• დეკანის მისალმება ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა

GAU-ს კურსდამთავრებულები

თიბისი ბანკი

მესამე კურსიდან გავდიოდი სტაჟირებას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, პარალელურად გავდიოდი სტაჟირებას ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის იურიდიულ კლინიკაში. 2013 წელს მომიწია შერჩევის რამოდენიმე ეტაპის გავლა თიბისი ბანკში, რის შემდეგაც...

პროფესორები და ლექტორები

ქეთევან საგინაშვილმა 1991 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური შემოქმედებისა და პატენტმცოდნეობის ინსტიტუტი პატენტმცოდნეობის სპეციალობით, 1995 წელს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდენეობის სპეციალობით...

დეკანის მისალმება

 
მაქვს პატივი მოგესალმოთ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის სახელით!
 
ბოლო წლებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით უსწრაფესი ტემპით განვითარდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებები. ეს სფერო საქართველოშიც პრიორიტეტულია როგორც ბიზნესის სექტორში, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებში. 
 
ჩვენ მუდმივად ვაანალიზებთ ბაზრის ტენდენციებს, რომ ჩვენმა სტუდენტებმა მიიღონ თანამედროვე და აქტუალური ცოდნა, იყვნენ კონკურენტუნარიანები. GAU-ში მაღალკვალიფიციური კადრების მოსამზადებლად ყველა პირობაა შექმნილი. სტუდენტი თეორიულ განათლებასთან ერთად იღებს პრაქტიკულ გამოცდილებას, პროფესიული ინგლისურის სრულყოფილ ცოდნას. ამას ემსახურება პროფესიონალ და პრაქტიკოს ლექტორთა გუნდი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორიები, მდიდარი ელექტრონული ბიბლიოთეკა და სხვა. ამასთანავე სტუდენტებს ვთავაზობთ არჩევით საგნებს, რომ დამატებითი ცოდნის მიღების საშუალება მათთვის საინტერესო მიმართულებებში ჰქონდეთ.
 
შედეგად საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მზარდ ბაზარზე ჩვენი კურსდამთავრებულები ადვილად საქმდებიან მათთვის სასურველ, პრესტიჟულ და მაღალანზღაურებად სამუშაო ადგილებზე.
 
ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ თანამედროვე გამოწვევებს, შემოგთავაზოთ ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული ცოდნა, ხელი შეგიწყოთ მუდმივი განვითარებისთვის საჭირო უნა-ჩვევების გამომუშავებაში. თქვენგან კი სწავლას, მაქსიმალურ ჩართულობას და საკუთარი პოტენციალის გამოვლენას ველით.

კონსტანტინე კულიჯანოვი, გაუ-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანი

 

გისურვებთ წარმატებას!

კონსტანტინე კულიჯანოვი
ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანი