• სწავლის საფასური სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა
  • სამართალი
  • საბაკალავრო პროგრამა
  • სამაგისტრო პროგრამა
  • სადოქტორო პროგრამა
  • საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია
  • საბაკალავრო პროგრამა
  • სამაგისტრო პროგრამა
  • სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

    GAU-ს კურსდამთავრებულები

    სატრანსპორტო კომპანია „კონტრალო''

    GAU-ში ვისწავლე ისეთი უნარ-ჩვევები, რაც დღეს აუცილებელია წარმატებული კარიერის შექმნისათვის. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, კიდევ უფრო დავაფასე იქ გატარებული 4 წელიწადი. გაუ-ში არა მხოლოდ პროფესიული განათლების მიღების, არამედ პიროვნულად გაზრდის და ჩამოყალიბების...

    პროფესორები და ლექტორები

    აკაკი ჩარგეიშვილი 2001-წლიდან ეწევა საადვოკატო პრაქტიკას, არის ,,ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზი’’-ს პარტნიორი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. გავლილი აქვს სპეციალური საკვალიფიკაციო სწავლებები: TaCis-ის სახელმწიფო მოხელეთა კოლეჯში, ბუდაპეშტის ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში...

    სწავლის საფასური

    GAU-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური საფასურია 3900 ლარი. 

    2016 წელს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში (GAU) ამოქმედდა GAU-გრანტი სამაგისტრო პროგრამებისთვის. 

    სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებს GAU-გრანტით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგი პრინციპით:

    • თუ თქვენ GAU-ს საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ხართ, სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისგან მიიღებთ GAU-გრანტს სწავლის გადასახადის 20%-ის ოდენობით სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში;
    • თუ თქვენ სხვა უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა გაქვთ დამთავრებული, ასევე გაქვთ GAU-გრანტის მოპოვების შანსი:
      • თქვენი საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა* უნდა აღემატებოდეს ან უდრიდეს 40-ს, იმისთვის, რომ მიიღოთ GAU-გრანტი სწავლის გადასახადის 20%-ის ოდენობით სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში;   
      • თქვენი საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა* უნდა შეადგენდეს 35-39-ს, იმისთვის, რომ GAU-სგან მიიღოთ GAU-გრანტი სწავლის გადასახადის 15%-ის ოდენობით სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში. 

    * რა არის საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა?

    საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა არის სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მიღებული კონკრეტული ქულების (გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილის ნორმირებული ქულა გამრავლებული უნივერსიტეტის მიერ მისთვის მინიჭებულ კოეფიციენტზე) ჯამი.

    ნიმუში:

    საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულის გამოთვლა

    ვთქვათ, GAU-ს მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტია 60 (15; 15; 15; 15 თითოეულ ნაწილზე შესაბამისად)

    კონკურსანტის შედეგები საერთო სამაგისტრო გამოცდაში:

    • რაოდენობრივი მსჯელობა - 18 (მაქს. ქულა 20)
    • ლოგიკური მსჯელობა - 13 (მაქს. ქულა 17)
    • ანალიტიკური წერა - 14 (მაქს. ქულა 20)
    • წაკითხულის გააზრება - 19 (მაქს. ქულა 21)

     

    როგორ ითვლება საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა? 

    საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა ითვლება შემდეგნაირად: გამოცდის თითოეული ნაწილის ნორმირებული ქულა (მიღებული ქულა გაყოფილი მაქსიმალურ ქულაზე) მრავლდება შესაბამის კოეფიციენტზე (15) და ჯამდება:

    1820*15 + 1317*15 + 1420*15 + 1920*15 = 13.5 + 11.5 + 10.5 + 13.6 = 49.1

     

    გაეცანი იაფი სტუდენტური სესხების პაკეტებს