• სასერტიფიკატო პროგრამები ექსელის გაძლიერებული კურსი

სასერტიფიკატო პროგრამები

GAU-ს კურსდამთავრებულები

Chardin Art Gallery

2014 წელს მაღალი აკადემიური მოსწერებით და GAU-ს რეკომენდაციით დავიწყე სტაჟირება საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. კოორდინაციის დეპარტამენტში 4 თვის განმავლობაში გავდიოდი...

პროფესორები და ლექტორები

დავით პაპუაშვილმა წარჩინებით დაამთავრა ჯერ რიო რანჩოს უმაღლესი სკოლა (შტატი ნიუ მექსიკო) ხოლო შემდგომ ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტის ანდერსონის მენეჯმენტის სკოლა ფინანსური მენეჯმენტის განხრით. არის ნიუ მექსიკოს შტატის სენატის საპატიო ჯილდოს მფლობელი და სრულიად ამერიკის სტიპენდიის ლაურეატი...

ექსელის გაძლიერებული კურსი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი GAU გთავაზობთ Ms. Excel-ის Advanced კურსს. 

სასწავლო პროგრამის ფარგლებში სიღრმისეულად გაეცნობით ექსელის ფორმულებისა და ფუნქციებს შესაძლებლობებს:

  • პროექტის ფინანსური სცენარის აგება
  • დიდი მონაცემთა ბაზების მეშვეობით ფინანსური ანგარიშგებების გათვლები
  • ფულადი ნაკადების კლასიფიკაცია და მათი ანალიზი
  • ბიუჯეტის დაგეგმარება-ანალიზი
  • სტატისტიკურ-ანალიტიკური ცხრილების შედგენა
  • ფინანსური მონაცემების ანალიზი
  • საინვესტიციო პროექტების შეფასება
  • ფულის ღირებულება დროში და სენსიტიურობის ანალიზი
  • ნულოვანი მოგების ანალიზი(თანხობრივი)-Break Even (Turnover)
  • ნულოვანი მოგების ანალიზი(რაოდენობრივი)-Break Even (quantitative)

კურსის დასრულების შემდეგ შეძლებთ:

  • ვრცელი ცხრილების მარტივ და პრეზენტაბელურ რეპორტებად გარდაქმნას;
  • რთულ ფორმულებთან მუშაობას 
  • დიდი მონაცემთა ბაზების სწრაფად დამუშავებასა და მათზე მოქმედებების განხორციელებას; 
  • მონაცემთა ბაზების ერთმანეთთან დაკავშირებას ისე, რომ ერთის განახლება იწვევდეს მეორის ავტომატურ განახლებას
  • სხვადასხვა ტიპის ვადების კონტროლს, მაგ. დებიტორთა დავალიანებების გრაფიკს.

მეცადინეობის მსვლელობისას მასალის დამუშავება ხდება აუდიტორიაში პრაქტიკული ამოცანების მეშვეობით.

სასწავლო კურსზე ჩარიცხვის წინაპირობა: ექსელის საბაზისო შესაძლებლობების ცოდნა.

სასწავლო პროგრამა:

  • Conditional Formatting (პირობითი ფორმატირება)
  • Data Validation (შეზღუდვები შესაყვან მონაცემებზე)
  • Advanced Filter (გაფართოვებული ფილტრი)
  • What if? - ანალიზი - მონაცემთა ცხრილების გამოყენება
  • Goal Seek (პარამეტრის შერჩევა)
  • Data Table
  • Scenario Manager (ბიუჯეტის ანალიზი შემოსავლების ან ხარჯების ცვილებისას)
  • Pivot table (ჯამური ცხრილები)
  • Pivot Chart (ჯამური დიაგრამები)
  • Dashboard (დეშბორდის აწყობა Pivot table & Pivot Chart სინთეზით)
  • ნულოვანი მოგების წერტილის BEP ანალიზი
  • Logical Function (IF, ორმაგი IF, ფუნქცია IF AND & OR & NOT function სინთეზში)
  • Lookup & Reference (Vlookup; Hlookup; Loocop; match; index)
  • Date & Time
  • Statistical Function (Countif; CountIFs; countA; Averageif.; Averageifs)
  • Financial Function (PMT; PPMT; NPER: PV; FV)
  • Text Function (len; left; right; mid; upper; proper; lower; find; concatenate)
  • საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღება : ARR, NPV, IRR წესების მეშვეობით
  • Solver -მოგების მაქსიმიზაცია შეზღუდული რესურსების პირობებში  

კურსის ღირებულებაა 440 ლარი. სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განვადებით.

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს. 

კურსის ხანგრძლივობა 30 საათი.

ლექციები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ, ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 19:00-22:00 საათამდე.

მსმენელები უზრუნველყოფილნი არიან სასწავლო მასალით.

კურსის დამთავრების შემდეგ ტარდება სასერტიფიკატო გამოცდა და გაიცემა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სერტიფიკატი.

კურსი დაიწყება 12 მარტს!

რეგისტრაციისათვის გადმოაგზავნეთ სარეგისტრაციო ფორმა ან მობრძანდით ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (თბილისი, მერაბ ალექსიძის 10),

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: 

თიკო ბარბაქაძე
სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი
ტელ: 2 20 65 20 (316)
ელ-ფოსტა: tinatinbarbakadze@gau.ge