• სასერტიფიკატო პროგრამები ტელეჟურნალისტიკის სასერტიფიკატო კურსი GAU-ში

სასერტიფიკატო პროგრამები

GAU-ს კურსდამთავრებულები

შპს საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკულ კლინიკა Medical House

2011 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის ბაკალავრიატი, ამავე წელს ჩავაბარე მაგისტრატურაზე სამოქალაქო სამართლის განხრით და 2013 წელს მომენიჭა მაგისტრის ხარისხი. უნივერსიტეტში გატარებული წლები იყო ძალიან...

პროფესორები და ლექტორები

ნინო დევდარიანმა 2010 წელს წარჩინებით დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, რაოდენობრივი ფინანსების სპეციალობით. 2014 წლიდან ნინო დევდარიანი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში კითხულობს ლექციებს...

ტელეჟურნალისტიკის სასერტიფიკატო კურსი

განახლებული პროგრამა და განახლებული ფასები! ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, სამსახურისგან და სწავლისგან მოუწყვეტლად:
  • გაიღრმავოთ ცოდნა ტელეჟურნალისტიკის სფეროში
  • შეიძინოთ და გაიუმჯობესოთ წარმატებული ტელეჟურნალისტისათვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევები
  • გაეცნოთ ნიუსმეიკიგის, ინტერვიუირების, თოქშოუს და დებატების წაყვანის პრაქტიკულ მეთოდებს და ინსტრუმენტებს
  • გაივარჯიშოთ სწორი მეტყველებისა და გადმოცემის უნარ-ჩვენები
  • გაიზიაროთ ქართული ტელევიზიების ყველაზე წარამტებული ჟურნალისტების, პროდიუსერების და მენეჯერების გამოცდილება
  • აიმაღლოთ კვალიფიკაცია და მიიღოთ პასუხები თქვენს შეკითხვებზე ამ პროფესიაში ყველაზე წარმატებული ადამიანებისგან

კურსის გავლის შედეგად თქვენ მიიღებთ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ტელეჟურნალისტიკის სპეციალური კურსდამთავრებულის სერტიფიკატს, რომელიც მნიშვნელოვანი შენაძენი გახდება თქვენი პროფესიული წარმატებისკენ.

კურსი დაიწყება სექტემბერში!

მეცადინეობა ჩატარდება კვირაში სამჯერ: სამშაბათს და ხუთშაბათს - 18:30-21:30, შაბათს - 12.00-15.00. ზოგიერთი ქვეკურსისას, შესაძლოა მეცადინეობების გადატანა მოხდეს სამშაბათობით და ხუთშაბათობით, ქვეკურსის წამყვანისა და ჯგუფის ურთიერთშეთანხმებით.

ტელეჟურნალისტიკის სპეციალური სასერტიფიკატო კურსის ხელმძღვანელია ტელეჟურნალისტი ნინო შუბლაძე.  კურსის განმავლობაში თქვენთან იმუშავებენ:

  • თეა გველესიანი - ჟურნალისტი, როგორც კომუნიკატორი

  • გიორგი თარგამაძე- სატელევიზიო ახალი ამბები

  • მანანა ითონიშვილი - ჟურნალისტის მეტყველება და ოსტატობა

  • ნინო შუბლაძე - ინტერვიუ, დებატები და თოქშოუ

  • ზაალ უდუმაშვილი - დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წაყვანა

  • მაია ასათიანი - საავტორო სოციალური თოქშოუ

  • გიორგი ხაბურძანია - ტელეპროდიუსინგი

  • გეგა ფალავანდიშვილი - ტელემარკეტინგი

  • ნიკა გვარამია - ტელევიზია, როგორც კომპანია

კურსის ღირებულებაა 1200 ლარი. ერთი ორგანიზაციიდან/კომპანიიდან ორი ან მეტი აპლიკანტის შემთხვევაში, აგრეთვე, სტუდენტებისათვის მოქმედებს ფასდაკლებადა კურსის ღირებულება იქნება 1000 ლარი. სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განვადებით.

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.

კურსზე რეგისტრაციისათვის გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე - tikobarbaqadze@gau.ge, ან მობრძანდეთ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (თბილისი, მერაბ ალექსიძის 10)

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: 

თიკო ბარბაქაძე
სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი
ტელ: 2 20 65 20 (316)
ელ-ფოსტა: tikobarbaqadze@gau.ge