• სასერტიფიკატო პროგრამები Creative Thinking-Fashion&Art (კრეატიული აზროვნება მოდასა და ხელოვნებაში)

GAU-ს კურსდამთავრებულები

სს „ქართუ ბანკი''

2010 წელს ჩავაბარე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლაში, სწორედ აქედან დაიწყო ჩემი როგორც სტუდენტის ცხოვრება და ამავდროულად პირველი ნაბიჯების გადადგმა პროფესიული განვითარების გზაზე. ოთხი წლის განმავლობაში...

პროფესორები და ლექტორები

ქეთევან ნადირაშვილი 1999 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ეროვნულ ბანკში. იგი აქტიურად არის ჩართული სებ–ის საერთაშორისო პროექტების განხორცილებაში და 2011 წლიდან მას უკავია ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა...

Creative Thinking-Fashion&Art (კრეატიული აზროვნება მოდასა და ხელოვნებაში)

კრეატიული აზროვნების სასერტიფიკატო კურსის მიზანია მოკლე და ოპტიმალურად დაგეგმილ დროში მოგცეთ ცოდნა ხელოვნებისა და მოდის ინდუსტრიის სფეროში, ხელი შეგიწყოთ შემოქმედებითი უნარების გამომუშავებასა და მათ სწორ მართვაში. კრეატიულობა, ხომ ახლის აღმოჩენისა და შექმნის უნარია. Creative Thinking - Fashion & Art კურსი დიზაინის წამყვანი უნივერსიტეტის Parsons School of Design-ს პროგრამის მიხედვითაა შედგენილი და პირველ რიგში ინოვაციურ აზროვნებას ავითარებს.
 
კურსის წამყვანი სპეციალისტია ქართველი დიზაინერი ლაკო ბუკია, რომელსაც საერთაშორისო წარმატება და აღიარება აქვს მოპოვებული.
 
კურსის შემადგენელ მიმართულებებს გაუძღვებიან სფეროს პროფესიონალები:
 
  • ხელოვნების ისტორია, მოდის ისტორია, თანამედროვე ხელოვნება - ქეთი შავგულიძე 
  • ფსიქოლოგია
  • კრეატიული აზროვნება - ლაკო ბუკია

    - პრაქტიკული ნაწილი
    - თეორიული ნაწილი
  • მასტერკლასებს ჩაატარებენ ცნობილი დიზაინერები, მოდისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები.
 
კურსის უპირატესობებია:
 
  • პროფესიონალი ლექტორები;
  • კურსის მონაწილეთათვის დაგეგმილი სპეციალური ვიზიტები ქართული მოდის სახლებში;
  • კურსის მონაწილეთა ჩართულობა Tbilisi Fashion Week-ის ღონისძიებებსა და TFW-ის ფარგლებში ჩატარებულ მასტერკლასებში;
  • კურსდამთავრებულთა სტაჟირება მოდის სახლებში, სხვადასხვა Fashion-პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა;
  • კურსის დასრულების შედეგად ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სერტიფიკატი. 

კურსის პოტენციური მომხმარებლები არიან:
 
  • დამწყები და მოქმედი დიზაინერები;
  • მოდის სახლების მენეჯერები;
  • მხატვრები; 
  • გრაფიკოსები;
  • ხელოვნებათმცოდნეები;
  • ილუსტრატორები;
  • სტილისტები;
  • ფოტოგრაფები;
  • ბრენდ მენეჯერები (მაღაზიები, რესტორნები, სასტუმროები, გალერეების წარმომადგენლები) 
  • მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერები;
  • ხელოვნებისა და მოდის ინდუსტრიით დაინტერესებული პირები. 
 
კურსი დაიწყება სექტემბერში!
 
კურსის ხანგრძლივობა: 12 კვირა.
 
მეცადინეობები ჩატარდება კვირაში სამჯერ.
 
სწავლის საფასური: 1600 ლარი (შესაძლებელია ეტაპობრივი გადახდა). სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განვადებით.


20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.
 
სტუდენტები, ბრენდული მაღაზიებისა და მოდის სახლების წარმომადგენლები მიიღებენ 10%-იან ფასდაკლებას.
 
რეგისტრაციისათვის გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: tikobarbaqadze@gau.ge
CV-ის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.
 
გისურვებთ წარმატებას!