• რეგისტრაცია სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა
  • სამართალი
  • საბაკალავრო პროგრამა
  • სამაგისტრო პროგრამა
  • სადოქტორო პროგრამა
  • საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია
  • საბაკალავრო პროგრამა
  • სამაგისტრო პროგრამა
  • სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

    GAU-ს კურსდამთავრებულები

    საქართველოს ეროვნული ბანკი

    "მუშაობის სწავლის ადრეულ ეტაპზევე დაწყება და შემდგომი წარმატების მიღწევა სწორედ გაუ-ში შეძენილი განათლებისა და უნარ-ჩვევების საშუალებით მოვახერხე..."

    პროფესორები და ლექტორები

    1988 წელს რევაზ თევზაძემ ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 2003 წელს თბილისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში - სადოქტორო დისერტაცია...

    რეგისტრაცია

    საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის - სამაგისტრო პროგრამაზე ჩასაბარებლად მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა გადალახოს ორი ბარიერი:

    • ერთიანი სამაგისტრო გამოცდა
    • ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდები: GAU-ს შიდა ტესტირება უცხო ენაში და გამოცდა-გასაუბრება სპეციალობაში

    GAU-ს მიერ განსაზღვრულ გამოცდებში მონაწილეობას მიიღებს მაგისტრანტობის ის კანდიდატი, ვინც წარმატებით ჩააბარებს საერთო სამაგისტრო გამოცდას.

    ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთები მიიღება 2017 წლის 4 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით. სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის დეკანატში (პირველი სართული, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, მისამართი: მერაბ ალექსიძის 10) ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00-დან 17:00 საათის ჩათვლით.

     

    GAU-ში ჩასაბარებელი საბუთების ჩამონათვალი:

    • განცხადება პრეზიდენტის სახელზე სამაგისტრო პროგრამის მითითებით (შაბლონი);
    • 2 ფოტოსურათი, 3x4 (ელექტრონული ვერსია CD-ზე);
    • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი და ასლი;
    • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2015 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ);
    • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (ვაჟებისათვის);
    • მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული შეფასებები (ამონაბეჭდი გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან - www.naec.ge);
    • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    • თი-ბი-სი ბანკის რომელიმე ფილიალში GAU-ს ანგარიშზე 50 ლარის ჩარიცხვის ქვითარი; 
    • GAU-ს რეკვიზიტები
    ზემოთ ჩამოთვლილი საბუთების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტის განცხადება არ მიიღება. შემოწმების შემდეგ საბუთების დედნები უბრუნდება წარმომდგენს.
     
    ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვისათვის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახული აქვს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
     
    გასაუბრება სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე - 15 სექტემბერს; 14:00 საათზე.
     
    საკითხები გასაუბრებისთვის:

     

    ინფორმაცია GAU-ს მიერ განსაზღვრული გამოცდების, მისაღებ სტუდენტთა რაოდენობისა და ჩასაბარებელი საბუთების შესახებ გამოქვეყნდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდგომ.