• სასწავლო პროგრამები ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა

GAU-ს კურსდამთავრებულები

სამედიცინო კორპორაცია ევექსი

მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი როდესაც GAU-მ მაღალი აკადემიური მოსწრებიდან გამომდინარე სტაჟირებაზე გამიშვა „სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგში“, სადაც სტაჟირების წარმატებულად დამთავრების შემდეგ გავაგრძელე მუშაობა გაყიდვების დეპარტამენტში...

პროფესორები და ლექტორები

ქეთევან საგინაშვილმა 1991 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური შემოქმედებისა და პატენტმცოდნეობის ინსტიტუტი პატენტმცოდნეობის სპეციალობით, 1995 წელს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდენეობის სპეციალობით...

სასწავლო პროგრამები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ინჟინერიის სფეროებში ადგილობრივი კადრების აღზრდა და დასაქმება დღეს სახელმწიფო პრიორიტეტია, რასაც ამ მიმართულებით გაზრდილი სასწავლო გრანტებიც მოწმობს.

GAU-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის საბაკალავრო პროგრამა შედგენილია უახლესი სტანდარტების გათვალისწინებითა და ტექნოლოგიური პროგრესის ფეხდაფეხ ისეთ სწრაფადგანვითარებად დარგებში როგორიც არის ინფორმატიკა, მშენებლობა და პროექტირება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებითგარემოს ინჟინერია და უსაფრთხოება და ზღვის გეოლოგია. GAU-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ბაკალავრი იქნება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე კონკურენტული მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და ამავე დროს დარგობრივი ინგლისურის აქტიური ცოდნით იქნება აღჭურვილი.

პასუხობს რა დროის მოთხოვნას, GAU-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლა აბიტურიენტებს თანამედროვე საბაკალავრო პროგრამას სთავაზობს, რომელიც შემდეგ დარგებს მოიცავს:

ინფორმატიკა, გეოლოგია, ეკოლოგია, მშენებლობა, პროექტირება