• პარტნიორები ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა

GAU-ს კურსდამთავრებულები

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა

ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, როდესაც ჩემი სტუდენტური წლები GAU-ს დავუკავშირე. GAU-ში მიღებული, ცოდნა არის მომავალში კარიერული წინსვლის გარანტი. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) სწორედ ის ადგილია სადაც ყველა პირობაა, შენი პროფესიული...

პროფესორები და ლექტორები

არჩილ იაკობაშვილი სწავლობდა ლივერპულისა (ინგლისი) და კონსტანცის (გერმანია) უნივერსიტეტებში შემდეგი მიმართულებებით: საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები; ფინანსები; სამართალმცოდნეობა. 2011 წელს მას მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი...

პროგრამა GAU+აშშ

GAU აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ახალ, უნიკალურ პროგრამას გთავაზობს.

გახდი GAU-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ან ბიზნესის სკოლის სტუდენტი, დაამთავრე ბაკალავრიატი წარჩინებით და GAU-ს რეკომენდაციის საფუძველზე მოგეცემა შესაძლებლობა უფასოდ გაიარო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები აშშ-ს შემდეგ წამყვან უნივერსიტეტებში:

GAU ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოში, სადაც ასეთი პროგრამა არსებობს, ამის მიზეზია GAU-ს სასწავლო პროგრამებისა და ჩამოთვლილი უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამების კურსებისა და კრედიტების თანხვედრა და GAU-ს კონტაქტები აღნიშნულ უნივერსიტეტებთან, რაც ნიშნავს, რომ GAU-ს რეკომენდაციას ცნობენ და აღიარებენ ამ უნივერსიტეტებში.

პროგრამის ფარგლებში GAU უზრუნველყოფს სტუდენტების მომზადებას GRE-ისა და TOEFL-ის  გამოცდებისათვის, რაც აუცილებელია ჩამოთვლილ უნივერსიტეტებში ჩარიცხვისათვის.  

პროგრამაში მონაწილე სტუდენტთა რაოდენობა შეზღუდული არ არის, ყველა წარჩინებულ სტუდენტს მიეცემა შანსი სწავლა გააგრძელოს ჩამოთვლილი უნივერსიტეტებიდან ერთერთში.