• რეგისტრაცია ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა

GAU-ს კურსდამთავრებულები

ფინანსური ანალიტიკოსი

GAU-ს განათლების სისტემა მორგებულია საერთაშორისო სტანდარტებს, გრაფიკი კი ხელს უწყობს სტუდენტებს სწავლის პერიოდშივე დასაქმდნენ. GAU თითოეულ სტუდენტს აძლევს საშუალებას მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობი და უმზადებს მყარ საფუძველს...

პროფესორები და ლექტორები

გიორგი გორაძე არის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი და პარალელურად ხელმძღვანელობს მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე განთავისუფლების აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივ საბჭოს.

რეგისტრაცია

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გაუ-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამაზე ჩასაბარებლად მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა გადალახოს ორი ბარიერი:

  • ერთიანი სამაგისტრო გამოცდა
  • გასაუბრება ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში

გაუ–ს მიერ განსაზღვრულ გასაუბრებაში მონაწილეობას მიიღებს მაგისტრანტობის ის კანდიდატი, ვინც წარმატებით ჩააბარებს საერთო სამაგისტრო გამოცდას.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ინფორმაციული ტექნოლოგიებისსამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთები მიიღება 2017 წლის სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანატში (მეორე სართული, ოთახი #222, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, მისამართი: მერაბ ალექსიძის10 ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00-დან 18:00 საათის ჩათვლით.

გაუ-ში ჩასაბარებელი საბუთების ჩამონათვალი:

  • განცხადება პრეზიდენტის სახელზე სამაგისტრო პროგრამის მითითებით (შაბლონი);
  • 2 ფოტოსურათი, 3x4 (ელექტრონული ვერსია CD-ზე);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი და ასლი;
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2015 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (ვაჟებისათვის);
  • მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული შეფასებები (ამონაბეჭდი გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან - www.naec.ge);
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • თი-ბი-სი ბანკის რომელიმე ფილიალში GAU-ს ანგარიშზე 50 ლარის ჩარიცხვის ქვითარი;
  • GAU-ს რეკვიზიტები

ზემოთ ჩამოთვლილი საბუთების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტის განცხადება არ მიიღება. შემოწმების შემდეგ საბუთების დედნები უბრუნდება წარმომდგენს.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვისათვის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახული აქვს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

გასაუბრება და ტესტირება ჩატარდება 15-16 სექტემბერს,14:00 საათზე.

 

 

ინფორმაცია გაუ–ს მიერ განსაზღვრული გამოცდების, მისაღებ სტუდენტთა რაოდენობისა და ჩასაბარებელი საბუთების შესახებ გამოქვეყნდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდგომ.

  • სრული განაკვეთი: 2 წელი