• სასწავლო პროგრამები სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა
  • სამართალი
  • საბაკალავრო პროგრამა
  • სამაგისტრო პროგრამა
  • სადოქტორო პროგრამა
  • საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია
  • საბაკალავრო პროგრამა
  • სამაგისტრო პროგრამა
  • სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

    GAU-ს კურსდამთავრებულები

    Delta Systems

    GAU-ში მიღებულმა განათლებამ საშუალება მომცა დამოუკიდებლად ამერჩია გზა წარმატებული კარიერისაკენ, რაც გამოცდილი პროფესორებისა და ლექტორების დამსახურებაა. ვფიქრობ, უნივერსიტეტში დანერგილი სწავლის ხარისხის მართვის ახალი სისტემა GAU-ელი სტუდენტების სახით კიდევ უფრო გაზრდის მაღალკვალიფიცირებული კადრების რაოდენობას არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე...

    პროფესორები და ლექტორები

    2011 წლიდან სერგო ცუცქირიძე კითხულობას ლექციებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლაში საინჟინრო გეოდეზიასა და მარკშეიდერიაში...

    ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები European Integration and Employment relations, EIGER)

    პროგრამის სახელწოდება

    ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები
    European Integration and Employment relations, EIGER)

    საფეხური

    მაგისტრატურა

    მისანიჭებელი კვალიფიკაცია

    სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი (07)
    Master of Social Science (07)    

    პროგრამის ხელმძღვანელი
    თანახელმძღვანელები: 

     

    მარინე კვაჭაძე (გაუ) - პროფესორი
    მაია გონაშვილი (კავკასიის უნივერსიტეტი); 
    იაგო კაჭკაჭიშვილი (თსუ);
     
    დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამის ხელმძღვანელის (თანახელმძღვანელების) კვალიფიკაციას, მის სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით მოცემულია პროგრამაზე თანდართულ დოკუმენტებში.
     
    პროგრამის მოცულობა
     
    სამაგისტრო პროგრამა მოიცავს 120 ECTS კრედიტს, წელიწადში - 60 ECTS კრედიტს, სემესტრში - 30 ECTS კრედიტს. შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამის ოპტიმალური ვადა შეადგენს 2 წელს. 
     
    სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით: შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრი, მოიცავს 19 კალენდარულ კვირას, შესაბამისად სასწავლო წელი დაგეგმილია 38 კვირაზე. 
     
    1 ECTS კრედიტი უდრის 25 საათს, რაც მოიცავს, როგორც მაგისტრანტის საკონტაქტო დატვირთვის დროს (ლექცია, სემინარი, პრაქტიკუმი, კვლევითი პრაქტიკა და სხვა), ასევე მისი დამოუკიდებელი მუშაობისათვის განკუთვნილ დროს.
     
    ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა მოიცავს  დარგობრივ სავალდებულო სასწავლო კომპონენტს 55 ECTS კრედიტის მოცულობით მათ შორის სავალდებულო პრაქტიკულ კომპონენტს 5 ECTSკრედიტის მოცულობით, დარგობრივ არჩევით სასწავლო კურსების 30 ECTS კრედიტის  მოცულობით (შეთავაზებული 85 ECTSკრედიტიდან), კვლევით კომპონენტს 30 ECTS მოცულობით სამაგისტრო ნაშრომს. 
     
    ევროინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ვადის ამოწურვის შემდეგ აკადემიური დავალიანების მქონე მაგისტრანტს უფლება აქვს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების მიზნით სწავლა განაგრძოს დამატებითი სემესტრების (არა უმეტეს 4 სემესტრი) განმავლობაში, სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებით.
     
    კვლევითი კომპონენტი:
     
    თსუ სოციოლოგიის და სოციალური მუშაობის მიმართულების, აგრეთვე კავკასიისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტების სამეცნიერო/კვლევითი თემატიკა მრავალფეროვანია: ეკონომიკის პოლიტიკა, დასაქმების პოლიტიკა ევროკავშირში, კეთილდღეობის სახელმწიფოს ევროპული მოდელები, შრომითი ურთიერთობები და სოციალური დიალოგი, ევროპის საკანონმდებლო რეგულაციები ადამიანის უფლებათა და შრომით ურთიერთბებში, აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების გამოცდილება ევროკავშირში ინტეგრაციისა და ტრანსფორმაციის თვალსაზრისით.
     
    საერთო საუნივერსიტეტო მოთხოვნების გარდა, აღნიშნულ პროგრამაში სამაგისტრო ნაშრომს წაეყენება მოთხოვნა, რომ მასში ჩართული იყოს ემპირიული სოციოლოგიური (რაოდენობრივი ან თვისებრივი) კვლევის კომპონენტი. ეს განაპირობებს სამაგისტრო ნაშრომების აქტუალობას, რამდენადაც ისინი ქართული სინამდვილის ანალიზს შეიცავენ. გამონაკლისი შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც მაგისტრანტი ახერხებს მოახდინოს სოციალურ-თეორიული მიდგომების საინტერესო და შემოქმედებითი კომპილაცია.
     
    პროგრამა უზრუნველყოფს წარჩინებულ სტუდენტთა სამაგისტრო ნაშრომზე სამუშაოდ სტაჟირებას აღნიშნულ პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში. პროგრამის ფარგლებში უცხოეთის უნივერსიტეტებში სამაგისტრო ნაშრომების მოსამზადებლად და სასწავლო პრაქტიკის გასავლელად გაიგზავნება 27 სტუდენტი (9 სტუდენტი თითოეული ქართული უნივერსიტეტიდან). 
     
    პრაქტიკის კომპონენტი:
     
    პროგრამა მოიცავს სასწავლო პრაქტიკას, რომელიც სავალდებულოა და სტუდენტს მეორე სასწავლო წელს 5 კრედიტის  მოცულობით ევალება გაიაროს სასწავლო პრაქტიკა პარტნიორ ორგანიზაციებში. 
     
    სწავლების ენა
     
    საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე.
     
    პროგრამის მიზანი
     
    ევროკავშირის დაფინანსებით (TEMPUS-ის პროგრამის ფარგლებში) 2013 წლის 1 დეკემბრიდან დაიწყო პროექტის ''EIGER ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები'' ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის ორგანიზება თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ECTS-ის პროექტი (554098-TEMPUS-1-2013-BE-TEMPUS-JPCR) გაგრძელდება 2017 წლის 1 დეკემბრამდე. მის შემდგომ პერიოდში უნივერსიტეტები უზრუნველყოფენ დათქმული პირობებით სამაგისტრო პროგრამის ერთობლივ განხორციელებას.
     
    სამაგისტრო პროგრამა ინტერდისციპლინური და ინტერსაუნივერსიტეტო პროგრამაა, რომელიც მიიღებს მაგისტრანტებს და განახორციელებს სასწავლო პროცესს სამივე უნივერსიტეტის ბაზაზე.
     
    პროგრამა შეესაბამება ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და მონაწილე სხვა უნივერსიტეტების მიზნებს და უზრუნველყოფს კვლევებზე ორიენტირებული სწავლების და სწავლის დანერგვით ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზრებზე კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური, ზნეობრივად სრულყოფილი, დემოკრატიის იდეალების მიმდევარი სპეციალისტების მომზადებას ვროპული ინტეგრაციისა და შრომითი ურთიერთობების სფეროში. 
     
    ევროპული ინტეგრაციისა და შრომითი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის მიზანია გააუმჯობესოს შრომითი ურთიერთობების სფეროში უმაღლესი აკადემიური ცოდნის მქონე სპეციალისტთა მომზადება საქართველოში, რათა მათ შეძლონ გავლენა იქონიონ შრომის პოლიტიკის ევროპული მოდელების სწორ და თანმიმდევრულ შემუშავებასა და დანერგვაზე საქართველოში. შრომითი ურთიერთობების თანამედროვე ევროპული პოლიტიკის დანერგვა ხელს შეუწყობს საქართველოს წარმატებულ ევროინტეგრაციას და ქვეყანაში შრომითი რეგულაციების საერთაშორისოდ აღაირებული სტანდარტების ეფექტურ დანერგვას.
     
    2013 წელს საქართველოს სამი უნივერსიტეტისა და ევროპის ოთხი უნივერსიტეტის (ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერისტეტი, კავაკასიის უნივერსიტეტი, ბელგია - ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი, გერმანია- მაგდებურგის უნივერსიტეტი, ბულგარეთი - ეკონომიკისა და მენეჯმენტის ევროპული კოლეჯის და ესპანეთი - სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი) პროფესორ-მასწავლებეთა ინიციატივით მომზადდა და TEMPUS- ოფისს დასაფინანსებლად  წარედგინა ახალი ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების პროექტის განაცხადი, რომლის ანალოგი საქართველოს უმაღლეს სასწვლებლებში არ არის. „ევროპული ინტეგრაციისა და შრომითი ურითერთობების'' სამაგისტრო პროგრამა აგებულია შვიდი უნივერსიტეტის თანამონაწილეობით. პროგრამის კურიკულუმი და მასში შემავალი კურსები დამუშავებულია და ვითარდება უნივერსიტეტების პროფერ-მასწავლებეთა მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით. სამაგისტრო პროგრამა ინტერდისციპლინური და ინტერსაუნივერსიტეტო პროგრამაა, რომელიც მიიღებს მაგისტრანტებს სამივე ქართული უნივერსიტეტის ბაზაზე. 
     
    „შრომითი ურთიერთობები'' მოიაზრება როგორც ფართო ცნება, რომელიც მოიცავს შრომის ლეგალურ, საბაზრო, სოციო-ეკონომიკურ, ინდუსტრიული ურთიერთობებისა და ორგანიზაციულ ასპექტებს. დასაქმებისა და შრომითი პირობების გაუმჯობესებას საქართველოში სასიკეთო შედეგი ექნება ეკონომიკის მდგრადობითა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებით. პროგრამაში შემუშავებული 28 სალექციო და სასემინარო კურსი ეფუძნება უახლეს ლიტერატურას, ევროკავშირის ქვეყნებში შრომითი ურითერითობების დარეგულირების მაგალითებსა და პრაქტიკას. ქართული უნივერსიტეტების მხრიდან პროგრამაში ჩართული პროფესორ-მასწავლებლები კურსებს ამზადებენ ევროპელი კოლეგების თანამონაწილოებით და კონსულტაციით.  მნიშვნელოვანი იქნება სამაგისტრო ნაშრომი, რომელიც მომზადდება აღნიშული ევროპული უნივერსტეტების პროფესორების რეკომენდაციებითა და ამ უნივერსიტეტებში სასწავლო მივლინების საფუძველზე.  
     
    „ევროინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობების'' სამაგისტრო პროგრამის ძირითადი მიმართულებებია:
    • ეკონომიკური პოლიტიკა;
    • დასაქმების პოლიტიკა ევროკავშირში;
    • კეთილდღეობის სახელმწიფოს ევროპული მოდელები;
    • შრომითი ურთიერთობები და სოციალური დიალოგი;
    • ევროპის საკანონმდებლო რეგულაციები ადამიანის უფლებათა და შრომით ურთიერთბებში;
    • აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების გამოცდილება ევროკავშირში ინტეგრაციისა და ტრანსფორმაციის თვალსაზრისით.
    პროგრამის წარმატების უზრუნველსაყოფად თითოეული უნივერსიტეტი გაძლიერებულია საბიბლიოთეკო რესურსით და კომპიუტერული ტექნიკით. ქართულენოვანი სწავლებითვის თითოეული კურსისთვის გამოყოფილია საკითხავი მასალის თარგმანის და წიგნადი ფონდის შეძენის ხარჯები.
     
    პროგრამის შემუშავებაში აკადემიური სფეროს წარმომადგენელთა გარდა ჩართული იყვნენ მხარდამჭერები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, დამსაქმებელთა და პროფესიული კავშირების/ასოციაციების და სამოქალაქო განათლების ინსიტიტუციების წარმომადგენლები, ასევე კერძო ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები. მათი დაინტერესება და ჩართულობა მყარ საფუძლველს ქმნის პროგრამის კურსდამთავრებულთა ამ მიმართულებით დასაქმებისა და შემდგომი პროფესიული განვითარებისათვის. 
     
    პროგრამის დასრულების შემდეგ  მაგისტრანტებს  მიენიჭებათ ხარისხი სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი (07);   
     
    კურსდამთავრებულს აქვს სიღრმისეული და სისტემური ცოდნა:
     
    ა) ღრმა ცოდნას თანამედროვე შრომითი რეგულაციების, აგრეთვე სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების შესახებ ევროპული სტანდარტებისა და მიდგომების შესაბამისად; 
    ბ) საქართველოს რეალობის გაანალიზების უნარს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით; 
    გ) სრულფასოვანი ემპირიული კვლევის ჩატარების უნარ-ჩვევებს, (ანუ უნდა შეეძლოს თანამედროვე ემპირიული კვლევის მეთოდების ადექვატური გამოყენება შრომითი ურთიერთობებისათვის აქტუალური საკითხების შესწავლისთვის); 
    დ) პრობლემურ სიტუაციებში გარკვევის, მათი დამოუკიდებელი გადაჭრის გზების უნარ-ჩვევებს და უზრუნველყოფს მათ შესაბამისი პროგრამებისა თუ აქტივობების პროფესიულ დონეზე დაგეგმვისა და მართვისათვის აუცილებელი ცოდნითა და უნარებით.
    • გამოუმუშავებს მიღებული ცოდნის ეფექტურად გამოყენების უნარს, ინსტიტუციებში შრომითი ურითერთობების გაჯანსაღების მიზნით გაატარონ კონკრეტული პრევენციული თუ ადმინისტრაციული ღონისძიებები და მიიღონ ეფექტური გადაწყვეტილებები; 
    • მიმართავს გაითავისონ და დაიცვან ევროპული პროგრესული ღირებულებები თანამედროვე შრომითი ურთიერთობებისა და პოლიტიკური ეკონომიკის სფეროში პრაქტიკული საქმიანობისას სამართლიანობის, მოქალაქეების შრომითი უფლებებისა და თავისუფლებების, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობებზე დაყრდნობით;
    • აძლევს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მონაცემთა დამუშავების პროგრამების  სწორად შერჩევისა და გამოყენების შესაძლებლობას; 
    • გამოუმუშავებს პოლიტიკური ეკონომიკის სფეროში მუშაობისთვის აუცილებელი მეცნიერული კვლევის მეთოდების გამოყენებისა და კვლევის შედეგების დამუშავებისა და ანალიზის უნარს.
    • პროგრამაზე დაშვების წინა პირობა 
    ევროინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ჩაირიცხება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და გასაუბრების საფუძველზე. ასევე პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა. სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელია ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა, რაც დასტურდება დიპლომის დანართით ან წარმოდგენილი ენის სერტიფიკატით.  
     
    სავარაუდო სტუდენტთა რაოდენობა
     
    30
     
    დასაქმების სფერო
     
    დასაქმების სფეროები: ევროპული ინტეგრაციისა და შრომითი ურთიერთობების მაგისტრატურის კურსდამთავრებულს შეეძლება დასაქმდეს სამინისტროების, საჯარო უწყებებისა და სააგენტოების, კერძო კომპანიების, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ასოციაციებისა და სხვა სამოქალაქო ინსტიტუტების სტრუქტურებში შემდეგ პოზიციებზე: კონსულტანტი, ანალიტიკოსი, პროექტის ხელმძღვანელი, მრჩეველი, მედიატორი, საზოგადოებასთან ურიერთობის სპეცილისტი, ევროპულ ურთიერთობებში მრჩეველი, ანალიტიკოსი, პროფკავშირებში აღმასრულებელი რგოლების თანამშრომელი, ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებისა და სოცილურ სამსახურებში და  დასაქმების სააგენტოში სპეცილისტისა და წამყვანი სპეცილისტის, ასევე ხელმძღვანელის თანამდებობებზე.
     
    მაგისტრატურის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეეძლება საქართველოს ან საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში დოქტურანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელება, რომელიც ორიენტირებულია ეკონომიკის პოლიტიკის, დაქმების ევროკავშირში პოლიტიკის; კეთილდღეობის სახელმწიფოს ევროპული მოდელების; შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის; ადამიანის უფლებათა და შრომით ურთიერთბებში ევროპის საკანონმდებლო რეგულაციების და ევროკავშირში ინტეგრაციისა და ტრანსფორმაციის თვალსაზრისით აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების გამოცდილების საკითხებზე კვლევების განსახორციელებლად.
     
    სწავლის შედეგები/კომპეტენციები (ზოგადი და დარგობრივი)
     
    ახალ სამაგისტრო პროგრამაში შრომითი ურითიერთობები გააზრებულია სამართლებრივ, შრომის ბაზრის, სოციო-ეკონომიკურ, ინდუსტრიულ ურთიერთობათა და ორგანიზაციული ასპექტების ურთიერთშეჯერებით და განზოგადებით. დასაქმებისა და შრომის პირობების სამართლებრივი, ეკონომიკურ-პოლიტიკური და ადამიანი უფლებათა განზომილებები დამუშავებულია, როგორც ევროპული სახელმწიფოების ასევე მათთან საქართველოს შედარებითი ანალიზის საფუძვლზე, რაც ზრდის პროგრამაში ჩართული მაგისტრანტების სენსიტიურობას, როგორც ზოგადად საკითხის ასევე კონკრეტულად საქართველოს კონტექსტში გააზრების მიმართ. პროგრამა მოამზადებს შრომის პირობებისა და შრომითი ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის მოტივირებულ სპეცილისტებს ეკონომიკურ პოლიტიკაში. შრომითი უირთიერთობების გაუმჯობესება საქართველოში ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის და ცხოვრების დონის  ამაღლებას.
     
    კერძოდ, პროგრამა ადგენს და უზრუნველყოფს კურსდამთავრებულის მიერ შემდეგი შედეგის მიღწევას:  
     
    ცოდნა და გაცნობიერება - პროგრამის დასრულების შემდეგ ევროპული ინტეგრაციისა და შრომითი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული ფლობს ღრმა და სისტემურ ცოდნას შრომის თანამედროვე ლეგალური, საბაზრო, სოციო-ეკონომიკური  და ორგანიზაციულ ასპექტების. აგრეთვე, დასაქმებისა და შრომითი პირობების გაუმჯობესების მექანიზმების შესახებ. 
     
    ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი - ევროპული ინტეგრაციისა და შრომითი ურთიერთობების მაგისტრს შეუძლია არა მხოლოდ მიღებული ცოდნის გაზიარება, არამედ მისი ოპერაციული გამოყენება. კერძოდ, სხვადასხვა სფეროში შრომითი ურთიერთობების ექსპერტული შეფასება ევროპის კავშირში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად; ბ) სოციალური პოლიტიკის სფეროში შრომითი ურთიერთობების პოლიტიკის დოკუმენტის (Policy Paper) შემუშავება; გ) თანამედროვე ემპირიული კვლევის მეთოდების ადეკვატური გამოყენება საზოგადოებისათვის აქტუალური საკითხების შესწავლისთვის; დ) სხვადასხვა სოციალური პრობლემის შესწავლის (კვლევის) გზების განსაზღვრა და არსებითი და ეფექტური რეკომენდაციების ჩამოყალიბება ამ პრობლემების გადასაჭრელად; ე) სხვადასხვა კვლევით თუ სოციალური პოლიტიკის განმახორციელებელ პროექტებში ჩართვა უფროსი მენეჯერის ან მკვლევარის როლში.
     
    დასკვნის უნარი - პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია შრომითი ურთიერთობების სფეროში სხვადასხვა სიტუაციის ადეკვატური შეფასებისა და სოციალური მონაცემების (ინფორმაციის) დამოუკიდებლად დამუშავებისა და გაანალიზების საფუძველზე დასკვნების გაკეთება არსებული პრობლემების და მათი გადაჭრის გზების შესახებ. 
     
    კომუნიკაციის უნარი - მაგისტრატურის კურსდამთავრებულს აწარმოებს ეფექტურ კომუნიკაციას ქართულ და ინგლისურ ენაზე ყველა იმ ადამიანთან თუ ჯგუფთან, რომლებიც მისი პრაქტიკული ინტერვენციის და კვლევის ობიექტს წარმოადგენენ (სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლები, რესპონდენტები, ექსპერტები, და სხვ.). მას განვითარებული აქვს სოციალური უნარები: შეეძლია ჯგუფური მუშაობა, მათ შორის, ინტერდისციპლინურ, ინტერკულტურულ ჯგუფებში მუშაობა. 
     
    სწავლის უნარი - მაგისტრი სწავლის პროცესს დამოუკიდებლად წარმართვას და ახდენს სწავლის პროცესის თავისებურებების სიღრმისეულ გაცნობიერებას. მას  შეუძლია ათვისებული ცოდნისა და გამოცდილების სხვებისთვის გადაცემა. 
     
    ღირებულებები, რომლესაც შეიძენენ პროგრამის დასრულების შემდეგ:
    • კვლევის ობიექტის (ადამიანები, ჯგუფები) უფლებების, პირველ რიგში, მათი ანონიმურობის დაცვა
    • ქსენოფობიური და ეთნოცენტრისტული დამოკიდებულებების უარყოფა;
    • განსხვავებებისა და კულტურული მრავალფეროვნების დაფასება და პატივისცემა;
    • სოციალური სამართლიანობის პატივისცემა;
    • საქართველოს ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან ღირებულებრივი ასპექტები. 
    ევროპული ინტეგრაციისა და შრომითი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს გამომუშავებული ექნებათ ზოგადი (ტრანსფერული) უნარები: აბსტრაქტული აზროვნება, მოვლენათა კრიტიკული ანალიზი და სინთეზი, ახალი იდეების გენერირება, ცოდნის მუდმივი განახლება, სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოძიება და ანალიზი, დისკუსიის წარმართვა, საკუთარი ნაშრომისა და მოსაზრებების საჯარო წარდგენა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, ახალ, გაუთვალისწინებელ და მულტიდისციპლინურ გარემოში მოქმედება, კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტა ორიგინალური გზების მოძიებით, კვლევის დამოუკიდებლად განხორციელება უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით და ა.შ.
     
    სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები
     
    სწავლის პროცესში კონკრეტული სასწავლო კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე გამოიყენება სწავლების ისეთი მეთოდები, როგორებიცაა ვერბალური, ანუ  ზეპირსიტყვიერი მეთოდი,  წიგნზე მუშაობის მეთოდი, წერითი მუშაობის მეთოდი, დემონსტრირების მეთოდი, დისკუსია/დებატების მეთოდი, შემთხვევის ანალიზის (Case study) მეთოდი, ახსნა-განმარტებითი მეთოდი, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი, ევრისტიკული მეთოდი, გონებრივი იერიშის მეთოდი, სწავლების დედუქციური მეთოდი, ანალიზის მეთოდი, სინთეზის მეთოდი და სხვა.  სწავლება-სწავლის პროცესში მეთოდები ერთმანეთს ავსებენ და ანაცვლებენ. კონკრეტული სასწავლო კურსის სწავლება-სწავლის მეთოდები ასახული იქნება შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსში.
     
    მაგისტრანტები უნივერსიტეტში და პარტნიორ უნივერსიტეტებში სწავლობენ საღამოს საათებში და შაბათ დღეს, რითაც უზრუნველყოფილია დასაქმებული სტუდენტების მოზიდვა პროგრამაზე და მათი ლექციებზე რეგულარული დასწრება.
     
    შეფასების სისტემა
     
    სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო კურსში კრედიტების მიღება/დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში;
     
    სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასება 100 ქულაა, რომელიც უტოლდება საბოლოო შეფასების 100 პროცენტს.
     
    სტუდენტთა შეფასება განისაზღვრება შემდეგი შეფასების სისტემის მიხედვით:
     
    დადებითი შეფასებები:
     
    (A) ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი:
     
    (B) ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90%:
     
    (C) კარგი - მაქსიმალური შეფასების 71-80%:
     
    (D) დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70%:
     
    (E) საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60%:
     
    უარყოფითი შეფასებები:
     
    (FX) ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41- 50%;
     
    (F) ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები;
     
    (FX) ვერ ჩააბარა - უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტს უფლება აქვს დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე;
     
    (F) ჩაიჭრა - უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტ ვალდებულია ახლიდან გაიაროს სასწავლო კურსი;
     
    სტუდენტს შეუძლია მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში ერთი და იგივე სასაწავლო კურსი აიღოს მხოლოდ ორჯერ, მათ შორის, მიღებული დადებითი შეფასების გაუმჯობესების მიზნითაც;
     
    სასწავლო კურსში სტუდენტის შეფასება წარმოებს მთელი სასწავლო სემესტრის განმავლობაში. შესაბამისად, სტუდენტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს;
     
    სტუდენტის საბოლოო რეიტინგის დასადგენად და მათ წასახალისებლად სასწავლო პროცესის დასრულებისას გამოითვლება კუმულატიური ქულა (კუმულატიური ქულის გამოთვლა ხორციელდება ყოველი სემესტრის ბოლოსაც). 
     
    კუმულატიური ქულის გამოთვლა შემდეგნაირად განხორციელდეს: ყოველ სასწავლო კურსში სტუდენტის მიერ მიღებული ქულის რაოდენობრივი მაჩვენებელი გამრავლდეს ამ სასწავლო კურსისათვის განკუთვნილი კრედიტის რაოდენობაზე და შემდეგ ამ რიცხვების საერთო ჯამი გაიყოს სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობაზე.
     
    პროგრამის განსახორციელებლად მისაღწევი რესურსები
     
    სამი უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამა უზრუნველყოფილია კავკასიის უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსტეტისა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელომწიფო უნივერსიტეტის პროფესორების მიერ:
     
    12 - პროფესორი; 
    2  - ასოცირებული პროფესორი;
    7 -  მოწვეული ლექტორი;
     
    პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა: სამაგისტრო პროგრამის ფინანსურ უზრუნველყოფას პირველი სამი წლის განმავლობაში ახდენს მიმდინარე პროექტი და სამივე უნივერსიტეტი (თსუ, კავკასიის უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).  
     
    პროექტის ფარგლებში პროგრამაში ჩართულ თითოეულ პროფესორზე გამოყოფილია კურსის მოსამზადებლად საჭირო ლიტერატურის შეძენისთვის 500 (ხუთასი) ევრო, შეძენილი წიგნები აღრიცხულია უნივერსიტეტის ბიბილოთეკაში და განთავსებულია სპეცილაურად პროგრამისთვის განკუთვნილ ოთახში, ასევე თითოეულ უნივერსიტეტს უფინანსდება ელექტრონული ბიბლიოთეკების სარგებლობისათვის და საჭირო ლიტერატურის ჩამოტვირთვისათვის 10000 (ათი ათასი) ევროს ღირებულების მომსახურება სამი წლის განმავლობაში. პროფესორთა უცხოეთში სტაჟირება და გადამზადება, უცხოელ ლექტორთა ვიზიტები საქართველოში.
     
    თავად ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მატერილაური ტექნიკური ბაზა სრულად უზრუნვეყოფს პროგრამის მომსახურებას თანამედროვე დონეზე.
     
    პროექტის ფარგლებში ჩართულ პროფესორებს გადაეცა საკუთარი პერსონალური კომპიუტერი (21 პროფესორს სამივე უნივერსიტეტიდან). 
     
    უნივერსიტეტში მაგისტრანტებისათვის მოიწყობილია TEMPUC - ის ლაბორატორია კომპიუტერებით აღჭურვილი, ინდივიდუალურ და ჯგუფურ პროექტებზე სამუშაოდ. 
     
    უნივერსტეტი ფლობს ლოკალურ ქსელს და ინტერნეტს (უსადენო ინტერნეტით დაფარულია უნივერსიტეტის მთელი ტერიტორია); აქვს სრულყოფილად აღჭურვილი სასწავლო აუდიტორიები;
     
    დადებულია მემორანდუმები დაწესებულებასთან სასწავლო პრაქტიკისთვის.
     
    დანართი 1: პროგრამის სასწავლო გეგმა და შედეგების რუქა.
    დანართი 2: CV -  მაკა კვაჭაძე
     

    დაწვრილებითი ინფორმაცია ასევე იხილეთ მითითებულ ბმულზე - ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები 

    სწავლის საფასური - 2250 ლარი.