• სასერტიფიკატო პროგრამები ადამიანური რესურსების (HR) მართვის სასერტიფიკატო კურსი

GAU-ს კურსდამთავრებულები

სს „თიბისი ლიზინგი“

GAU-ში ვსწავლობთ საკითხებს, რაც აუცილებელი გვგონია, რის საჭიროებასაც დავაფასებთ მოგვიანებით და რის მნიშვნელობაზეც შეიძლება პირველებმა დავიწყოთ საუბარი საქართველოში :) ეს არის ის, რაც ხდის ჩემს უნივერსიტეტს უნიკალურს. შენ უნდა გინდოდეს, იყო შენი საქმის პროფესიონალი...

პროფესორები და ლექტორები

რამაზ ფარესაშვილმა წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, შემდეგ კი ბირმინგემის უნივერსიტეტში იკვლევდა რელიგიისა და პოლიტიკის საკითხებს, Queen’s College-ში სწავლობდა ქრისტიანულ თეოლოგიას...

ადამიანური რესურსების (HR) მართვის სასერტიფიკატო კურსი

გაუ

პა

ქართულ-ამერიკული

უნივერსიტეტისა

და პარტნიორები-საქართველოს

ერთობლივი პროექტი     

 

საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებს, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებს, სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა სამსახურისგან და სწავლისგან მოუწყვეტლად:

  • გაიღრმავოთ ცოდნა ადამიანური რესურსების მართვის სფეროში
  • შეიძინოთ და გაიუმჯობესოთ პერსონალის ეფექტურად მართვისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები
  • გაეცნოთ პერსონალის შერჩევის, მოტივირების, შეფასების და მართვის თანამედროვე მეთოდებს და ინსტრუმენტებს
  • გაიზიაროთ კოლეგების გამოცდილება
  • მიიღოთ პასუხები თქვენს შეკითხვებზე დარგის წარმატებული მენეჯერებისგან
  • აიმაღლოთ კვალიფიკაცია პრაქტიკოსებისა და პროფესიონალი ტრენერ-კონსულტანტების დახმარებით

კურსის გავლის შედეგად თქვენ მიიღებთ ლიდერი ტრენინგ-კომპანიისა და წარმატებული ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ერთობლივ სერტიფიკატს, რომელიც მნიშვნელოვანი შენაძენი გახდება თქვენი პროფესიული ბიოგრაფიისათვის.

კურსი 31 ოქტომბრიდან 16 დეკემბრამდე გაგრძელდება.
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში სამჯერ: სამშაბათს და ხუთშაბათს 19:00-22:00, და შაბათს 12.00 – 15.00

თქვენთან ორი თვის განმავლობაში თემების მიხედვით იმუშავებენ პროფესიონალი ტრენერ-კონსულტანტები და ადამიანის რესურსების მართვის მენეჯერები:

  • მართვის უნარები HR მენეჯერისათვის - ნათია გოფოძე, ფსიქოლოგი, “პარტნიორები-საქართველოს” ტრენერ-კონსულტანტი, საქმიანობის 10-წლიანი გამოცდილება ორგანიზაციული მართვისა და განვითარების სფეროში.
  • საკადრო პოლიტიკა და ადმინისტრაციული პროცედურები - თამილა გველესიანი, პერსონალის მართვის სპეციალისტი, ტელეკომპანია რუსთავი2-ის HR მენეჯერი,  სხვადასხვა დროს მუშაობდა ბლოკ-ჯორჯიაში, მთაწმინდის ეროვნული პარკში და პეტროფაკში ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერად.
  • თანამშრომელთა შერჩევა - ლელა გიორგობიანი, “პარტნიორები-საქართველოს”ტრენერ-კონსულტანტი და დამფუზნებელი პარტნიორი, ESM-თბილისის ბიჰევიორისტიკის პროგრამის ხელმძღვანელი, მაგისტრის ხარისხი ადამიანური რესურსების მართვაში.
  • პერსონალის მოტივირება - მილენა მითაგვარია, “პარტნიორები-საქართველოს” დამფუძნებელი პარტნიორი, კონსულტირებისა და პროგრამების მართვის 20-წლიანი გამოცდილება.
  • პერსონალის შეფასება - მარინა იმერლიშვილი, გამოყენებითი კვლევების კომპანია აი-არ-სი-ს დირექტორი, ორგანიზაციული განვიტარებისა და ეიჩარ კონსალტინგის 18 წლიანი გამოცდილება
  • HR მენეჯერის გავლენა კომპანიის მოგებაზე, ორგანიზაციული კულტურა და პერსონალის დაწინაურება - ნინო ბართაია, HR მართვის 10 წლიანი გამოცდილება, „აჭარა ჯგუფის“ (ჰოლიდეი ინი თბილისი, რუმსი ყაზბეგი, რუმსი თბილისი) HR მენეჯერი, ტურიზმის განვითარების პროექტების კონსულტანტი
  • HR და შიდაკორპორაციული PR - კახა მაღრაძე, 13 წლიანი გამოცდილება სტრატეგიული კონსალტინგისა და პიარის მართვის საკითხებში, „ჯეპრას“ უფროსი პარტნიორი
  • თანამედროვე HR მართვის ძირითადი გამოწვევები - ანდრო დგებუაძე,  ბიზნეს-კონსულტანტი მენეჯმენტის, ფინანსებისა და IT მართვის სფეროში, საქმიანობის 20-წლიანი გამოცდილება.

კურსის პროგრამა მთლიანად დამყარებულია სწავლების ინტერაქციულ მეთოდზე და მოიცავს სწავლების ისეთ ფორმებს, როგორიცაა თეორიული პრეზენტაცია, სავარჯიშო, როლური თამაში, სიმულაცია, სასწავლო ქეისი და დისკუსია.

კურსის ღირებულებაა 940 ლარი. ერთი ორგანიზაციიდან ორი ან მეტი აპლიკანტის შემთხვევაში, აგრეთვე, სტუდენტებისათვის მოქმედებს 10 %-იანი ფასდაკლება.


20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს. 

 

 

ჯგუფში ადგილები შეზღუდულია.შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომლებიც პირველები შემოიტანენ განაცხადს.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2017 წლის 27 ოქტომბერი!  

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: 

თიკო ბარბაქაძე
სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი
ტელ: 2 20 65 20 (316)
მობ: 599 08 18 75
ელ-ფოსტა: tikobarbaqadze@gau.ge

რეგისტრაციისათვის გამოაგზავნეთ სააპლიკაციო ფორმა ან მობრძანდით ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) (თბილისი, მერაბ ალექსიძის 10)