• სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად 2017! სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად 2017!

GAU-ს კურსდამთავრებულები

თბილისის საქალაქო სასამართლო

"რომ არა ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტი და იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება, რომელიც GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის იურიდიულმა კლინიკამ მომცა, ალბათ გამიჭირდებოდა წარმატების მიღწევა კონკურენტულ გარემოში..."

პროფესორები და ლექტორები

ლევან ბოძაშვილს წლების მანძილზე ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები, როგორც საქართველოს საჯარო სექტორში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში - ეუთო, გაერო, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო...

სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად 2017!

რა არის სოციალური საწარმო?

სოციალური საწარმო ბიზნეს პრინციპებით მოქმედი საწარმოა, რომელსაც აქვს სოციალური მისია. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც იყენებს ბიზნესის ინოვაციურ მიდგომებს საზოგადოებრივი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა, ჩვეულებრივი ბიზნესისგან განსხვავებით, მოგებას ისევ სოციალური მიზნებისთვის იყენებს.

სოციალური მეწარმეობის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ  საინფორმაციო პორტალს www.segeorgia.org. გვეწვიეთ ფეისბუქზე - „სოციალურ საწარმოთა ალიანსი“.

ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ამ მხრივ, 2012 წლიდან, საქართველოში ყოველწლიურად იმართება კონკურსი „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად“.

 

ტურები

 

კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და სტუდენტების აქტიური ჩართვა სოციალური მეწარმეობის განვითარების პროცესში.

რატომ არის კონკურსი სტუდენტებისათვის საინტერესო?

კონკურსი სტუდენტებს თავიანთი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას აძლევს და მათი ინტერესების სფეროს გაფართოებას უწყობს ხელს. კონკურსის მიმდინარეობისას სტუდენტები შეხვდებიან როგორც ქართველ სოციალურ მეწარმეებს, ისე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გახდნენ გამარჯვებულები და მოიგონ საინტერესო პრიზები.

ფორმატი

 „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად“ იმართება საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტისათვის.

კონკურსის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებები:

-  მონაწილეთა შესარჩევი ეტაპი. შემოსული განაცხადების საფუძველზე, ჟიური აარჩევს 12 გუნდს (48 სტუდენტი).

-  ერთ დღიანი სემინარები. სემინარების ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნობიან სოციალური მეწარმეობის კონცეფციას და წარმატებული სოციალური საწარმოების მაგალითებს. შეხვედრაზე საუბარი იქნება კონკურსის სპეციფიკასა და მიმდინარეობაზე. სემინარები გაიმართება თბილისში, ბათუმში, ახალციხეში, ქუთაისსა და თელავში.

კონკურსი:

ბიზნეს პროექტის შემუშავება და განხორციელება - გულისხმობსარსებულისოციალურისაწარმოებისათვისკონკრეტულიპრობლემურიამოცანებისგადაჭრაზე  მიმართულიპროექტებისშედგენადა  შემდგომ, მათიპრაქტიკაშიგანხორციელება (12 გუნდი);

-  ექსკურსიები - სტუდენტთა ჯგუფებისთვის მოეწყობა გაცნობითი ტური (ე.წ.ბას-ტური), რომლის ფარგლებშიც სტუდენტები ადგილზე გაეცნობიან საქართველოში მოქმედ სოციალურ საწარმოებს, მათ სოციალურ მიზნებს, საქმიანობას და იმ პრობლემებს, რომლებსაც მუშაობის პროცესში აწყდებიან. ექსკურსიები გაიმართება მთელი საქართველოს მასშტაბით.

-  საკონკურსოდავალება- გაცნობითი ტურების შემდგომ, სტუდენტური გუნდები იწყებენ საკონკურსო დავალებების შესრულებას, მათ ამისათვის  20 დღე ექნებათ. საკონკურსო დავალება გულისხმობს კონკრეტულ სოციალურ საწარმოზე ბიზნეს პროექტის შემუშავებას, რომელიც მოაგვარებს ამ სოციალური საწარმოს პრობლემებს.

-  ნახევარფინალი. ყველა გუნდი გააკეთებს საკუთარი პროექტის პრეზენტაციას. კონკურსის შედეგად, დამოუკიდებელი ჟიური შეარჩევს საუკეთესო 4 პროექტს.

-  მცირე გრანტები ფინალისტებისთვის

ნახევარფინალში გამარჯვებული გუნდების პროექტები დაფინანსდება (თიოეული 1,500 ლარით). ფინალურ ეტაპზე, სოციალურ საწარმოსთან მჭიდრო თანამშრომლობით და სტუდენტური მრჩევლების კონსულტაციების მეშვეობით სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ აღნიშნული თანხით, 1 თვის განმავლობაში, პრაქტიკაში განახორციელონ პროექტში დასახული გეგმა.

-  ფინალი.

პროექტების დასრულების შემდგომ, ფინალისტი გუნდები ჟიურის წინაშე წარსდგებიან პრეზენტაციებით. შეფასდება მათი მიღწეული შედეგები და შესაბამისობა დასახულ გეგმასთან მიმართებით.

-  დაჯილდოვების ღონისძიება

ჟიურის მიერ ფინალში მოსმენილი პრეზენტაციების ანალიზის საუფუძველზე გამოვლინდება გამარჯვებული და ჟიურის რჩეული გუნდები. ისინი დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით.

 

საკონტაქტო მონაცემები

 

 

  • ანანო ციცვიძე
    • GAU-ს სტუდენტური ელჩი (კოორდინატორი)
    • (+995) 593 28 32 44

 

  • CSRDG
  • სოციალურ საწარმოთა ალიანსი
  • kedec.ge