სასერტიფიკატო პროგრამები

GAU-ს კურსდამთავრებულები

სატრანსპორტო კომპანია „კონტრალო''

GAU-ში ვისწავლე ისეთი უნარ-ჩვევები, რაც დღეს აუცილებელია წარმატებული კარიერის შექმნისათვის. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, კიდევ უფრო დავაფასე იქ გატარებული 4 წელიწადი. გაუ-ში არა მხოლოდ პროფესიული განათლების მიღების, არამედ პიროვნულად გაზრდის და ჩამოყალიბების...

პროფესორები და ლექტორები

ნინო მესხიშვილი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტი. არასამთავრობო ორგანიზაცია ALPE (სამართლებრივი განათლების ფონდი). პარალელურად მონაწილეობდა ALPE –ს მიერ განხორციელებულ 2 პროექტში: ''სამართალდამცავ სტრუქტურების რეფორმირების სამოქალაქო მხაედაჭერა” პროგრამის კოორდინატორად და ''ვსწავლობთ დემოკრატიას” პროგრამის ასისტენტი.

კიბერუსაფრთხოების საფუძვლები

ტრენინგი განკუთვნილია ბიზნესის მფლობელთათვის, მენეჯებისათვის, საჯარო მოხელისთვის ან კომპანიის თანამშრომლისთვის, ვისაც უწევს კორპორატიულ ქსელთან მუშაობა, ოფისში, მივლინებებსა თუ შვებულებაში ყოფნისას სამსახურებრივი ინფორმაციის დამუშავება კომპანიის ან პირად კომპიუტერსა და მობილურ მოწყობილობებზე.

კურსის მონაწილეები შეისწავლიან სახელმწიფოთა მხრიდან პოლიტიკური, სამხედრო, გეოპოლიტიკური მიზნებით წარმოებულ კიბეროპერაციებს, მათ გავლენას ბიზნესსა და კრიტიკულ სერვისებზე, კიბერუსაფრთხოების სწორი სტრატეგიის შექმნასა და მენეჯმენტის გამართული სისტემის დანერგვას. ასევე,  ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან კიბერჰიგიენის საფუძვლებს და შეიძენენ უსაფრთხო ონლაინ-აქტივობის გაცნობიერებულ ჩვევებს.

მიღებული ცოდნა და უნარები კურსდამთავრებულებს გამოადგებათ საჯარო სექტორის თუ ბიზნესის კიბერუსაფრთხების პოლიტიკის წამყვან პოზიციაზე სამუშაოდ.

როლური თამაშების, პრეზენტაციების და ლექციების საშუალებით, კურსზე განხილული იქნება შემდეგი ძირითადი თემები:

კიბერუსაფრთხოების შესავალი, ზოგადი ტერმინები და ცნებები;

მსოფლიოს და საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოს მიმოხილვა 

  • საერთაშორისო კონვენციები და ჩარჩოები
  • “საქართველოს კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ”; საერთაშორისო კონვენციები კიბერუსაფრთხოების სფეროში;
  • საქართველოს კიბერარქიტექტურა; საჯარო და კერძო სექტორის აქტორები;
  • საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია, დარგობრივი სტრატეგიები;
  • საქართველოს კიბერსივრცეში არსებული საფრთხეები;

კიბერდომეინი, როგორც სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სივრცე: კიბერელემენტების გამოყენება თანამედროვე კონფლიქტებში;

კიბერტერორიზმი;

კიბერსივრცის გამოყენება პროპაგანდისა და საინფორმაციო-ფსიქოლოგური ზემოქმედებისათვის;

კიბერჰიგიენა: კომპიუტერული უსაფრთხოების მინიმალური წესები  კომპიუტერის მომხმარებლისთვის;

  • მავნე პროგრამული უზრუნველყოფა და მისი სახეები;
  • სამუშაო კომპიუტერის უსაფრთხოება;
  • ელექტრონული ფოსტის უსაფრთხოება;
  • ფიშინგი;
  • პასვორდის უსაფრთხოება;
  • უსაფრთხო ინტერნეტი მოგზაურობისას;
  • უკაბელო ინტერნეტის უსაფრთხოება;
  • მობილური მოწყობილობების უსაფრთხოება;
  • უსაფრთხო ონლაინ - ბანკინგი და შოპინგი;
  • სოციალური ქსელების  უსაფრთხოება;
  • ID მოპარვა და ინტერნეტ-თაღლითობა;
  • ქლაუდის უსაფრთხოება;
  • რჩევები მშობლებს

დესტრუქციული კიბეროპერაციების გავლენა კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და ბიზნეს სექტორზე - თანამედროვე ტენდენციები, რისკები და გამოწვევები;

კიბერუსაფრთხოების მენეჯმენტის საფუძვლები;

  • თანამედროვე ტენდენციები: სპეციფიური რისკები სახელმწიფო და ბიზნესსექტორისათვის
  • კიბერუსაფრთხება CEO-ს,  მენეჯმენტის და  HR გადმოსახედიდან - რა უნდა გავაკეთოთ  ბიზნესის კიბერუსაფრთხოებისათვის;
  • როგორ ავაწყოთ კიბერუსაფრთხოების სისტემა კომპანიაში;
  • კიბერუსაფრთხოების სწავლების მრავალსაფეხურიანი სისტემა ბიზნესისთვის;
  • სპეციფიური გამოწვევები ბიზნესის სხვადასხვა სფეროსათვის
  • როგორ შევქნათ კიბერუსაფრთხოების სტრატეგია ბიზნესისა თუ სახელმწიფო დაწესებულებისთვის;
  • გარე და ინსაიდერული კიბერსაფრთხეები, მათი მინიმიზაციის სისტემა.

 კურსი 28  მაისიდან 25 ივნისამდე გაგრძელდება.

ტრენინგს გაუძღვება პრაქტიკოსი ტრენერი ანდრო გოცირიძე, რომელიც მონაწილეებს გაუზარებს პრაქტიკულ გამოცდილებას და კონკრეტულ მაგალითებს, თუ როგორ მოხდა კონკრეტულ სიტუაციებში უსაფრთხოების პრობლემების წარმოშობა, მათი გადაჭრა და უსაფრთხოების სამომავლო დაცვა.     

ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ:  ორშაბათი  და ოთხშაბათი  19:00 – 21:30;

 კურსის ღირებულებაა 420 ლარი

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.

რეგისტრაციისათვის გამოაგზავნეთ სააპლიკაციო ფორმა ან მობრძანდით ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) (თბილისი, მერაბ ალექსიძის 10)

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 25 მაისი! 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: 

თიკო ბარბაქაძე
სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი
ტელ: 2 20 65 20 (316)
მობ: 599 08 18 75
ელ-ფოსტა: tinatinbarbakadze@gau.ge