• იურიდიული კლინიკა სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა
  • სამართალი
  • საბაკალავრო პროგრამა
  • სამაგისტრო პროგრამა
  • სადოქტორო პროგრამა
  • საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია
  • საბაკალავრო პროგრამა
  • სამაგისტრო პროგრამა
  • სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

    GAU-ს კურსდამთავრებულები

    საქართველოს ნოტარიუსთა პალატა

    2011 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის ბაკალავრიატი სამოქალაქო სამართლის განხრით და იმავე წელს ჩავაბარე მაგისტრატურაში. მთელი ამ წლების განმავლობაში ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი მესწავლა...

    პროფესორები და ლექტორები

    გია ლილუაშვილმა დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. გახლავთ თ. წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტი. წარმატებით დაიცვა დისერტაცია. 1983 წლიდან 2007 წლამდე ეწეოდა...

    იურიდიული კლინიკა

    ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის პროგრამა ჩამოყალიბდა 2008 წელს, სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის საფუძველზე. პროგრამა წარმოადგენს სასწავლო დისციპლინას, რომლის  მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს ადვოკატირების უნარ-ჩვევები და გამოუმუშავოს იურიდიული აზროვნების უნარი, სოციალურად დაუცველი ფენებისათვის უფასო იურიდიული კონსულტაციების გაცემის მიზნით.
     
    იურიდიული კლინიკის ერთ-ერთი ამოცანაა გაუღვივოს ახალგაზრდებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისადმი პასუხისმგებლობა და თანადგომის გრძნობა.
     
    უნივერსიტეტის მაღალკურსელები პედაგოგებთან და მოქმედ ადვოკატებთან ერთად დახმარებას გაუწევენ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, მათ შორის: არასრულწლოვნებს, სტუდენტებს, უცხოელ სტუდენტებს, ლტოლვილებსა და დევნილებს, პაციენტებს, პენსიონრებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათი ოჯახის წევრებს, ასევე სხვა მოწყვლად ჯგუფებს. პროგრამის ფარგლებში სასწავლო პროგრამას გადიან როგორც დამამთავრებელი კურსის ბაკალვრები, ისე მეორე კურსის მაგისტრები. 
     
    ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკა თავის საქმიანობას წარმართავს შემდეგი მიმართულებით: სისხლის სამართალი; საჯარო სამართალი; კერძო სამართალი. 
     
    იურიდიული კლინიკის პროგრამაში მოწვეულნი არიან ცნობილი ადვოკატები (საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები), საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები (UNHCR, UNICEF და სხვა), ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები. პროგრამის ფარგლებში გაფორმდა ხელშეკრულებები სახალხო დამცველის ოფისთან, საიასთან, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და პროგნოზირების ცენტრთან, ასოციაცია "უფლება ჯანმრთელობაზე".     
     
    იურიდიული კლინიკის პროგრამით გათვალსიწინებული სასწავლო დისციპლინებია:
     
    • ლტოლვილთა და დევნილთა საერთაშორისო დაცვის მექნიზმები
    • სამოქალაქო სამართალი (მხოლოდ საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი)
    • ადამიანის უფლებები
    • კონსტიტუციური სამართალწარმოება
    • სისხლის სამართალი
    • შრომისა და სოცუზრუნველყოფის სამართალი
    • პაციენტთა უფლებები
    • ადმინისტრაციული სამართალი
    • ადვოკატის უნარ-ჩვევები
    • კომუნიკაციის უნარ-ჩვევები
    • სამართლებრივი ეთიკა
     
    2008 წლიდან დღემდე 200-ზე მეტ ადამიანს გაეწია სამართლებრივი კონსულტაცია.
     
    2011 წლიდან იურიდიული კლინიკის ფარგლებში ტარდება სპეციალური სერთიფიცირებული კურსები შემდეგ თემებზე:
     
    1. მედიაცია სამართალში (PI International)
    2. შეზღუდული შესაძლებლოებების პირთა უფლებები (სახალხო დამცველის ოფისის ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრი);
    3. ზიანის შემცირების პროგრამის მუშაობა საქართველოში (ფონდი « ღია საზოგადოება-საქართველო » და ზიანის შემცირების კოალიცია საქართველოში) ;
    4. არასრულწლოვანთა მართმსაჯულება (მოსამართლე რენატა ვინტერი, საქართველოში ევროკომისიის "რეფორმები პენიტენციალურ სისტემაში"  პროექტის კოორდინატორი);
    5. "რას ნიშნავს სიძულვილის ენა" (ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატი არ.კაიკაციშვილი).
    6. "არჩევნების პროცესი" (ეროვნული განვითარების ინსტიტუტი და საია) – სემინარები ჩატარდება II სემესტრში;
    7. "ლტოლვილთა და ადგინლაცვალ პირთა უფლებები" (UNHCR - გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობა საქართველოში) - სემინარები ჩატარდება II სემესტრში.
    8. ჯანდაცვის სამართალი (კოალიცია ადამიანის უფლებები ჯანდაცვაში) სემინარები ჩატარდება II სემესტრში  
    იურიდიული კლინიკის პროგრამის დამთავრების შედეგად სტუდენტები მიიღებენ გარკვეულ გამოცდილებას მოქალაქეებთან მუშაობაში, სასამართლო პროცესებისათვის დოკუმენტების მოგროვებასა და ადვოკატთან ერთად მუშაობაში, სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობებში და სხვა, რაც გამოადგებათ მათ მომავალში თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში. 
     
    მოგვმართეთ და ისარგებლეთ უფასო იურიდიული დახმარებით!
     
    ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის მისამართია: მერაბ ალექსიძის 8, 0160
    ტელ: (+995 32) 204 11 70 
    ელ-ფოსტა: gaulegalclinic@gmail.com