• სასწავლო პროგრამები სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა
  • სამართალი
  • საბაკალავრო პროგრამა
  • სამაგისტრო პროგრამა
  • სადოქტორო პროგრამა
  • საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია
  • საბაკალავრო პროგრამა
  • სამაგისტრო პროგრამა
  • სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

    GAU-ს კურსდამთავრებულები

    Caucasus Road Project

    "შეუფასებელია ის პროფესიონალიზმი და სწავლების მეთოდი რასაც ჩვენი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს, ის გარემო და თბილი ატმოსფერო სადაც გვიწევდა სტუდენტობის გატარება ძალიან ტკბილად მაგონდება. რჩევა, რაც მინდა მომავალ GAU-ელებს მივცე, არის რომ არასოდეს თქვათ უარი დასახულ მიზანზე..."

    პროფესორები და ლექტორები

    ირმა ღარიბაშვილი იყო სწავლებისა და სწავლის თანამედროვე მეთოდოლოგიების საკითხებში თრეინერი, ტასის ტემპუსის პროექტის "ტუნინგის მიდგომები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ ჯგუფის წევრი...

    სამართლის სადოქტორო პროგრამა

    პროგრამის სახელწოდება

    სამართალი

    საფეხური

    დოქტორანტურა

    მისანიჭებელი კვალიფიკაცია

    სამართლის დოქტორი

    პროგრამის თანახელმძღვანელობა

    ზაზა რუხაძე - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი
    ნინო გვენეტაძე - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი
     
    დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამის თანახელმძღვანელთა კვალიფიკაციას, მათ  სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით მოცემულია პროგრამაზე თანდართულ დოკუმენტებში.
     
    პროგრამის მოცულობა და სტრუქტურა 
    პროგრამის მოცულობა 180 კრედიტი.
     
    სამართლის სადოქტორო პროგრამა იყოფა სამ კომპონენტად: სასწავლო,  სამეცნიერო - კვლევითი და თავისუფალი. 
    სასწავლო კომპონენტი არის სასწავლო ელემენტების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს დოქტორანტის დარგობრივ და მეთოდოლოგიურ დახელოვნებას,  ამზადებს მას სადისერტაციო ნაშრომის შესასრულებლად  და  მომავალი   სამეცნიერო-კვლევითი ან/და პედაგოგიური საქმიანობისათვის.
     
    სასწავლო კომპონენტში დოქტორანტი  აგროვებს 60 კრედიტს - აქედან, 45 სავალდებულოა, ხოლო შეთავაზებული არჩევითი სასწავლო კომპონენტიდან  დოქტორანტი  აგროვებს 15 კრედიტს, იმისდა მიხედვით, რომელი უნარ-ჩვევის მეტად განვითარება უნდა.
     
    სავალდებულო სასწავლო კომპონენტები:
    • აკადემიური წერა და სამეცნიერო კვლევის მეთოდები - 10 კრედიტი;
    • რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევის მეთოდები - 10 კრედიტი;
    • სწავლების მეთოდები - 10 კრედიტი;
    • სემინარი I – 15 კრედიტი; 
    არჩევითი სასწავლო  კომპონენტები:
    • იურიდიული ინგლისური (C1-I) – 5 კრედიტი;
    • იურიდიული ინგლისური (C1-II) – 5 კრედიტი;
    • პროფესორის ასისტენტობა - 10 კრედიტი;
    • სემინარი II – 15 კრედიტი;
    კვლევით კომპონენტში დოქტორანტი   აგროვებს  120 კრედიტს.
     
    კვლევითი კომპონენტი გულისხმობს დოქტორანტის მხრიდან შემდეგი ღონისძიებების განხორციელებას: 
    • კოლოქვიუმი - 15 კრედიტი;
    • თეორიულ/სამეცნიერო კვლევა 1 – 15 კრედიტი;
    • თეორიულ/სამეცნიერო კვლევა 2 - 15 კრედიტი;
    • თეორიულ/სამეცნიერო კვლევა 3 - 15 კრედიტი;
    • თეორიულ/სამეცნიერო კვლევა 4 - 15 კრედიტი;
    • თეორიულ/სამეცნიერო კვლევა 5 - 15 კრედიტი;
    • სადისერტაციო ნაშრომის დასრულება და დაცვა - 30 კრედიტი.
    პროგრამა ითვალისწინებს თავისუფალ კომპონენტს - 15 კრედიტის მოცულობით, რომელსაც დოქტორანტი   აგროვებს სასწავლო კომპონენტის ნაცვლად სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლაში ან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული სხვა იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული აკრედიტებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში არსებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან დაგროვებული კრედიტების  საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით აღიარების შემთხვევაში.
     
    დოქტორანტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე, წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60-ზე ნაკლები ან მეტი, მაგრამ არა უმეტეს 75-ისა.
     
    სწავლების ენა
     
    ქართული და ინგლისური
     
    პროგრამის მიზანი
    • სამეცნიერო–ტექნიკური პროგრესის მოთხოვნათა შესაბამისად კვლევითი საქმიანობისათვის კადრის მომზადება, რომელიც შეძლებს სამართლის დარგებში ფართო, ღრმა, სისტემური კვლევის წარმოებას;
    • სამართლის სფეროში არსებული აქტუალური და პრობლემური საკითხების გამოვლენა და  მეცნიერული კვლევის წარმოება;
    • მეცნიერული კვლევის შედეგების პრაქტიკაში დანერგვის გზების ძიება და   შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
    • სამართლის დარგებში მაღალი ხარისხის სამეცნიერო ნაშრომის შექმნა, რომელიც წარმოაჩენს ახალ ცოდნას შესაბამისი საკითხის შესწავლა–განვითარებაში;
    • უმაღლესი განათლების სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად თანამედროვე სწავლისა და სწავლების მეთოდოლოგიით აღჭურვილი ახალი აკადემიური კადრის მოზადება.
    • პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
    • სამართლის სადოქტორო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა სამართლის მაგისტრის ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მასთან გათანაბრებული კვალიფიკაციისა  და უცხო ენის (ინგლისური) ფლობა მინიმუმ B2 დონე-ზე; 
    უცხო ენის ცოდნის დონის გამოსავლენად აპლიკანტი აბარებს ტესტირებას დროებით საფაკულტეტო კომისიასთან; პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დონეზე ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან პირველი ან/და მეორე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამა გავლილი აქვს უცხო ენაზე (ინგლისური) ტესტირებისგან თავისუფლდება;
     
    აპლიკანტი გასაუბრებას გადის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის (ფაკულტეტის) სადისერტაციო საბჭოში.
     
    სავარაუდო სტუდენტთა რაოდენობა
     
    20
     
    პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვა შეიძლება განხორციელდეს წელიწადში ორჯერ საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრში, წინასწარ გამოცხადებული საკვლევი თემატიკის შესაბამისად.
     
    დასაქმების სფერო
     
    სამართლის დოქტორის პროფესიული საქმიანობის ძირითადი ადგილები და მისი თანამდებობრივი სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
     
    სწავლის შედეგები/კომპეტენციები (ზოგადი  და დარგობრივი)
    ზოგადი სწავლის შედეგები:
     
    • დარგის/ქვედარგის ან დარგთაშორისი სფეროს უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნა, რაც არსებული ცოდნის გაფართოებისა თუ ინოვაციური მეთოდების გამოყენების საშუალებას იძლევა (რეფერირებადი პუბლიკაციისათვის აუცილებელი სტანდარტის დონეზე);
    • შესაბამის დარგში განხორციელებული ცვლილებებისა და სიახლეების გაცნობიერებისა და ანალიზის უნარი; 
    • ინოვაციური კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვის, განხორციელებისა და მის შესრულებაზე ზედამხედველობის უნარი;
    • ახალი, რთული და წინააღმდეგობრივი იდეებისა და მიდგომების კრიტიკული ანალიზის, სინთეზისა და შეფასების საფუძველზე დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბების უნარი; 
    • პრობლემის გადაჭრისათვის სწორი და ეფექტური გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი; 
    • სამეცნიერო ნაშრომის შეფასების უნარი;
    • დებატების წარმოების, თემატურ პოლემიკაში ჩართვის, საკუთარი პოზიციის დამაჯერებლად დასაბუთების, საჯარო გამოსვლების წარმართვის უნარი;
    • კვლევის პროცესში უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნიდან გამომდინარე, ახალი იდეების ან პროცესების განვითარების უნარი;
    • ღირებულებათა დამკვიდრების გზების კვლევა და მათ დასამკვიდრებლად ინოვაციური მეთოდების შემუშავების უნარი. 
    დარგობრივი სწავლის შედეგები:
     
    ცოდნა და გაცნობიერება
    • დარგის/ქვედარგის ან დარგთაშორისი სფეროს უახლოეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნა, რაც არსებული ცოდნის გაფართოებისა და ინოვაციური მეთოდების გამოყენების საშუალებას იძლევა რეფერირებადი პუბლიკაციისათვის აუცილებელი სტანდარტების დონეზე; აგრეთვე სამართლის სფეროში განხორციელებული  ცვლილებების,  სიახლეების და არსებული პრობლემატიკის გაცნობიერების უნარი.
     ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი  
    • ინოვაციური კვლევის დაგეგმვა და განხორციელება; ახლებური კვლევითი და ანალიტიკური მეთოდების შემუშავება;
    • სამართლის სფეროში საერთაშორისო რეფერირებად პუბლიკაციაზე მუშაობის უნარი;
    • საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის, მოხსენების მომზადებისა და შემდგომი დებატების  წარმართვის უნარი;
    • სამართლებრივი პრობლემების გადასაწყვეტად სამართლის ყველა წყაროს მოძიების, ანალიზისა და გამოყენების უნარი.
    დასკვნის გაკეთების უნარი 
    • სამართლის დარგში ახალი მოვლენებისა და იდეების კრიტიკულ შეფასებისა და ანალიზის უნარი;
    • კომპლექსური იურიდიული ნაშრომების ანალიზის, შეჯამებისა და დასკვნის გაკეთების უნარი;
    • სამართლებრივი საკითხის შესწავლა–განვითარებისას შესაბამისი სიახლის წარმოჩენის უნარი;
    • პრობლემატურ საკითხებზე სწორი, ეფექტური და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების უნარი;
    • თეორიისა და პრაქტიკის ანალიტიკური ანალიზისა  და კვლევის, შესაბამისად, პრაქტიკისა და თეორიის დაახლოვების, სამართლის დარგის განვითარებისათვის მეცნიერული რეკომენდაციების შემუშავების უნარი;
    • სამართლის დარგის ფარგლებში საკვლევი საკითხების გააზრების, მსოფლიო სამართლებრივი სისტემების ფარგლებში და კომპარატივისტიკის მეთოდიკის გამოყენებით მეცნიერულ ანალიზის, დასკვნების, რეკომენდაციების, ინოვაციებისა და ნორმატიული ხასიათის წინადადებების შემუშავების უნარი.
    კომუნიკაციის უნარი 
    •  სამართლებრივ საკითხებზე  მშობლიურ და ინგლისურ ენაზე ნებისმიერ საზოგადოებასთან  პოლემიკაში ჩართვის, დებატების წარმოების,  საკუთარი პოზიციის დამაჯერებლად დასაბუთების უნარი; 
    სწავლის უნარი 
    • სამართლის დარგში სწავლის, სწავლებისა და კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვის, განხორციელებისა და ზედამხედველობის უნარი;
    • შემოქმედებითი საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვის უნარი.
    ღირებულებები
    • ღირებულებების დამკვიდრების გზების კვლევა და მათ დასამკვიდრებლად ინოვაციური გზების შემუშავება. 
    სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები
     
    სასწავლო კომპონენტში  სასწავლო კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე გამოიყენება სწავლისა და სწავლების სხვადასხვა მეთოდები:
     
    1. ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი; 
    2. დისკუსია/დებატები – დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს სტუდენტთა ჩართულობის ხარისხსა და აქტივობას. დისკუსია შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში. ეს პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ პროფესორის მიერ დასმული შეკითხვებით. ეს მეთოდი უვითარებს სტუდენტს კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს. 
    3. ჯგუფური მუშაობა - ამ მეთოდით სწავლება გულისხმობს სტუდენტთა ჯგუფებად დაყოფას და მათთვის სასწავლო დავალების მიცემას. ჯგუფის წევრები ინდივიდუალურად ამუშავებენ საკითხს და პარალელურად უზიარებენ მას ჯგუფის დანარჩენ წევრებს. დასახული ამოცანიდან გამომდინარე შესაძლებელია ჯგუფის მუშაობის პროცესში წევრებს შორის  მოხდეს ფუნქციების გადანაწილება. ეს სტრატეგია უზრუნველყოფს ყველა სტუდენტის მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში. 
    4. წიგნზე მუშაობის მეთოდი. 
    5. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL) - სასწავლო მეთოდი, რომელიც ახალი ცოდნის მიღების და ინტეგრაციის პროცესის საწყის ეტაპად იყენებს პრობლემას. 
    6. თანამშრომლობითი (ცოოპერატივე) სწავლება  -  იმგვარი სწავლების სტრატეგიაა, სადაც ჯგუფის თითოეული წევრი ვალდებულია არა მხოლოდ შეისწავლოს, არამედ დაეხმაროს თანაგუნდელს საგნის უკეთ შესწავლაში. თითოეული ჯგუფის წევრი მუშაობს პრობლემაზე, ვიდრე ყველა მათგანი არ დაეუფლება საკითხს. 
    7. შემთხვევის ანალიზი (ჩასე სტუდყ) - პროფესორი სტუდენტებთან ერთად ლექციაზე განიხილავს კონკრეტულ შემთხვევებს, რომლებიც ყოველმხრივ და საფუძვლიანად შეისწავლიან საკითხს. მაგალითად, კაზუსის ამოხსნა. 
    8. გონებრივი იერიში (Bრაინ სტორმინგ) - ეს მეთოდი გულისხმობს კონკრეტული თემის ფარგლებში კონკრეტული საკითხის/პრობლემის შესახებ მაქსიმალურად მეტი, სასურველია რადიკალურად განსხვავებული, აზრის, იდეის ჩამოყალიბებასა და მისი გამოთქმის ხელშეწყობას. აღნიშნული მეთოდი ხელს უწყობს პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომის განვითარებას. ეს მეთოდი ეფექტურია სტუდენტთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის არსებობის პირობებში და შედგება რამდენიმე ძირითადი ეტაპისგან: 
    • პრობლემის/საკითხის შემოქმედებითი კუთხით განსაზღვრა; 
    • დროის გარკვეულ მონაკვეთში აუდიტორიისგან საკითხის ირგვლივ არსებული იდეების კრიტიკის გარეშე ჩანიშვნა (ძირითადად, დაფაზე); 
    • გამორიცხვის გზით იმ იდეების გამორჩევა, რომლებიც ყველაზე მეტ შესაბამისობას ავლენს დასმულ საკითხთან; 
    • კვლევის მიზანთან იდეის შესაბამისობის დასადგენად შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა; 
    • შერჩეული იდეების შეფასება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით;
    • უმაღლესი შეფასების მქონე იდეის, როგორც დასახული პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალების გამოვლენა. 
    9. დემონსტრირების მეთოდი – ეს მეთოდი ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას გულისხმობს. შედეგის მიღწევის თვალსაზრისით ის საკმაოდ ეფექტურია. ხშირ შემთხვევაში უმჯობესია, მასალა ერთდროულად აუდიო და ვიზუალური გზით მიეწოდოს სტუდენტებს. შესასწავლი მასალის დემონსტრირება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მასწავლებლის, ისე სტუდენტის მიერ. ეს მეთოდი გვეხმარება თვალსაჩინო გავხადოთ სასწავლო მასალის აღქმის სხვადასხვა საფეხური, დავაკონკრეტოთ, თუ რისი შესრულება მოუწევთ სტუდენტებს დამოუკიდებლად; ამავე დროს, ეს სტრატეგია ვიზუალურად წარმოაჩენს საკითხის/პრობლემის არსს.
    10. ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი. 
    • სწავლების ინდუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის ისეთ ფორმას, როდესაც სწავლის პროცესში აზრის მსვლელობა კერძოდან ზოგადისაკენ, ფაქტებიდან განზოგადებისაკენ არის მიმართული, ანუ მასალის გადმოცემისას, პროცესი მიმდინარეობს კონკრეტულიდან ზოგადისაკენ. 
    • სწავლების დედუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის გადაცემის ისეთ ფორმას, რომელიც ზოგად ცოდნაზე დაყრდნობით ახალი ცოდნის აღმოჩენის ლოგიკურ პროცესს წარმოადგენს, ანუ პროცესი მიმდინარეობს ზოგადიდან კონკრეტულისაკენ. 
    • სასწავლო პროცესში ანალიზის მეთოდი გვეხმარება სასწავლო მასალის, როგორც ერთი მთლიანის, შემადგენელ ნაწილებად დაშლაში, ამით მარტივდება რთული პრობლების შიგნით არსებული ცალკეული საკითხების დეტალური გაშუქება. 
    • სინთეზის მეთოდი გულისხმობს შებრუნებულ პროცედურას, ანუ ცალკეული საკითხების დაჯგუფებით ერთი მთლიანის შედგენას. ეს მეთოდი ხელს უწყობს პრობლების, როგორც მთელის დანახვის უნარის განვითარებას. 
    11. ახსნა-განმარტებითი მეთოდი – ეფუძნება მსჯელობას მოცემული საკითხის ირგვლივ. პროფესორს მასალის გადმოცემისას, მოჰყავს კონკრეტული მაგალითი, რომლის დაწვრილებით განხილვაც ხდება მოცემული თემის ფარგლებში. 
    12. ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება – მოითხოვს პროფესორისა და სტუდენტის აქტიურ ჩართულობას სწავლების პროცესში, სადაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია. 
    13. წერითი მუშაობის მეთოდი, რომელიც გულისხმობს შემდეგი სახის აქტივობებს: ამონაწერებისა და ჩანაწერების გაკეთება, მასალის დაკონსპექტება, თეზისების შედგენა, რეფერატის, ან ესეს შესრულება და ა.შ.
     
    სასწავლო კურსის სპეციფიკის გათვალისწინებით პროფესორი იყენებს ერთდროულად რამდენიმე მეთოდს. ეს ინფორმაცია დაწვრილებით ასახულია შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსში.
     
    კვლევით კომპონენტში პროფესორისა და დოქტორანტის მიერ საკვლევი თემატიკის სპეციფიკურობიდან გამომდინარე შეიძლება  შეირჩეს დამატებითი მეთოდი(ები). 
     
    შეფასების სისტემა
     
    სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო კურსში კრედიტების მიღება/დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული  სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში;
     
    სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასება 100 ქულაა, რომელიც უტოლდება საბოლოო შეფასების 100 პროცენტს.
     
    სტუდენტთა შეფასება განისაზღვრება შემდეგი შეფასების სისტემისა და რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით:
     
    დადებითი შეფასებები:
     
    (A) ფრიადი _ მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;
    (B) ძალიან კარგი _ მაქსიმალური შეფასების 81-90%;
    (ჩ) კარგი _ მაქსიმალური შეფასების 71-80%;     
    (D) დამაკმაყოფილებელი _ მაქსიმალური შეფასების 61-70%;
    (E) საკმარისი _ მაქსიმალური შეფასების 51-60%;
     
    უარყოფითი შეფასებები:
     
    (FX)  ვერ ჩააბარა _ მაქსიმალური შეფასების 41- 50%;
    (F)     ჩაიჭრა _ მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები;
    (FX) ვერ ჩააბარა _ უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტს უფლება აქვს დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე;
    (F)  ჩაიჭრა _ უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტი ვალდებულია ახლიდან გაიაროს სასწავლო კურსი;
     
    სტუდენტს შეუძლია მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში ერთი და იგივე სასაწავლო კურსი აიღოს მხოლოდ ორჯერ, მათ შორის, მიღებული დადებითი შეფასების გაუმჯობესების მიზნითაც;
     
    სასწავლო კურსში სტუდენტის შეფასება წარმოებს მთელი სასწავლო სემესტრის განმავლობაში. შესაბამისად, სტუდენტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს;
     
    დასკვნითი გამოცდის შეფასების ქულაა 40, დანარჩენი 60 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასებების მიხედვით;
     
    დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური ქულის გათვალისწინებით უგროვდება 51 ქულა;
     
    სტუდენტი დამატებით დასკვნით გამოცდაზე გადის იმავე სემესტრში. დასკვნით და შესაბამის დამატებით დასკვნით გამოცდებს შორის შუალედი არ შეიძლება იყოს 10 დღეზე ნაკლები;
     
    დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომი ფასდება შეფასების შემდეგი სისტემის მიხედვით:
     
    დადებითი შეფასებები:
    • ფრიადი (სუმმა ცუმ ლაუდე) _ შესანიშნავი ნაშრომი;
    • ძალიან კარგი (მაგნა ცუმ ლაუდე) _ შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აღემატება;
    • კარგი (ცუმ ლაუდე) _ შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს აღემატება;
    • საშუალო (ბენე) _ შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აკმაყოფილებს;
    • დამაკმაყოფილებელი  (რიტე) _ შედეგი, რომელიც, ხარვეზების მიუხედავად,  წაყენებულ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებს;
    • უარყოფითი შეფასებები:
    • არადამაკმაყოფილებელი (ინსუფფიციენტერ) _ შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო ვერ აკმაყოფილებს;
    • სრულიად არადამაკმაყოფილებელი (სუბ ომნი ცანონე) _ შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს სრულიად ვერ აკმაყოფილებს.
    დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება დოქტორის    აკადემიური ხარისხი;
    არადამაკმაყოფილებლის (ინსუფფიციენტერ) მიღების შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება ერთი წლის განმავლობაში გადამუშავებული სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის უფლება;
     
    სრულიად არადამაკმაყოფილებლის (სუბ ომნი ცანონე) მიღების შემთხვევაში დოქტორანტი კარგავს იგივე სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის უფლებას;
     
    დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამის კოპონენტების შეფასების შესახებ იხ. სკოლის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულებაში და სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუქციაში.
     
    დაცვაზე დაშვების წინაპირობები
    • სასწავლო კომპონენტით გათვალისწინებული პროგრამის შესრულება;
    • სამეცნიერო ხელმძღვანელის დასკვნა იმის თაობაზე, რომ  გაეცნო დისერტაციას და ნაშრომი მზად არის საჯარო განხილვაზე დასაშვებად;
    • ცნობა იმის თაობაზე, რომ გამოქვეყნებული (ან გამოსაქვეყნებლად მიღებული) აქვს მინიმუმ ორი სამეცნიერო პუბლიკაცია რეფერირებად ჟურნალში.
    პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა
     
    პროგრამის განსახორციელებლად აუციულებელი თანხა ყოველწლიურად გაითვალისწინება ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიუჯეტში. 
     
    პროგრამის განსახორციელებლად აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური რესურსები
    • სათანადო ინვენტარით აღჭურვილი აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზები, აკადემიური პერსონალის სამუშაო ოთახები (საპროფესოროები);
    • წიგნადი ფონდითა და თანამედროვე საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბიბლიოთეკა;
    • სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის  სკოლაში არსებული კვლევითი ინსტიტუტები, რომელთა ბაზაზე დოქტორანტს შესაძლებლობა აქვს ხელმძღვანელის ზედამხედველობით მონაწილეობა მიიღოს განხორციელებულ პროექტებში და განივითაროს კვლევითი უნარ–ჩვევები;
    • ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტსა და სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახელმწიფო უწყებებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს (მაგ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფორდჰამის უნივერსიტყეტი (აშშ), ვაშინგტონის უნივერსიტეტი) შორის  გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები, რომელთა  ფარგლებში დოქტორანტის მიერ საკვლევი საქმიანობის განხორციელებისას ხდება მათი მატერიალური და აკადემიური რესურსის გამოყენება. 
    ადამიანური რესურსი:
     
    ზაზა რუხაძე, ნინო გვენეტაძე, მარინე კვაჭაძე, პაატა ტურავა, ქეთევან ჯინჭარაძე, გია ლილუაშვილი, კახი ყურაშვილი.
     
    დანართი 1: პროგრამის სასწავლო გეგმა და შედეგების რუქა.
    დანართი 2: CV - ზაზა რუხაძე
    დანართი 3: CV -  ნინო გვენეტაძე
     

    სამართლის სადოქტორო პროგრამის კურსები და სილაბუსები