• უპირატესობები სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა
  • სამართალი
  • საბაკალავრო პროგრამა
  • სამაგისტრო პროგრამა
  • სადოქტორო პროგრამა
  • საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია
  • საბაკალავრო პროგრამა
  • სამაგისტრო პროგრამა
  • სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

    GAU-ს კურსდამთავრებულები

    Caucasus Road Project

    "შეუფასებელია ის პროფესიონალიზმი და სწავლების მეთოდი რასაც ჩვენი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს, ის გარემო და თბილი ატმოსფერო სადაც გვიწევდა სტუდენტობის გატარება ძალიან ტკბილად მაგონდება. რჩევა, რაც მინდა მომავალ GAU-ელებს მივცე, არის რომ არასოდეს თქვათ უარი დასახულ მიზანზე..."

    პროფესორები და ლექტორები

    დავით პაპუაშვილმა წარჩინებით დაამთავრა ჯერ რიო რანჩოს უმაღლესი სკოლა (შტატი ნიუ მექსიკო) ხოლო შემდგომ ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტის ანდერსონის მენეჯმენტის სკოლა ფინანსური მენეჯმენტის განხრით. არის ნიუ მექსიკოს შტატის სენატის საპატიო ჯილდოს მფლობელი და სრულიად ამერიკის სტიპენდიის ლაურეატი...

    უპირატესობები

    პროფესიული ინგლისურის აქტიური ცოდნა

    ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რომელსაც GAU-ს თითოეული სკოლის კურსდამთავრებული ფლობს, პროფესიული ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნაა. მიუხედევად იმისა, რომ ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას GAU-ში ჩასარიცხად ინგლისური ენის ცოდნის დონე საკმარისია აკმაყოფილებდეს კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს, GAU-ში ჩარიცხული სტუდენტი სპეციალობის დაუფლების პროცესში, სპეციალური პროგრამის დახმარებით, პირველი კურსიდანვე სწავლობს არჩეული პროფესიისათვის საჭირო ლექსიკასა და ფრაზეოლოგიას. უნივერსიტეტის დამთავრებისას სტუდენტი პროფესიონალია არა მხოლოდ არჩეულ საქმეში, არამედ ამ საქმიანობის შესაბამისი ინგლისური ენისა და ტერმინოლოგიის ცოდნაში, რაც მას დასაქმების ბაზარზე და უცხოეთში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში დიდ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.

    პროფესიული უნარ-ჩვევები და კომპეტენციები

    GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის სამართლის საბაკალავრო პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული კომპონენტი თეორიული ცოდნის "გაპრაქტიკულებაა". ამ მიზნის მისაღწევად GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლაში აქტიურად მუშაობს იურიდიული კლინიკა, რომელიც სამართლის სტუდენტებს აძლევს ექსკლუზიურ შესაძლებლობას გადაიტანონ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში და ბაკალავრიატის სრული კურსის ათვისებისთანავე იქცნენ კონკურენტუნარიან სპეციალისტებად, რომლებიც წინამორბედ კურსდამთავრებულთა მსგავსად თამამად მიიღებენ არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო გამოწვევებსაც. გაეცანი იმ უნარ-ჩვევებს (კომპეტენციებს) რომლებსაც GAU-ს სამართლის საბაკალავრო პროგრამის ათვისება გამოგიმუშავებს.

    საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში იურისტად მუშაობისას მონაწილეობა მივიღე ევროსაბჭოს მიერ გამოცხადებულ სტაჟიორთა კონკურსში, სადაც მთელი მსოფლიოდან მონაწილე 2500 კონკურსანტს შორის გამარჯვებულ 60 სტაჟიორს შორის ვიყავი მეც. GAU მართლაც რომ საუკეთესო უნივერსიტეტია საქართველოში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს გთავაზობს, თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია სტუდენტზე და მის მომავალზე, გაძლევს უსაზღვროდ ბევრს, მთავარია შენც მოინდომო და მაქსიმალურად გამოიყენო ეს შესაძლებლობა... - ელენე თოთიბაძე, GAU-ს კურსდამთავრებული, სამართლის ბაკალავრი

    დასაქმების პერსპექტივა

    სამართლის საბაკალავრო პროგრამაში განსაკუთრებით დიდი აქცენტი კეთდება თეორიული ცოდნის "გაპრაქტიკულებაზე", რასაც სტუდენტი სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა იურიდიულ კლინიკაში გამოცდილების შეძენით აღწევს. ამავე დროს სამართლის ბაკალავრი სწავლობს პროფესიულ (იურიდიულ) ინგლისურ ენას C1 დონეზე, რაც მას კონკურენტუნარიანს ხდის საერთაშორისო და ევროპული სამართლის მიმართულებით მსოფლიო ბაზარზე. GAU-ს სამართლის საბაკალავრო პროგრამის არაერთმა კურსდამთავრებულმა  გამოიჩინა თავი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზეზე. გაუ-ს დასაქმების ცენტრი აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სასურველი სამუშაო ადგილების პოვნაში.

    გაეცანი GAU-ს სამართლის ბაკალავრთა წარმატების ისტორიებს