• ისტორიის საბაკალავრო პროგრამა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა

GAU-ს კურსდამთავრებულები

შპს „ქართული კვების კომპანია“

ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ვთვლი ინგლისური ენის ლექციებს, რომლის მეშვეობითაც სტუდენტი დიდ ცოდნას იღებს სამართლის ინგლისური ტერმინოლოგიის და სხვადასხვა დასავლური ქვეყნების სამართლის სისტემის შესახებ. მიმაჩნია, რომ მიღებული ცოდნით შევძლებ განვახორციელო...

პროფესორები და ლექტორები

უჩა ძიმისტარიშვილს აქვს სამუშაო გამოცდილება, როგორც საჯარო სექტორში, ასევე კერძო და არასამთავრობო სექტორებში. უჩა ძიმისტარიშვილი არის ახალგაზრდული ორგანიზაცია „პირველების“ (2005 წლიდან) და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია - საქართველოს (2008 წლიდან) ერთ-ერთი დამფუძნებელი...

ისტორიის საბაკალავრო პროგრამა

პროგრამის სახელწოდება

ისტორია

საფეხური

ბაკალავრიატი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია

ისტორიის ბაკალავრი

პროგრამის ხელმძღვანელი

ნანული გვიანიშვილი

დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამის ხელმძღვანელის კვალიფიკაციას, მის  სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით მოცემულია პროგრამაზე თანდართულ დოკუმენტებში.

პროგრამის მოცულობა

ლიბერალური განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის  მიმართულების პროგრამა მოიცავს სულ  315 კრედიტს და შედგება:

სავალდებულო  და არჩევითი  დისციპლინებისაგან, რომელთა სრული რაოდენობა შეადგენს  87 დისციპლინას (44 - სავალდებულო, 42 - არჩევითი და საბაკალავრო ნაშრომი) . სავალდებულო საგნები ნაწილდება შემდეგნაირად: ისტორიაში სავალდებულოა სტუდენტმა მოაგროვოს 96 კრედიტი, ხოლო ზოგად-საგანმანათლებლოში 93 კრედიტი. ეს მოიცავს სულ 96+93=189 კრედიტს, ხოლო არჩევითი   ისტორიაში არის 51  კრედიტი ( საიდანაც სტუდენტმა უნდა მოაგროვოს მინიმუმ 24კრედიტი)  ზოგადში 75 - (აქიდან უნდა მოაგროვოს მინიმუმ 27 კრედიტი) სულ ასარჩევი 126 კრედიტიდან სტუდენტისთვის საჭიროა მინიმუმ 51 კრედიტი. 

ლიბერალური განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის მიმართულების სტუდენტმა ისტორიის ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად  საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი. აქედან გამომდინარე,  სავალდებულო საგნებში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 189 კრედიტი და არჩევით მოდულში მინიმუმ 51 კრედიტი, სულ  240 კრედიტი  (189+51=240)

სწავლების ენა

ქართული და ინგლისური

პროგრამის მიზანი

თანამედროვე ადამიანს წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის სჭირდება გარკვეული სპეციალობა, რომელიც მისცემს მნიშვნელოვან პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, საჭირო კომპეტენციებს და ფართო განათლებას, რადგან თანამედროვე ადამიანთა უმრავლესობას პროფესიული ამოცანების შესრულებისას თითქმის ყოველდღიურად უწევთ სტრატეგიული გადაწყვეტილებების  მიღება.

ისტორია ცოდნის სრულიად უნიკალური სფეროა. იგი უძველესი დროიდან დღემდე იზიდავს ადამიანთა გონებას და მიუხედავად იმისა, რომ ისტორიას მატერიალური დოვლათის შექმნის თვალსაზრისით პირდაპირი გამოყენება არა აქვს, მისდამი საზოგადოების ინტერესი ყოველთვის ძალიან დიდი იყო. საქმე ისაა, რომ ადამიანთა ერთობებს (ეთნოსებს, ერებს) ისტორიის გარეშე არსებობა  უბრალოდ არ შეუძლიათ, ისევე, როგორც არ შეიძლება არსებობდეს პიროვნება საკუთარი ბიოგრაფიის ხსოვნის გარეშე. ისტორიულ შემეცნებას მართლაც ახლავს განუმეორებელი ხიბლი. ისტორია საშუალებას იძლევა გონების თვალით მოვიხილოთ ყველა ეპოქა, რამდენადაც ისტორიული შემეცნებისათვის არ არსებობს ქრონოლოგიური ბარიერები. მსოფლიო ისტორიის გაცნობა – ეს თავისებური მოგზაურობაა დროში, ესაა წარმოსახვითი შეხვედრები სხვა დროში მცხოვრებ ადამიანებთან.

სხვადასხვა ხალხის ისტორიის შესწავლა თავისთავად ძალიან ღრმა შემეპცნებითი პროცესია, ისტორია პიროვნების საერთო კულტურის ნაწილია და ბევრი დაინტერესებული ადამიანი ამას თავისითაც აკეთებს. მაგრამ იმისათვის, რომ ამ დარგის ნამდვილი სპეციალისტი გახდეთ (და არა უბრალოდ ისტორიის მოყვარული ან სიძველეთმოყვარული) საკმარისი არაა მხოლოდ სხვისი დაწერილი გახსოვდეთ. აუცილებელია, თქვენ თავად შეგეძლოთ ინფორმაციის მოპოვება ისტორიული წყაროებიდან და ამაზე დაყრდნობით ისტორიული ფაქტების რეკონსტრუირება, კრიტიკული ანალიზი და სათანადო დასკვნების გამოტანა.

საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო აქტიურად იყო ჩაბმული აზიისა თუ ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მსოფლიოს დიდი იმპერიები ყოველთვის ინტერესდებოდა ამიერკავკასიით და, კერძოდ, საქართველოთი.  ხშირად საქართველოს ამ სახელმწიფოთა შორის პოლიტიკური ლავირება უხდებოდა.

ევროპელები, ისევე როგორც დღეს, გასულ საუკუნეებშიც  იყვნენ დაინტერესებულნი საქართველოთი და აქ მიმდინარე პროცესებით. საუკუნეების განმავლობაში სულ უფრო იზრდებოდა საქართველოს როგორც სავაჭრო, ასევე პოლიტიკური მნიშვნელობა.

ისტორიის საბაკალავრო პროგრამა, ლიბერალური ხასიათისაა.  საყოველთაოდ ცნობილია, რომ სწორედ ლიბერალური განათლება აყალიბებს  კრიტიკული აზროვნებისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარს. რომელიც სტუდენტებს  ლიდერობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენაში ეხმარება.

ისტორიის პროგრამა კონკრეტულ, ძირითად სპეციალობაზე ორიენტირების გარდა სტუდენტს  უვითარებს და უყალიბებს ყველა იმ ზოგად კომპეტენციასა და უნარ-ჩვევას, რომელიც აუცილებელია  წარმატების მისაღწევად,  ნებისმიერი პროფესიული საქმიანობისათვის. ეს ზოგადი კომპეტენციები დარგობრივი კომპეტენციებისა და სხვადასხვა ტიპის მეცნიერებების (ჰუმანიტარული, სოციალური, სამართალმცოდნეობის და თანამედროვე ინფორმაციული და კომპიუტერული ტექნოლოგიების) ფუნდამენტური პრინციპებისა და საფუძვლების კონკრეტულ ცოდნა-გააზრებასთან ერთად ამ მიმართულების კურსდამთავრებულს ქართულ ბაზარზე ძალზედ კონკურენტუნარიანს ხდის, რადგან მას  მრავალმხრივ საქმიანობაში მონაწილეობასა და საქმის წარმატებით მართვაში უწყობს ხელს.

ამ მიმართულების კურსდამთავრებულს აქვს  წარმოდგენა  გარკვეული ფუნდამენტური მეცნიერების შესახებ, „ხარისხიანი“ სწავლის ძალზედ ეფექტური სტრატეგიები, რომლებიც ნებისმიერი მოცულობის მასალის სწრაფად დაგროვებისა და კრიტიკულად გააზრების შესაძლებლობას აძლევს, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება, წამოჭრილ პრობლემაზე სწრაფი ადექვატური რეაგირების უნარი, გამოტანილი დასკვნების მართებული განზოგადების უნარი. იგი ფლობს  თანამედროვე სამყაროში სრულყოფილი, მრავალმხრივი  ურთიერთობისათვის საჭირო ყველა ხერხსა და საშუალებას, როგორც ადამიანური, ისე საინფორმაციო კომუნიკაციური ტექნოლოგიების ფორმით.

აღნიშნული საბაკალავრო პროგრამა ზემოთ თქმულიდან გამომდინარე მიზნად ისახავს გაითავისოს ლიბერალური განათლების მეთოდები და მოახდინოს ლიბერალური და პროფესიული ცოდნის შეხამება.

აქედან გამომდინარე ისტორიის საბაკალავრო პროგრამა ძირითადი სპეციალობის მიმართულებით მიზნად ისახავს სტუდენტს:

  • მისცეს საბაზო ცოდნა საქართველოს და მსოფლიოს ისტორიის ყველა პერიოდის (უძველესი დროიდან დღემდე) შესახებ;
  • წარმოდგენა შეუქმნას  ისტორიის სხვადასხვა სფეროებზე, სხვადასხვა ისტორიულ ეპოქებსა და რეგიონებზე 
  • გააცნოს ისტორიის განვითარების  გზა და დასავლური აზროვნების ამოსავალი პრინციპები და ღირებულებები.
  • ასწავლოს ისტორიული პროცესების გააზრება, ფაქტობრივი მასალის გაანალიზება, ისტორიული ეპოქების ძირითადი მახასიათებლების განსაზღვრა, გაარკვიოს სხვადასხვა ქვეყნების ისტორიული განვითარების სპეციფიკაში.
  • ჩამოუყალიბოს ისტორიის კვლევის  უნარ-ჩვევები, გაარკვიოს ისტორიის კვლევის სამეცნიერო მეთოდებში, სხვადასხვა მიდგომებსა და სპეციფიკაში.  
  • გამოუმუშავოს ისტორიის პრობლემების გააზრების, შეკითხვების დასმის,  დისკუსიის, და პასუხის გაცემის უნარ-ჩვევები.
  • დაეხმაროს ისტორიის თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღოს ისტორიის ტექსტებზე მუშაობის გამოცდილება ეპოქების მიხედვით. ლექტორის უშუალო ხელმძღვანელობით შესძინოს 10-15 გვერდისგან შემდგარი საბაკალავრო ისტორიული ნაშრომის დაწერის კულტურა.
  • კერძოდ:
  • შეასწავლოს, ერთი მხრივ, ისტორიული მეცნიერების შესავალი ისტორიული შემეცნების თავისებურებები, მეთოდოლოგიები და მეთოდები, რომლებსაც იყენებენ წარსულის რეკონსტრუქციისათვის და, მეორე მხრივ, ძირითადი ცნებები და ტერმინები, რომლებითაც ოპერირებს თანამედროვე ისტორიული მეცნიერება მსოფლიოში.
  • გააცნოს ქართული წყაროთმცოდნეობა და დამხმარე ისტორიული  დისციპლინების ჩასახვისა და განვითარების ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა.
  • სასწავლი კურსის ფარგლებში გააცნოს ძველი მსოფლიოს ისტორიის საგანი, ქრონოლოგიური და გეოგრაფიული ჩარჩოები. შეასწავლოს ძველი აღმოსავლეთის ქვეყნების პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრებისა და კულტურის ისტორია. გააცნოს ბიბლიური სამყარო ძველაღმოსავლური ისტორიის კონტექსტში.
  • გააცნოს ანტიკური ქვეყნების ისტორია, ანტიკური ცივილიზაციის უმნიშვნელოვანესი კერები. გაარკვიოს ანტიკური ცივილიზაციის  სპეციფიკასა და მის განსაკუთრებულ ადგილზე ზოგადსაკაცობრიო კულტურაში. შეასწავლოს ბერძნულ-რომაული სახელმწიფოების მართვის სისტემების ისტორია.
  • ხელი შეუწყოს გააცნობიეროს საქართველოს, როგორც უძველესი ცივილიზაციის მქონე ქვეყნის წვლილი მსოფლიოს ინტელექტუალური, კულტურული და სამართლებრივი განვითარების ისტორიაში. გააცნოს საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ფაქტები და მოვლენები, რომელთაც ადგილი ჰქონდა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში უძველესი დროიდან XXI საუკუნემდე.
  • გააცნოს ევროპის ადრეული და გვიანი შუა საუკუნეებისა და აღორძინების ეპოქის ისტორია, ჰუმანიზმისა და აღორძინების თავისებურებები, რეფორმაციისა და კონტრრეფორმაციის არსი.
  • ბიზანტიის საშინაო და საგარეო პოლიტიკა და ურთიერთობა საქართველოსთან.
  • ახლო აღმოსავლეთის შუა საუკუნებისა და თანადროვე პერიოდის ისტორია. 
  • გააცნოს ქრისტიანული ეკლესიის და ქართული ეკლესიის ისტორია. ქრონოლოგიური თანმიმდევრობით შეასწავლოს ის მნიშვნელოვან მოვლენები და პრობლემები რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ზოგადად ქრისტიანობის და ქართული ეკლესიის ჩამოყალიბება -განვითარების ისტორიში. 
  • აზრი ჩამოუყალიბოს  ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ახალ და უახლეს ისტორიაზე, ევროპისა და ამერიკის სახელმწიფოების როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაზე აღნიშნულ პერიოდში, საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებასა და მსოფლიო ომებზე.
  • შეასწავლოს საქართველოსა და რუსეთს შორის მრავალსაუკუნოვანი მრავალმხრივი ურთიერთობების ისტორია.  საქართველოს ურთიერთობაზე როგორც ჩრდილოეთ ისე სამხრეთ კავკასიის ხალხებთან.
  • შეასწავლოს სტუდენტებს არქეოლოგიის საფუძვლები.სასწავლო არქეოლოგიური პრაქტიკის მეშვეობით გააცნოს საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილი და შესწავლილი  მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლები.,
  • ზოგადი ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიის, ასევე საქართველოს ეთნოლოგიის მიზანია მიზანია  შეასწავლოს ზოგადთეორიული საკითხები დაქართული ეთნოკულტურა.
  • შეასწავლოს ბაკალავრებს სამუზეუმო და საარქივო საქმე.ლექციებთან ერთად მუზეუმებსა და არქივში მათი უშუალო პრაქტიკის მეშვეობით. 

ზოგადსაგანმანათლებლო დისციპლინების თვალსაზრისით პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტს:

  • დაეხმაროს გამოიმუშავოს სწავლის ზოგადი  უნარ-ჩვევები და სათანადო ინდივიდუალური სტრატეგიები  საკუთარი სასწავლო პროცესის სწრაფი დაგეგმვისა და ეფექტური მართვის მიზნით.
  • ხელი შეუწყოს  თანმიმდევრულად დაეუფლოს პრაქტიკულ ინგლისურ ენას B 2 + დონეზე.
  • წარმოდგენა შეუქმნას დარგობრივი ინგლისური ენის მრავალმხრივი ფუნქციონირების შესახებ და  შეასწავლოს დარგობრივი ტერმინოლოგია.
  • ხელი შეუწყოს პროფესიული პრეზენტაციის მომზადებაში ინგლისურ ენაზე, მომზადებული მასალის ნებისმიერი აუდიტორიისთვის წარმატებით წარდგენასათვის.
  • ხელი შეუწყოს აკადემიური წერის უნარ-ჩვევის დახვეწაში ინგლისურ და ქართულ ენებზე, რაც სტუდენტს  აზრის მწყობრად  და ლოგიკურად ჩამოყალიბების უნარს შესძენს.
  • გამოუმუშავოს სწრაფი კითხვის,  მოსმენისა და მოსმენილი მასალის ადექვატური აღქმის ეფექტური სტრატეგიები მრავალფეროვანი დარგობრივი ინგლისური ენის სხვადასხვა სირთულის  მასალაზე.
  • შეასწავლოს ბიზნესში, ეკონომიკაში, სოციალურ მეცნიერებებში, ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, პოლიტიკაში გამოყენებული მათემატიკური გამოთვლებისა და მონაცემთა დამუშავების საფუძვლები.
  • ცოდნა შესძინოს თანამედროვე ინფორმაციული და კომპიუტერული ტექნოლოგიების შესახებ ინტერნეტ რესურსების სხვადასხვა მიზნებით გამოყენების მიზნით.
  • შეასწავლოს  Mიცროსოფტ Oფფიცე-ის პროგრამები ჭორდ-ი და Pოწერ Pოინტ-ი  და ამ პროგრამების მეშვეობით ჩამოუყალიბოს დოკუმენტების და პრეზენტაციების შედგენის,   რედაქტირებისა და დაკაბადონების უნარ-ჩვევები.
  • გააცნოს სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების (პოლიტოლოგია, ფილოსოფია, სოციოლოგია, პედაგოგიკა, ეთიკა,ესთეტიკა, ეკონომიკა) საფუძვლები. ჩამოუყალიბოს თავისუფალი, კრიტიკული, ლოგიკური, შემოქმედებითი  აზროვნება, ჩამოუყალიბოს მაღალი ზნეობრივი ნორმებისა და პრინციპების ერთიანი სისტემა და ეთიკური ქცევის კოდექსი, გამოუმუშავოს ტოლერანტობა განსხვავებული აზრის მიმართ.
  • გამოუმუშავოს პატივისცემა სხვა ქვეყნების ღირებულებების, ტრადიციების, კულტურის, ადათ-წესების მიმართ, გაუღვიძოს საკუთარი ქვეყნისადმი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • ინტერესი  აღუძრას  სამეცნიერო  საქმიანობისა  და კონკრეტული სამეცნიერო სფეროს მიმართ, ხელი შეუწყოს  ზოგადად სამეცნიერო კვლევისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.
  • ცოდნა შესძინოს ხელოვნების სხვადასხვა დარგების განვითარებაზე უძველესი დროიდან დღემდე. წარმოდგენა შეუქმნას სხვადასხვა ქვეყნებისა  და ცივილიზაციების გამორჩეული კულტურული და შემოქმედებითი  მემკვიდრეობის შესახებ. 
  • წარმოდგენა შეუქმნას მსოფლიო ლიტერატურის შედევრებისა და  XX საუკუნის მსოფლიო ლიტერატურის უმნიშვლოვანესი მიმართულებებისა და  ტენდენციების შესახებ.გააცნოს სხვადასხვა ეპოქებში ხელოვნების სხვადასხვა დარგებისა და მიმართულებების მიღწევების.
  • გააცნოს თანამედროვე მუსიკის განვითარების ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპები, მათ შორის თანამედროვე ჯაზის ძირითადი მიმართულებები,  ცნობილი შემსრულებლების შემოქმდებითი მოღვაწეობა და ჩამოუყალიბოს მუსიკალური გემოვნება.
  • აზრი ჩამოუყალიბოს რელიგიის არსისა და მნიშვნელობის,   შესახებ კულტურათა დიალოგის კონტექსტში. 
  • გააცნოს  ბიზნესის ადმინისტრირების ძირითადი მიმართულებების - მენეჯმენტის, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითადი პრინციპები, ყურადრება გაუმახვილოს  ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობაზე და ასწავლოს მისი  დანერგვის გზები და საშუალებები  ბიზნესის წარმოების დროს.
  • შეასწავლოს პროექტების მენეჯმენტი, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ფირმების მართვისაგან, აჩვენოს გარკვეული  მიზნის მიღწევისა და პროექტის დასრულების გზები და საშუალებები, გააცნოს პროექტების წარმატებული მართვის პრინციპები.
  • ხელი შეუწყოს კომუნიკაციის პრობლემატიკის, საბაზისო ცნებებისა და დებულებების გაცნობიერებაში.
  • ცოდნა შესძინოს მსოფლიო ისტორიული პროცესის, ცივილიზაციათა დიალოგისა და ამ დიალოგის ფარგლებში კაცობრიობის ეტაპობრივი ისტორიულ-კულტურული განვითარების შესახებ და წარმოდგენა შეუქმნას საქართველოს, როგორც უძველესი ცივილიზაციის მქონე ქვეყნის წვლილზე მსოფლიოს ინტელექტუალური და კულტურული განვითარების ისტორიაში.  
  • გაარკვიოს თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ პროცესებში და გამოუმუშავოს არსებულ პრობლემებზე სწრაფი, ადექვატური  რეაგირების უნარი. 
  • გააცნოს ზოგადი და პირადი ჰიგიენის ელემენტები, სამედიცინო პრობლემატიკა, არაჯანსაღი ცხოვრების წესი და მისი შედეგები, დაეხმაროს საკუთარი ცხოვრების წესის შეფასებაში.

პროგრამაზე დაშვების წინა პირობა

საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის/ატესტატის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მფლობელს პირს, რომელიც ჩაირიცხება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე და ჩაბარებული აქვს გამოცდა ინგლისურ ენაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ისტორიის საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში.

დასაქმების სფერო

კურსდამთავრებულებს შეუძლიათ იმუშაონ საჯარო სამსახურებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, კერძო სტრუქტურებში. სხვადასხვა კულტურულ-სოციალურ დაწესებულებებში. აქედან გამომდინარე, ისტორიის ბაკალავრის პროგრამის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ: 

  • დამხმარე მასწავლებად სკოლებში და გახანგრძლივებული კლასების მასწავლებლებად. აგრეთვე აღმზრდელებად ბაგა-ბაღებში.
  • მათ შეეძლებათ დაიკავონ დამხმარე ფუნქცია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში და ცენტრებში.
  • ისინე შესძლებენ იუშაობა უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში არააკადებიურ თანამდებობებზე.
  • არქეოლოგიურ და ეთნოლოგიურ ექსპედიციებში.
  • სხვადასხვა ტიპის მუზეუმებში,  ისტორიულა და სხვა დანიშნულების არქივებში.
  • უმაღლეს სასწავლებლებთან არსებულ სამეცნიერო ბიბლიოთეკებში,საქალაქო და რაიონულ ბიბლიოთეკებში.
  • სახელმწიფო და კერძო გამომცემლობებში,  რედაქციებში.  სპეციალურ  სამეცნიერო და ენციკლოპედიების რედაქციებში დამხმარე პოზიციებზე.
  • დასაქმება შესაძლებელია ტურიზმის სფეროში კერძოდ:  სარეკლამო და საინფორმაციო ბროშურების, ბუკლეტებისა და ფლაერების შემდგენელებად და რედაქტორ-კორექტორებად ტურისტულ, სარეკლამო და საინფორმაციო სააგენტოებში.
  • უხო ენის მაღალდონეზე ცოდნა ისტორიასთან ერთად განაპირობებს მათ დასაქმებას ტურისტულ კომპანიებში ექსკურსია მძღოლებად და ექსკურსიის ორგანიზატორებად.
  • საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილებების თანამშრობლებად საბრენდო მაღაზიებსა, ბანკებსა და კომპანიებში
  • კორესპონდენტებად და კორესპონდენტების ასისტენტებად ტელეკომპანიებსა და ჟურნალ-გაზეთებში
  • კორესპონდენტებად და კორესპონდენტების ასისტენტებად ტელეკომპანიებსა და ჟურნალ-გაზეთებში
  • რადიოში  და ტელევიზაში როგორც დარგობრივი ისე საინფორმაციო გადაცემების რედაქციის თანამშრომლებად.
  • დარგობრივი ვებ-გვერდის ტექსტური ნაწილის შემდგენელ-რედაქტორ-კორექტორებად.
  • საბაკალავრო   პროგრამის კურსდამთავრებულს  უფლება  ექნება  სწავლა  გააგრძელოს სამაგისტრო პროგრამით  მსოფლიო ისტორიის, საქართველოს ისტორიის. არქეოლოგიის,  ეთნოლოგიის ისე  სხვა  მისთვის  საინტერესო  ჰუმანიტარული დარგის მიმართულებით. 
  • დამატებითი სათანადო ცოდნისა და უნარ-ჩვევების  ფლობის შემთხვევაში,  ისტორიის  პროგრამის    კურსდამთავრებულს  საშუალება   ეძლევა სწავლა  გააგრძელოს მაგისტრატურაში სოციალური-პოლიტიკური, ჟურნალისტიკის, ხელოვნებათმცოდ-ნიეობის და სხვა მიმართულებით. 

სწავლის შედეგები/კომპეტენციები (ზოგადი და დარგობრივი)

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს გამოუმუშავდება ქვემოთ ჩამოთვლილი ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციები:

ზოგადი კომპეტენციები 

  • ცოდნა და გაცნობიერება – სფეროს ფართო ცოდნა, რომელიც მოიცავს თეორიებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრებას. სფეროს კომპლექსური საკითხების გაცნობიერება;
  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი – სფეროსათვის დამახასიათებელი და ასევე ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენება პრობლემების გადასაჭრელად, კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტის განხორციელება წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად;
  • დასკვნის უნარი – სფეროსათვის დამახასიათებელი მონაცემების შეგროვება და განმარტება, ასევე განყენებული მონაცემებისა და/ან სიტუაციების ანალიზი სტანდარტული და ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენებით, დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება;
  • კომუნიკაციის უნარი – იდეების, არსებული პრობლემებისა და გადაჭრის გზების შესახებ დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადება და ინფორმაციის სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისათვის ზეპირად გადაცემა ქართულ და უცხოურ ენებზე, თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენება;
  • სწავლის უნარი – საკუთარი სწავლის პროცესის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასება, შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენა;
  • ღირებულებები – ღირებულებების ფორმირების პროცესში მონაწილეობა და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვა. 

დარგობრივი კომპეტენციები

ცოდნა და გაცნობიერება: 

  • წარსულის ზოგადი დიაქრონული ჩარჩოს ცოდნა; ნაციონალური ისტორიის ცოდნა;  მსოფლიო ისტორიის ცოდნა; თანამედროვე ისტორიული კვლევისა და მსჯელობის ხასიათის ცოდნა; ისტორიული ხედვების განსხვავებულობის გაცნობიერება სხვადასხვა პერიოდსა და კონტექსტში; ზოგად-საისტორიო მეთოდოლოგიის ცოდნა.
  • ისტორიული პროცესების გააზრება, ფაქტობრივი მასალის გაანალიზება, ისტორიული ეპოქების ძირითადი მახასიათებლების განსაზღვრა.
  • ისტორიის კვლევის სამეცნიერო მეთოდების, კერძოდ წარსულის    რეკონსტრუქციისათვის საჭირო სხვადასხვა მეთოდებისა და სპეციფიკის ცოდნა გაცნობიერება. ძირითად ცნებების და ტერმინების ცოდნა, რომლებითაც ოპერირებს თანამედროვე ისტორიული მეცნიერება მსოფლიოში.
  • ისტორიული წყაროების ტიპების ცოდნა და კვლევის პროცესში ისტორიული წყაროების მიზანმიმართული გამოყენება ქართული დამხმარე საისტორიო და წყაროთმცოდნეობითი დისციპლინების გაცნობიერება.
  • ძველი მსოფლიოს ისტორიის, ქრონოლოგიურ და გეოგრაფიულ ჩარჩოების, მის ძირითად პრობლემების, მათი შესწავლის მეთოდოლოგიური საფუძველის ცოდნა.  
  • ანტიკური ქვეყნების ისტორიის, ანტიკური ცივილიზაციის უმნიშვნელოვანეს კერების,  ანტიკური  აზროვნების სპეციფიკისა და მის ადგილის და მნიშვნელობის შესწავლა და გააზრება ზოგადსაკაცობრიო კულტურაში.
  • ადრე და გვიანი შუა საუკუნეების ევროპის  სახელმწიფოების ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესის სრულყოფილი  ცოდნა, რეფორმაციისა და კონტრრეფორმაციის ,  ჰუმანიზმისა და აღორძინების თავისებურებების გააზრება.
  • ბიზანტიის ისტორიისა და  საქართველოსთან მისი პოლიტიკური, ეკონომიკური დაკულტურული ურთიერთობების ცოდნა და კრიტიკული გააზრება.
  • შუა საუკუნეების ახლო აღმოსავლეთის ისტორის ცოდნა და ისლამის როლის გააზრება.   სასანიანთა ირანის, არაბთა სახალიფს დიდ სელჩუკთა სახელმწიფოს ,  მონღოლთა, პოლიტიკური როლის ანალიზი წინა აზია პოლიტიკურ ცხოვრებაში.
  • საქართველოს, როგორც უძველესი ცივილიზაციის მქონე ქვეყნის ისტორიის ცოდნა უძველესი დროიდან XXI საუკუნემდე და მისი კრიტიკული გააზრება მსოფლიოს ინტელექტუალური და კულტურული განვითარების ისტორიის კონტექსტში.
  • ზოგადად  ქრისტიანობისა დაქართული ეკლესიის ისტორის ცოდნა.ეკლესიის ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენებიის, მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიის თავისებურებებისა და  საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მისი გავლენის გაცნობიერება. საქართველოს ეკლესიის ისტორიის გააზრება  მსოფლიო ეკლესიების და კულტურულ-პოლიტიკური ისტორიის ჩარჩოში.  
  • ევროპის სახელმწიფოებისა  და ამერიკის ახალი დაუახლესი ისტორიის ცოდნა ევროპისა და ამერიკის სახელმწიფოების როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების კრიტიკული გაანალიზება.
  • საქართველოსა და რუსეთს შორის მრავალსაუკუნოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების ისტორიის ცოდნა. ამ ურთიერთობებიბის დადებითი და უარყოფითი შედეგების კრიტიკული გააზრება.
  • არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის  საფუძვლების ცოდნა. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლებისა და ეთნოკულტურის მსოფლიო ისტორიული მნიშვნელობის გაცნობიერება.
  • კავკასიის ხალხთა ისტორიის ცოდნა და საქართველოს ადგილისა და როლის გაცნობიერება კავკასიის ხალხთა მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებში.
  • სამუზეუმო და საარქივო საქმის ცოდნა და შესაბამისი პრაქტიკის გავლის შედეგად აუდიტორიაში მიღებული ცოდნის განმტკიცება.
  • საბაკალავრო ნაშრომის წერის კულტურა, რაც გაუღვიძებს მას კვლევითი მუშობის ინტერესს და სწავლის შემდგომ საფეხურძე გაგრძელების სურვილს.
  • პრაქტიკული ინგლისური ენის  ცოდნა ენობრივი მომზადების სხვადასხვა დონეებზე: B1, B2
  • დარგობრივი ინგლისური ტერმინოლოგიის ცოდნა.ისტორიის მიმართულებით პრეზენტაციების მომზადება დაწარმოდგენა ინგლისურ ენაზე.
  • აკადემიური წერის უნარ-ჩვევების შეძენა და განვითარება როგორც ინგლისურ ისე ქართულ ენებზე.
  • რიცხვებისა, გამოთვლებისა და მონაცემთა დამუშავების ცოდნა. თანამედროვე ჰუმანიტარულ, სოციალურ და ეკონომიკურ მეცნიერებაში მათი გამოყენების აუცილებლობის გაცნობიერება.
  • თანამედროვე ინფორმაციული და კომპიუტერული ტექნოლოგიების ცოდნა.ინტერნეტ რესურსების გამოყენებით, პროფესიული დონის ამაღლების უნარ-ჩვევის შეძენა.
  • Mიცროსოფტ Oფფიცე-ის პროგრამების ცოდნა  დარგობრივი პრეზენტაციებისა და რედაქტირების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
  • ფილოსოფიური ცნებების ცოდნა.ფილოსოფიური აზროვნებისთვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევების შეძენა.კრიტიკული  და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბება.სოციალური კვლევის შედეგების პროფესიული დანიშნულებით გამოყენების გაცნობიერება.
  • პოლიტიკისა და პოლიტიკური ცხოვრების კანონზომიერების შესახებ  ცოდნა.თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური ფროცესების გააზრება.არსებული პრობლემებზე ადექვატური რეაგირების უნარის ჩამოყალიბება.
  • ძირითადი ეთიკური და ბიოეთიკური ცნებების და კონცეპციების ცოდნა. ეთიკური  კატეგორიებისა და ზნეობრივი ღირებულებების  კრიტიკული გააზრება. განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების  უნარის ჩამოყალიბება. სიცოცხლის ბუნებრივ მსვლელობაში ადამიანის ხელოვნური ჩარევის შედეგად წარმოშობილი მორალური პრობლემების გაცნობიერება.
  • ეკოეთიკის, როგორც ადამიანის ბუნებასთან და გარემოს ეკოლოგიურ კრიზისთან დაკავშირებული პრობლემების ცოდნა. ეკოეთიკის, როგორც მეცნიერების ადგილის გაცნობიერება ეკოლოგიურ მეცნიერებებში. გარემოს დაცვის კონცეფციის ფილოსოფიური წანამძღვრების გააზრება.
  • ესთეტიკის ძირითადი ცნებების და კატეგორიების ცოდნა. ხელოვნების არსის, მისი შემეცნების გზებისა და მეთოდების, ხელოვნების ფუნქციების, ესთეტიკური შეფასების ფორმების გაცნობიერება.
  • რელიგიის ისტორიის ფილოსოფიის კუთხით გააზრება.  რელიგიური პოსტულატების, თავისებურებებისა და მათი მსგავსება-განსხვავებების ცოდნა. ცალკეული რელიგიური მიმართულებების მემკვიდრეობის გააზრება მსოფლიოს სულიერი განვითარების პროცესში.
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამედროვე ტექნოლოგიების საფუძვლების ცოდნა.
  • პედაგოგიკის საფუძვლებისა და ცნებების, მეთოდებისა და ტექნოლოგიების ცოდნა. დარგთან/სფეროსთან დაკავშირებული სიტუაციის ანალიზისა და მიმდინარე პროცესების კანონზომიერებების დადგენის მეთოდების ცოდნა
  • ეკოლოგიის საფუძვლების ცოდნა.გარემოსთან ცოცხალი ორგანიზმების შეგუების ძირითადი გზების გაცნობიერება.
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის გააზრება.საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფუძვლებისა და არაჯანსაღი ცხოვრების წესისა და მისი შედეგების გაცნობიერება.
  • მენეჯმენტის საფუძვლებისა და ძირითადი ფუნქციების ცოდნა.თანამედროვე მენეჯმენტის ძირითადი საკითხების სტრატეგიული მენეჯმენტის,ადამიანური რესურსების მართვის გაანალიზება.
  • მარკეტინგის ძირითადი პრინციპების ცოდნა. ბიზნესის წარმოების დროს, მარკეტინგული სტრატეგიისა და მათი გამოყენების მეთოდების გაცნობიერება.
  • ინოვაციური და კრეატიული მენეჯმენტის თანამედროვე მიდგომების გაზრება.მენეჯერთათვის აუცილებელი კრეატიული აზროვნების სტილისა და გუნდში მუშაობის უნარ-ჩვევების გაცნობიერება.
  • კომუნიკაციის ძირითადი ნიშნებისა და ინდიკატორების ცოდნა.ინფორმაციული საზოგადოების კულტურაში არსებული ადამიანის ყოფიერების თავისებურებების გაცნობიერება.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი: 

  • ძველი მსოფლიოს, ანტიკური ხანის, შუა საუკუნეების, ახალი და უახლესი ისტორიის სფეროში კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტების განხორციელების უნარი.
  • ანალიზის, სინთეზის, დედუქციისა და ინდუქციის მეთოდების გამოყენებით ისტორიული პროცესების ახსნის უნარი.
  • არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალების აღწერისა და სათანადო დამუშავების უნარი. მოპოვებული მასალის საფუძველზე ნაშრომის დაწერის უნარი.
  • სამეცნიერო ლიტერატურის კრიტიკულად აღქმისა და საკუთარი დასკვნის    გამოტანის   უნარი
  • შესაბამისი ლიტერატურიდან პროფესიული ინ¬ფო¬რ¬მაციის მოძიებისა და კრიტიკული შეფასე¬ბის უნარი.
  • ისტორიულ წყაროებში ასხული მოვლენებისა და ფაქტების კრიტიკული ანალიზისა და ინტერპრეტაციის უნარი.
  • სამეცნიერო ისტორიული ლიტერატურის ინგლისურ ენაზე წაკითხვისა და გაგების უნარი, ტექსტიდან მიღებული შინაარსობრივი თუ ემოციური ინფორმაციის გააზრებისა და ავტორისეული სათქმელის აღქმის უნარი.
  • სწავლის შემდგომ საფეხურზე დამოუკიდებლად გაგრძელებისა და წარმართვის უნარი,
  • პიროვნების სხვადასხვაგვარი ქცევის გაგების, კლასიფიცირებისა და ინტერპრეტაცის უნარი.
  • მათემატიკური მოდელირების, როგორც პრობლემების ანალიზის ერთერთი საშუალების ჰუმანიტარულ მეცნიერებებში გამოყენების უნარი.
  • Mიცროსოფტ Oფფიცე-ის პროგრამების ჭორდ-ისა და Pოწერ Pოინტ-ის გამოყენებით  დოკუმენტების,  პრეზენტაციების  ტექსტური ნაწილის შედგენა- რედაქტირება- დაკაბადონების უნარ-ჩვევები.
  • მუსიკალური ნაწარმოების მოსმენის, შეფასებისა და მასზე თამამად, თავისუფლად მსჯელობის უნარი.
  • არაჯანსაღი ცხოვრების თავის არიდებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების უნარი.
  • პედაგიურ პრაქტიკაში ჩართვის უნარი. ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის უნარი საინტერესო გაკვეთილების ჩატარების მიზნით.  სწავლების ეფექტური მეთოდების კომბინირების უნარი.
  • კინოს სფეროში კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტის განხორციელების უნარი.
  • ინფორმაციის მოძიების საშუალებების ფლობა; ბიბლიოგრაფიული, საარქივო ინვენტარის მოხმარება, ელექტრონული რეფერენციები; სხვადასხვა დროისა და ტრადიციის ტექსტების აღქმისა და გაანალიზების უნარი;

დასკვნის უნარი:

  • დღევანდელ მდგომარეობასა და წარსულს შორის კავშირის კრიტიკული აღქმა;
  • ტექსტებისა და დოკუმენტების შეჯამების უნარი;
  • სწავლის პროცესში საჭირო მასალის მოპოვების, მათი ინტერპრეტაციის და განმარტების უნარი.
  • მრავალმხრივი მასალის თანმიმდევრული ორგანიზების უნარი დასკვნის გამოტანის მიზნით.
  • დამოუკიდებელი, ლოგიკური, კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნებისა და  საკუთარი თავის მოტივირების უნარი.თავისუფალი, კრიტიკული, ლოგიკური, შემოქმედებითი  აზროვნებისა და საკუთარი თავისა და სამყაროს სრულყოფილი წვდომის უნარი.
  • პოზიციის დამადასტურებელი, ან საწინააღმდეგო მაგალითების აღმოჩენა და შესაფერისი ძლიერი და სუსტი მოსაზრებების განცალკევების უნარი; 

კომუნიკაციის უნარი:

  • საჯარო გამოსვლისა და პროფესიული პრეზენტაციისთვის საჭირო ინფორმაციის ლოგიკურად დალაგების უნარი. აუდიტორიის ფაქტორისა და ინტერესების გათვალისწინებით ვერბალური და არავერბალური კომუნუკაციის მრავალფეროვანი ფორმების სწორად გამოყენების უნარი.
  • ნაცნობ და უცნობ სამეტყველო სიტუაციებში ზეპირი და წერილობითი მეტყველების სხვადასხვა ფორმების მეშვეობით პროფესიულ-დარგობრივი და არაპროფესიული ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის, მრავალფეროვანი პროფესიულ-დარგობრივი და არაპროფესიული თემების განხილვის, წარდგენისა და მათზე თავისუფლად მსჯელობის უნარი.
  • ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარი.ინგლისური ენის B +2 დონეზე კრიტიკული აზრის გამოთქმის და დისკუსიაში ჩართვის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე წერის  უნარი.
  • ქართულ ენაზე კომუნიკაცია სათანადო ტექნიკისა და ტერმინოლოგიის გამოყენებით; დისციპლინის კანონების მიხედვით კვლევის შედეგების ზეპირი ფორმით გადმოცემის უნარი;
  • კვლევის შედეგების წერილობითი ფორმით გადმოცემის უნარი, სამეცნიერო დისკუსიის წარმოების უნარი.
  • ინფორმაციის კონცეპტუალური სახით ჩამოყალიბებისა და გადაცემის  უნარი;  საინფორმაციო ტექნოლოგიების, როგორც საკომუნიკაციო და სასწავლო ინსტრუმენტების გამოყენების უნარი.
  • კულტურათა დიალოგში მონაწილეობის და დებატების უნარი;
  • რეფერატის მომზადებისა და ზეპირი პრეზენტაციის უნარი.პრეზენტაციის დროს ტექნიკური საშუალებების გამოყენების უნარი     

სწავლის უნარი:

  • სამუშაო დროის სწორად და რაციონალურად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ტექსტებისა და დოკუმენტების კითხვისა და ციტირების უნარი;
  • მრავალმხრივი მასალის თანმიმდევრული ორგანიზების უნარი;
  • საკუთარი სწავლის პროცესის შეფასების უნარი. 
  • სწავლის შემდგომ საფეხურზე დამოუკიდებლად გაგრძელებისა და წარმართვის უნარი,
  • შემოქმედებითი, თვითკრიტიკული და დამოუკი¬დებელი აზროვნების უნარი, საკუთარი თავის მოტივირების უნარი.  

ღირებულებები:

  • განსხვავებული აზრის პატივისცემა;
  • განსხვავებული კულტურების პატივისცემა;
  • საკუთარი და სხვათა კულტურული მემკვიდრეობის ცოდნა და პატივისცემა;
  • ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გათავისება;
  • აკადემიური ეთიკის ნორმების დაცვა.
  • არგუმენტების მოყვანის უნარი, კონკრეტულ საკითხზე მსჯელობისას სხვისი აზრის კრიტიკული შეფასება  შეურაცხყოფისა  მიყენების გარეშე. 

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები

1. ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი.

2. დისკუსია/დებატები – დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს სტუდენტთა ჩართულობის ხარისხსა და აქტივობას. დისკუსია შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში. ეს პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ პროფესორის მიერ დასმული შეკითხვებით. ეს მეთოდი უვითარებს სტუდენტს კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს.

3. ჯგუფური მუშაობა - ამ მეთოდით სწავლება გულისხმობს სტუდენტთა ჯგუფებად დაყოფას და მათთვის სასწავლო დავალების მიცემას. ჯგუფის წევრები ინდივიდუალურად ამუშავებენ საკითხს და პარალელურად უზიარებენ მას ჯგუფის დანარჩენ წევრებს. დასახული ამოცანიდან გამომდინარე შესაძლებელია ჯგუფის მუშაობის პროცესში წევრებს შორის  მოხდეს ფუნქციების გადანაწილება. ეს სტრატეგია უზრუნველყოფს ყველა სტუდენტის მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში.

4. წიგნზე მუშაობის მეთოდი.

5. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL) - სასწავლო მეთოდი, რომელიც ახალი ცოდნის მიღების და ინტეგრაციის პროცესის საწყის ეტაპად იყენებს პრობლემას.

6.ევრისტიკული მეთოდი – ეფუძნება სტუდენტების წინაშე დასმული ამოცანის ეტაპობრივ გადაწყვეტას. ეს ამოცანა სწავლების პროცესში ფაქტების დამოუკიდებლად დაფიქსირებისა და მათ შორის კავშირების დანახვის გზით ხორციელდება.

7. შემთხვევის ანალიზი (ჩასე სტუდყ) - პროფესორი სტუდენტებთან ერთად ლექციაზე განიხილავს კონკრეტულ შემთხვევებს, რომლებიც ყოველმხრივ და საფუძვლიანად შეისწავლიან საკითხს. მაგალითად, კაზუსის ამოხსნა.

8. გონებრივი იერიში (Bრაინ სტორმინგ) - ეს მეთოდი გულისხმობს კონკრეტული თემის ფარგლებში კონკრეტული საკითხის/პრობლემის შესახებ მაქსიმალურად მეტი, სასურველია რადიკალურად განსხვავებული, აზრის, იდეის ჩამოყალიბებასა და მისი გამოთქმის ხელშეწყობას. აღნიშნული მეთოდი ხელს უწყობს პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომის განვითარებას. ეს მეთოდი ეფექტურია სტუდენტთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის არსებობის პირობებში და შედგება რამდენიმე ძირითადი ეტაპისგან:

  • პრობლემის/საკითხის შემოქმედებითი კუთხით განსაზღვრა;
  • დროის გარკვეულ მონაკვეთში აუდიტორიისგან საკითხის ირგვლივ არსებული იდეების კრიტიკის გარეშე ჩანიშვნა (ძირითადად, დაფაზე);
  • გამორიცხვის გზით იმ იდეების გამორჩევა, რომლებიც ყველაზე მეტ შესაბამისობას ავლენს დასმულ საკითხთან;
  • კვლევის მიზანთან იდეის შესაბამისობის დასადგენად შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა;
  • შერჩეული იდეების შეფასება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით;
  • უმაღლესი შეფასების მქონე იდეის, როგორც დასახული პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალების გამოვლენა 

9. დემონსტრირების მეთოდი – ეს მეთოდი ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას გულისხმობს. შედეგის მიღწევის თვალსაზრისით ის საკმაოდ ეფექტურია. ხშირ შემთხვევაში უმჯობესია, მასალა ერთდროულად აუდიო და ვიზუალური გზით მიეწოდოს სტუდენტებს. შესასწავლი მასალის დემონსტრირება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მასწავლებლის, ისე სტუდენტის მიერ. ეს მეთოდი გვეხმარება თვალსაჩინო გავხადოთ სასწავლო მასალის აღქმის სხვადასხვა საფეხური, დავაკონკრეტოთ, თუ რისი შესრულება მოუწევთ სტუდენტებს დამოუკიდებლად; ამავე დროს, ეს სტრატეგია ვიზუალურად წარმოაჩენს საკითხის/პრობლემის არსს.

10. ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი.

  • სწავლების ინდუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის ისეთ ფორმას, როდესაც სწავლის პროცესში აზრის მსვლელობა კერძოდან ზოგადისაკენ, ფაქტებიდან განზოგადებისაკენ არის მიმართული, ანუ მასალის გადმოცემისას, პროცესი მიმდინარეობს კონკრეტულიდან ზოგადისაკენ.
  • სწავლების დედუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის გადაცემის ისეთ ფორმას, რომელიც ზოგად ცოდნაზე დაყრდნობით ახალი ცოდნის აღმოჩენის ლოგიკურ პროცესს წარმოადგენს, ანუ პროცესი მიმდინარეობს ზოგადიდან კონკრეტულისაკენ.
  • სასწავლო პროცესში ანალიზის მეთოდი გვეხმარება სასწავლო მასალის, როგორც ერთი მთლიანის, შემადგენელ ნაწილებად დაშლაში, ამით მარტივდება რთული პრობლების შიგნით არსებული ცალკეული საკითხების დეტალური გაშუქება.
  • სინთეზის მეთოდი გულისხმობს შებრუნებულ პროცედურას, ანუ ცალკეული საკითხების დაჯგუფებით ერთი მთლიანის შედგენას. ეს მეთოდი ხელს უწყობს პრობლების, როგორც მთელის დანახვის უნარის განვითარებას.

11. ახსნა-განმარტებითი მეთოდი – ეფუძნება მსჯელობას მოცემული საკითხის ირგვლივ. პროფესორს მასალის გადმოცემისას, მოჰყავს კონკრეტული მაგალითი, რომლის დაწვრილებით განხილვაც ხდება მოცემული თემის ფარგლებში.

12. წერითი მუშაობის მეთოდი, რომელიც გულისხმობს შემდეგი სახის აქტივობებს: ამონაწერებისა და ჩანაწერების გაკეთება, მასალის დაკონსპექტება, თეზისების შედგენა, რეფერატის, ან ესეს შესრულება და ა.შ.

13. ჰერმენევტიკული მეთოდი

14. დიალექტიკური მეთოდი

15. ფენომენოლოგიური მეთოდი

შეფასების სისტემა

სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო კურსში კრედიტების მიღება/დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული  სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში;

სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასება 100 ქულაა, რომელიც უტოლდება საბოლოო შეფასების 100 პროცენტს.

სტუდენტთა შეფასება განისაზღვრება შემდეგი შეფასების სისტემის  მიხედვით:

დადებითი შეფასებები:

(A)          ფრიადი _ მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი:

(B)          ძალიან კარგი _ მაქსიმალური შეფასების 81-90%:

(ჩ)          კარგი _ მაქსიმალური შეფასების 71-80%:

(D)          დამაკმაყოფილებელი _ მაქსიმალური შეფასების 61-70%:

(E)          საკმარისი _ მაქსიმალური შეფასების 51-60%:

უარყოფითი შეფასებები:

(FX)  ვერ ჩააბარა _ მაქსიმალური შეფასების 41- 50%;

(F)     ჩაიჭრა _ მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები;

(FX) ვერ ჩააბარა _ უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტს უფლება აქვს დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე;

 (F)  ჩაიჭრა _ უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტ ვალდებულია ახლიდან გაიაროს სასწავლო კურსი;

სტუდენტს შეუძლია მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში ერთი და იგივე სასაწავლო კურსი აიღოს მხოლოდ ორჯერ, მათ შორის, მიღებული დადებითი შეფასების გაუმჯობესების მიზნითაც;

სასწავლო კურსში სტუდენტის შეფასება წარმოებს მთელი სასწავლო სემესტრის განმავლობაში. შესაბამისად, სტუდენტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს;

დასკვნითი გამოცდის შეფასების ქულაა 40, დანარჩენი 60 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასებების მიხედვით;

შუალედურ შეფასებაში სავალდებულოა ორი შუალედური გამოცდის გათვალისწინება, რომელთა შეფასებათა ჯამი 40 ქულის ტოლია (თითოეული 20-20 ქულა); 

შუალედური შეფასების 20 ქულის განაწილება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს  რამოდენიმე ტესტირებას, სემინარებზე, პრაქტიკულ მეცადინოებებზე აქტივობას, წარმოებს სასწავლო კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე და დეტალურად გაიწერება სილაბუსში კურსის წამყვანი პროფესორის მიერ; 

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური ქულის გათვალისწინებით უგროვდება 51 ქულა; 

სტუდენტი დამატებით დასკვნით გამოცდაზე გადის იმავე სემესტრში. დასკვნით და შესაბამის დამატებით დასკვნით გამოცდებს შორის შუალედი არ შეიძლება იყოს 10 დღეზე ნაკლები; 

სტუდენტის საბოლოო რეიტინგის დასადგენად და მათ წასახალისებლად სასწავლო პროცესის დასრულებისას გამოითვლება კუმულატიური ქულა (კუმულატიური ქულის გამოთვლა ხორციელდება ყოველი სემესტრის ბოლოსაც).

კუმულატიური ქულის გამოთვლა შემდეგნაირად განხორციელდეს: ყოველ სასწავლო კურსში სტუდენტის მიერ მიღებული ქულის რაოდენობრივი მაჩვენებელი გამრავლდეს ამ სასწავლო კურსისათვის განკუთვნილი კრედიტის რაოდენობაზე და შემდეგ ამ რიცხვების საერთო ჯამი გაიყოს სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობაზე.

პროგრამის განსახორციელებლად მისაღწევი რესურსები

მატერიალური რესურსი:

  • კანონმდებლობით გათვალისწინებული ფართი (სასწავლო და დამხმარე);
  • სათანადო ინვენტარით აღჭურვილი აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზები, აკადემიური პერსონალის სამუშაო ოთახები, ადმინისტრაციის მუშაობისათვის განკუთვნილი ფართი;
  • ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემა;
  • სველი წერტილები;
  • ბუნებრივი განათება;
  • გათბობის საშუალებები;
  • ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი;
  • ევაკუაციის გეგმა;
  • სამედიცინო დახმარების მექანიზმები (სამედიცინო კაბინეტი);
  • წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმები (უნივერსიტეტის დაცვა);
  • კომპიუტერთა სათანადო რაოდენობა და ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სახელმძღვანელოებითა და თანამედროვე საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბიბლიოთეკა;

ადამიანური რესურსი:

  • აკადემიური პერსონალი შერჩეული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მათი კვალიფიკაციის გათვალისწინებით.
  • მკვლევარებად და მასწავლებლებად უნივერსიტეტში მოწვეულნი არიან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პრაქტიკოსი მუშაკები და სამეცნიერო ხარისხის მქონე პირები.

დანართი 1: პროგრამის სასწავლო გეგმა და შედეგების რუქა.

დანართი 2: CV -  ნანული გვიანიშვილი

ისტორიის საბაკალავრო კურსების ჩამონათვალი და სილაბუსები