• სწავლის საფასური სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა
  • სამართალი
  • საბაკალავრო პროგრამა
  • სამაგისტრო პროგრამა
  • სადოქტორო პროგრამა
  • საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია
  • საბაკალავრო პროგრამა
  • სამაგისტრო პროგრამა
  • სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

    GAU-ს კურსდამთავრებულები

    ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი

    "GAU-ს პროგრამის წარმატებას უზრუნველყოფს თეორიული და პრაქტიკული სწავლების ერთობლიობა, ლიდერობის სურვილისა და გამორჩეულობის წახალისება, აგრეთვე, სტუდენტებში გლობალური და კრიტიკული ხედვის, საზღვრებს მიღმა აზროვნებისა და ინდივიდუალიზმის დანერგვა..."

    პროფესორები და ლექტორები

    ნუგზარ დურმიშიძე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს დეპარტამენტის მეორე მდივანი, რეგიონული თანამშრომლობის დეპარტამენტის პირველი მდივანი და სამხრეთ კავკასიის სამმართველოს უფროსი, 008-2012 წლებში - საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპქრლამენტო კომისიის აპარატის თანამშრომელი...

    სწავლის საფასური

    GAU-ს სამართლის საბაკალავრო პროგრამის I ადგილზე არჩევის შემთხვევაში, თუ სტუდენტი მიიღებს 100%-იან, 70%-იან ან 50%-იან სახელმწიფო გრანტს, მას უნივერსიტეტისაგან დამატებით მიეცემა GAU-გრანტი 1400 ლარის ოდენობით (ყოველწლიურად, სწავლების ოთხი წლის განმავლობაში).

    GAU-ს სამართლის საბაკალავრო პროგრამის II ადგილზე არჩევის შემთხვევაში თუ სტუდენტი მიიღებს 100%-იან, 70%-იან ან 50%-იან სახელმწიფო გრანტს, მას უნივერსიტეტისაგან დამატებით მიეცემა GAU-გრანტი 1300 ლარის ოდენობით (ყოველწლიურად, სწავლების ოთხი წლის განმავლობაში). შესაბამისად სტუდენტის ფაქტიური წლიური გადასახადი იქნება:

    • I ადგილი და 100%სახ. გრანტი - 2250 ლარი
    • I ადგილი და 70%სახ. გრანტი - 2925 ლარი
    • I ადგილი და 50%სახ. გრანტი - 3375 ლარი
    • II ადგილი და 100%სახ. გრანტი - 2350 ლარი
    • II ადგილი და 70%სახ. გრანტი - 3025 ლარი
    • II ადგილი და 50%სახ. გრანტი - 3475 ლარი

     

    • I ადგილი, 0%სახ. გრანტი და მინ-70% ნედლი ქულა ინგლისურში - 4500 ლარი

    სახელმწიფო გრანტის არმქონე სტუდენტს, რომელსაც I ადგილზე არჩეული აქვს სამართლის საბაკალავრო პროგრამა და მეოთხე არჩევით საგანში ნედლი ქულა ექნება არანაკლებ 70%-ისა უნივერსიტეტისგან გადაეცემა GAU-გრანტი 1400 ლარის ოდენობით (ყოველწლიურად, სწავლების ოთხი წლის განმავლობაში): მაგალითად: ისტორიაში თუ თქვენი ნედლი ქულა იქნება არანაკლებ 49-ისა რაც შეადგენს მაქსიმალური ქულის (70) 70%-ს, თქვენ მიიღებთ 1400 ლარიან GAU-გრანტს. 

    ყველა სხვა შემთხვევაში სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 5900 ლარს.

    გადახდა წარმოებს ორ ეტაპად:
     
    • ოქტომბერში - 2950 ლარი
    • თებერვალში - 2950 ლარი
      (სახელმწიფო გრანტი თანაბრად გადანაწილდება ორივე სემესტრზე)
    არარეზიდენტი სტუდენტებისათვის სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 10 000 ლარს.
     
    ზემოთმოყვანილი წლიური გადასახადების სისტემა ძალაში იქნება სწავლების ოთხივე წლის განმავლობაში. 
    გარდა ამისა:
     
    • უნივერსიტეტში სწავლის გადასახადზე შეღავათები ვრცელდება ერთი ოჯახის წევრებზე (და-ძმა, მეუღლეები);
    • უნივერსიტეტში მოქმედებს სახელობითი სტიპენდიები.