GAU-ს კურსდამთავრებულები

საგარეო საქმეთა სამინისტრო

GAU-მ გამიწია რეკომენდაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში, რათა გამეარა პრაქტიკა ამერიკის დეპარტამენტში ჩემი ცოდნის ასამაღლებლად, პრაქტიკის დასრულებისთანავე დავინიშნე სტაჟიორად უსაფრთხოებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტში, სადაც ამჟამად ვმუშაობ...

პროფესორები და ლექტორები

ლევან მესხორაძე 2007 წლიდან კითხულობს ლექციებს საერთაშორისო საჯარო და ადამიანის უფლებათა სამართალში, აქვს საერთაშორისო საჯარო სამართლისა და ადამიანის უფლებათა სამართლის, ასევე სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება...

Fashion მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსი

Fashion მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსი მოგცემთ საშუალებას მიიღოთ ცოდნა მოდის ინდუსტრიის სფეროში, შეიძინოთ და გაივარჯიშოთ ამ სფეროს მართვისა და მარკეტინგისათვის აუცილებელი უნარები. კურსის მიზანია მოდის სახლებისათვის, მოდური ჟურნალებისათვის, ვაჭრობისა თუ წარმოების სექტორებისათვის მოამზადოს პროფესიონალი Fashion-მენეჯერები და Fashion-მარკეტინგის სპეციალისტები. 

კურსი შედგება რამდენიმე ქვეკურსისაგან და მათ გაუძღვებიან შემდეგი ლექტორები:

  • მოდის ისტორია - ქეთი შავგულიძე
  • ბრენდი და ბრენდის სტრატეგიული მართვა - შოთა ჩინჩალაძე
  • მოდის თანამედროვე ტენდეციები - გიორგი შაღაშვილი
  • Fashion ღონისძიებათა მართვა - მაკა ყუბუსიძე
  • Fashion ბლოგი და სტილი - ანანო დოლაბერიძე
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლები Fashion-სპეციალისტებისათვის - ელდარ პირმისაშვილი
  • Fashion მარკეტინგი და მენეჯმენტი - ნინო იოსელიანი 

კურსის უპირატესობები:

  • მეცადინეობებს გაუძღვებიან პროფესიონალი ლექტორები
  • კურსის მონაწილეებს მასტერკლასებს ჩაუტარებენ  ცნობილი დიზაინერები და მოდის სფეროს წარმომადგენლები
  • კურსის მონაწილეებისათვის მოეწყობა სპეციალური ვიზიტები ქართული მოდის სახლებში
  • კურსის მონაწილეები ჩაერთვებიან Tbilisi Fashion Week-ის ღონისძიებებში და დაესწრებიან TFW-ის ფარგლებში ჩატარებულ მასტერკლასებს
  • კურსდამთავრებულები გაივლიან სტაჟირებას მოდურ ჟურნალებში, და ჩაერთვებიან სხვადასხვა Fashion-პროექტების განხორციელებაში
  • კურსდამთავრებულები მიიღებენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სერტიფიკატს. 

კურსი საინტერესო იქნება:

  • დამწყები და მოქმედი დიზაინერებისთვის
  • ბრენდული მაღაზიების მენეჯერებისათვის
  • მოდის სახლების მენეჯერებისათვის
  • მოდელებისა და სტილისტებისათვის
  • Fashion-მენეჯმენტის სფეროთი დაინტერესებული სხვა პირებისათვის 

სწავლების ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი.

კურსი დაიწყება 17 ოქტომბერს!

რეგისტრაციის ბოლო ვადა 10 ოქტომბერი!

კურსის ხანგრძლივობა12 კვირა.

მეცადინეობები ჩატარდება კვირაში სამჯერ: სამშაბათი; ხუთშაბათი - 19:00-21:30, შაბათი - 19:00-21:30.

სწავლის საფასური: 1600 ლარი (შესაძლებელია ეტაპობრივი გადახდა). სტუდენტები და ბრენდული მაღაზიების და მოდის სახლების ორი ან მეტი წარმომადგენელი, მიიღებს 10%-იან ფასდაკლებას. სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განვადებით.

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.

რეგისტრაციისათვის გამოაგზავნეთ თქვენი ავტობიოგრაფია (CV) შემდეგ მისამართზე: tikobarbaqadze@gau.ge

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება წინასწარი გასაუბრება.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: 

თიკო ბარბაქაძე
სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი
ტელ: 2 20 65 20 (316)
ელ-ფოსტა: tikobarbaqadze@gau.ge