• სასერტიფიკატო პროგრამები კრეატიული მარკეტინგი

კრეატიული მარკეტინგი

GAU გთავაზობთ გაიაროთ სამთვიანი კურსი კრეატიულ მარკეტინგში. კურსის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ:

  1. საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას და რეალიზაციას
  2. კრეატული და შემოქმედებითი მიდგომების განვითარებას და გამოყენებას
  3. პრაქტიკული გამოცდილების მიღებას
  4. ეფექტიან პრეზენტაციას
  5. პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას

პროგრამა ხორციელდება სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, როგორებიცაა სიმულაციები, პრაქტიკული დავალება, პრეზენტაცია, დემონსტრირება, ქეისების განხილვა და ა.შ.

კურსის მსვლელობისას, მთავარი აქცენტები გაკეთდება მონაწილეთა მაღალ ჩართულობასა და ინტერაქციაზე. კურსის დასრულებისას მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.

ვისთვის არის კურსი განკუთვნილი:

  • დამწყები და შუალედური რგოლის მენეჯერებისთვის
  • კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებული სპეციალისტებისთვის                      

მონაწილეები გაივლიან ქვემოთ ჩამოთვლილ მოდულებს შესაბამისი საგნებით:

1. მარკეტინგის ფსიქოლოგიური საფუძვლები

  • გაყიდვები
  • სერვისის პრინციპები
  • კრეატული აზროვნება
  • არაცნობიერის ფსიქოლოგია
  • ვერბალური კომუნიკაცია
  • პოზიტიური მეტყველება
  • სხეულის ენა
  • მუსიკის ფსიქოლოგია

2. ბრენდინგი და მარკეტინგი

  • მარკეტინგული კვლევა
  • მომხმარებლის ქცევა
  • ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები (IMC)
  • გაყიდვების მართვა და მოლაპარაკების წარმართვა
  • ბრენდინგის საფუძვლები
  • ბრენდინგის შექმნა (4D ბრენდინგი)
  • რებრენდინგი
  • მერჩენდაიზინგი
  • ფრენჩაიზინგი

3. პროდაქშენი

  • დაგეგმვა: კრეატიული კონცეპტი, სკრიპტი, ბიუჯეტი, გუნდი, მედია.
  • პრე-პროდაქშენი: გადაღებისთვის საჭირო თითოეული ასპექტის დაგეგმვა და რევიზი (ლოკაცია, განრიგი, სკრიპტის რევიზია და ა.შ.)
  • პროდაქშენი: გადაღების პროცესი. პროდუქტის შექმნა.
  • პოსტ-პროდაქშენი: მესამე ეტაპი, სადაც ფინალური შტრიხები (მონტაჟი, ფერის კორექცია VFX და ხმა) ედება საბოლოო პროდუქტს 

4.  რეკლამის ფსიქოლოგია

  • სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა
  • რეკლამის ძირითადი ფუნქციები
  • (ATL) პირდაპირი რეკლამა
  • (BTL) არაპირდაპირი რეკლამა
  • სარეკლამო სტრატეგიის შემუშავება
  • რეკლამის ანალიზი  

5. სტრატეგიული მარკეტინგი

  • პრაქტიკული მარკეტინგული აქტივობები
  • creative team
  • creative event

სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა:

მიღებული ცოდნის საფუძველზე მსმენელები პროგრამის დასრულების შემდეგ წარმოადგენენ მარკეტინგულ პროექტებს. პროექტის მოსამზადებლად ისინი ეწვევიან პარტნიორი კომპანიების მარკეტინგულ სამასახურს, სიადანაც მიიღებენ შესაბამის კონსულტაციებს. პროექტი შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური ასევე გუნდური (არაუმეტეს ორი წევრისა). 

პროგრამის საფასური:

კრეატიული მარკეტინგის კურსის ღირებულება შეადგენს 1600 ლარს. ღირებულების ნახევარს მონაწილეები გადაიხდიან კურსის დაწყებამდე, ხოლო მეორე ნახევარს 8 კვირის განმავლობაში, ასევე სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განვადებით.

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.

 პროგრამის ხანგრძლივობა:

  • 3 თვე.
  • ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ (ორშაბათი, ოთხშაბათი დაპარასკევი). ჯგუფთან შეთანხმებით შესაძლებელია დღეების კორექტირება.
  • ლექციის ხანგრძლივობა 19:00 – 21:30 

პროგრამის გასავლელად საჭიროა:

  1. შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა
  2. გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV)

ჯგუფის წევრების რაოდენობა შეზღუდულია. საბუთების მიღების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრებები და დაკომპლექტდება ჯგუფი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 17 მარტი!

დაწყების თარიღი: 20 მარტი!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

თიკო ბარბაქაძე
სასერტიფიკაციო პროგრამების მენეჯერი
ელ-ფოსტა: tikobarbaqadze@gau.ge
მობ: 599 081 875
ტელ: 2 20 65 20 (316)