრო გეოდეზიასა და მარკშეიდერიაში...

პროგრამის აღწერა

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა

სამაგისტრო პროგრამის სახელწოდება

ბიზნესის ადმინისტრირება

მისანიჭებელი კვალიფიკაცია

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი 

პროგრამის მოცულობა

120 კრედიტი

აკრედიტაცია

აკრედიტებულია 2014-2019 წწ.

პროგრამის ხელმძღვანელი

პროფესორი თეიმურაზ ტორონჯაძე

 
 
პროგრამის დეტალები
 
ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა მოიცავს 120 კრედიტს. სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე, წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60 კრედიტზე ნაკლები ან მეტი, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 75 კრედიტს.
 
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა იყოფა შემდეგ კომპონენტად: სასწავლო, პრაქტიკული, კვლევითი და თავისუფალი.
 
სასწავლო კომპონენტი არის სასწავლო ელემენტების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს მაგისტრანტის დარგობრივ დახელოვნებას, ხელს უწყობს მას და ამზადებს პრაქტიკული სამუშაოს შესასრულებლად.
 
სასწავლო კომპონენტში მაგისტრანტმა უნდა დააგროვოს 90 კრედიტი - აქედან, 65 სავალდებულოა, ხოლო შეთავაზებული არჩევითი სასწავლო კონცენტრაციებიდან  მაგისტრანტმა აუცილებლად უნდა დააგროვოს ერთი კონცენტრაციის  მიხედვით 15 კრედიტი, ხოლო დანარჩენი 10 კრედიტი მას შეუძლია დააგროვოს: იგივე სასწავლო კონცენტრაციის საგნებიდან;  სხვა სასწავლო კონცენტრაციის საგნებიდან; ბიზნესის სკოლაში ან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული სხვა იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული აკრედიტებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში არსებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან, თუ ეს კრედიტები შესაბამისად აღიარებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.  
 
პრაქტიკული კომპონენტში მაგისტრანტმა უნდა დააგროვოს 10 კრედიტი:
 
სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ პრაქტიკას სტუდენტი გაივლის იმ დაწესებულებებში, რომლებთანაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული უნივერსიტეტსა და ბიზნესის სკოლას.
 
კვლევით კომპონენტში მაგისტრანტმა უნდა დააგროვოს 20 კრედიტი:
 
5 კრედიტი – სამაგისტრო თემის პროექტი;
15 კრედიტი - სამაგისტრო ნაშრომის შემუშავება და დაცვა.
 
სამაგისტრო ნაშრომის კვლევის საგანი უნდა მოიცავდეს საქართველოში მოქმედი ფირმებისა და ორგანიზაციების ბიზნეს პრობლემატიკის კვლევას, ითვალისწინებდეს ქართული ბიზნესის რეგულაციებს, საერთაშორისო რეგულაციების ადაპტაციას და ა.შ. და აგებული იყოს რეალურ მონაცემებზე, რაც ამზადებს მაგისტრატურის სტუდენტებს საქართველოს ბიზნეს სფეროში სამუშაოდ.
 
კვლევით კომპონენტთან დაკავშირებული დაწვრილებითი ინფორმაცია მოცემულია აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ მაგისტრატურის კვლევით კომპონენტის ფორმების, კრიტერიუმებისა და შეფასების წესში.
 
სწავლების ენა
 
ქართული და ინგლისური
 
გაუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ერთი კურსის (საგნის) ღირებულებაა - 590 ლარი.
 
სავარაუდო სტუდენტთა რაოდენობა
 
50 
 
დასაქმების სფერო
 
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი მომზადებულია ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში კვალიფიციური ბიზნესის
ადმინისტრირების პრაქტიკის განსახორციელებლად და ფუნდამენტალური სამეცნიერო მუშაობის გასაგრძელებლად.
 
 
 

პროგრამისკომპონენტები

სავარაუდოსემესტრი

ECTS კრედიტი

 

სასწავლოკომპონენტი

 

სავალდებულოსასწავლოკურსები 65 კრედიტი

1

ეკონომიკა მენეჯერებისათვის

I

5

2

სტატისტიკა მენეჯერებისათვის

I

5

3

კორპორაციების ფინანსები

II

6

4

მარკეტინგის მენეჯმენტი

I

5

5

ოპერაციების მენეჯმენტი

II

6

6

ინფორმაციული ტექნოლოგიები და სისტემები

I

5

7

ფინანსური ბუღალტერია მენეჯერებისათვის

I

5

8

გლობალური ბიზნეს გარემო

I

5

9

მენეჯერული ბუღალტერია (ხარჯთაღრიცხვა)

II

6

10

სტრატეგიული მენეჯმენტი

II

6

11

ბიზნესის პროგნოზირება

III

5

12

ორგანიზაციული ქცევის მართვა

II

6

 

სპეციალობისარჩევითისასწავლოკონცენტრაციები - კონცენტრაციიდანსტუდენტმაუნდადააგროვოს 15 კრედიტი

 

კონცენტრაციაფინანსები (25 - კრედიტი)

1

ინვესტიციების ანალიზი და პორტფელის მენეჯმენტი

III-IV

5

2

წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების ბაზრები

III-IV

5

3

ფინანსური ინსტიტუტების რისკების მართვა

III-IV

5

4

რეალური ოფციონები: სტრატეგიული ინვესტიციები

III-IV

5

5

ფინანსური მოდელირება

III-IV

5

 

კონცენტრაციამარკეტინგი (25 - კრედიტი)

1

მარკეტინგული კვლევა

III-IV

5

2

მომხმარებლის ქცევა

III-IV

5

3

გაყიდვების მართვა

III-IV

5

4

საზოგადოებასთან ურთიერთობა

III-IV

5

5

სარეკლამო სტრატეგიები

III-IV

5

 

კონცენტრაციამენეჯმენტი (25 - კრედიტი)

1

პროექტის მენეჯმენტი

III-IV

5

2

კრეატიულობა და პრობლემის გადაწყვეტა მენეჯმენტში

III-IV

5

3

ლიდერობა მენეჯერებისათვის

III-IV

5

4

ადამიანთა რესურსების მენეჯმენტი

III-IV

5

5

კონფლიქტების მართვა და მოლაპარაკებანი

III-IV

5

     

 

 

 

თავისუფალიკომპონენტი – 10 კრედიტი

III-IV

10

 

პრაქტიკულიკომპონენტი – 10 კრედიტი

1

პრაქტიკა

III

10

 

კვლევითიკომპონენტი

 

სამაგისტრონაშრომისმომზადებადადაცვა – 20 კრედიტი

1

სამაგისტრო კვლევის პროექტი

III

5

2

სამაგისტრო ნაშრომი

IV

15