• სწავლის საფასური სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა
  • სამართალი
  • საბაკალავრო პროგრამა
  • სამაგისტრო პროგრამა
  • სადოქტორო პროგრამა
  • საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია
  • საბაკალავრო პროგრამა
  • სამაგისტრო პროგრამა
  • სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

    GAU-ს კურსდამთავრებულები

    საინვესტიციო ბანკი "ბი ჯი კაპიტალი"

    "რადგან GAU-მ ასეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია წარმატებით შეასრულა ჩემთვის და რადგან რთულია მოწყდე გარემოს, სადაც ასე გაიზარდე, გაატარე ყველაზე ხალისიანი სტუდენტური წლები და შეიძინე შენთვის ძვირფასი ადამიანები, ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგაც სამაგისტრო ხარისხის მოსაპოვებლად კვლავ გაუს მივმართე..."

    პროფესორები და ლექტორები

    გიორგი გორაძე არის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი და პარალელურად ხელმძღვანელობს მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე განთავისუფლების აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივ საბჭოს.

    სწავლის საფასური

    GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური საფასურია 5000 ლარი.

    GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის სამართლის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულები GAU-ს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში სარგებლობენ 1000 ლარიანი შეღავათით სწავლის ყოველწლიურ საფასურზე.


     

    2016 წელს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში (GAU) ამოქმედდა GAU-გრანტი სამაგისტრო პროგრამებისთვის. 

    სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებს GAU-გრანტით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგი პრინციპით:

    • თუ თქვენ GAU-ს საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ხართ, სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისგან მიიღებთ GAU-გრანტს სწავლის გადასახადის 20%-ის ოდენობით სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში;
    • თუ თქვენ სხვა უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა გაქვთ დამთავრებული, ასევე გაქვთ GAU-გრანტის მოპოვების შანსი:
      • თქვენი საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა* უნდა აღემატებოდეს ან უდრიდეს 40-ს, იმისთვის, რომ მიიღოთ GAU-გრანტი სწავლის გადასახადის 20%-ის ოდენობით სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში;   
      • თქვენი საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა* უნდა შეადგენდეს 35-39-ს, იმისთვის, რომ GAU-სგან მიიღოთ GAU-გრანტი სწავლის გადასახადის 15%-ის ოდენობით სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში. 

    * რა არის საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა?

    საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა არის სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მიღებული კონკრეტული ქულების (გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილის ნორმირებული ქულა გამრავლებული უნივერსიტეტის მიერ მისთვის მინიჭებულ კოეფიციენტზე) ჯამი.

    ნიმუში:

    საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულის გამოთვლა

    ვთქვათ, GAU-ს მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტია 60 (15; 15; 15; 15 თითოეულ ნაწილზე შესაბამისად)

    კონკურსანტის შედეგები საერთო სამაგისტრო გამოცდაში:

    • რაოდენობრივი მსჯელობა - 18 (მაქს. ქულა 20)
    • ლოგიკური მსჯელობა - 13 (მაქს. ქულა 17)
    • ანალიტიკური წერა - 14 (მაქს. ქულა 20)
    • წაკითხულის გააზრება - 19 (მაქს. ქულა 21)

     

    როგორ ითვლება საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა? 

    საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა ითვლება შემდეგნაირად: გამოცდის თითოეული ნაწილის ნორმირებული ქულა (მიღებული ქულა გაყოფილი მაქსიმალურ ქულაზე) მრავლდება შესაბამის კოეფიციენტზე (15) და ჯამდება:

    1820*15 + 1317*15 + 1420*15 + 1920*15 = 13.5 + 11.5 + 10.5 + 13.6 = 49.1

     


     

    გაეცანი იაფი სტუდენტური სესხების პაკეტებს