სასერტიფიკატო პროგრამები

GAU-ს კურსდამთავრებულები

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

ვმუშაობდი შპს „ა რეიტინგში'', რაც წარმოადგენს სესხების მართვის კომპანიას, ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე, (ერთი წელი) შემდეგ ვმუშაობდი საქართველოს ეროვნულ ბანკში, 2010 წლიდან ვარ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის ასისტენტი...

პროფესორები და ლექტორები

ლევან ვერძეულმა ქვონტის პროგრამით ბიზნეს-ადმინისტრირების ბაკალავრიატი (BBA) დაამთავრა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ - ფინანსების განხრით სამაგისტრო პროგრამა (MBA) საქართველოს უნივერსიტეტში. ამჟამად გადის სადოქტორო სწავლებას (PhD) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში...

ვებგევრდის აწყობა (front-end) - საბაზისო კურსი

კურსის შესახებ:

ვებგევრდის აწყობა (front-end) - საბაზისო კურსი

ამ კურსის ფარგლებში მსმენელები დაეუფლებიან იმ ცოდნას, რომელიც საშუალებას მიცემს მათ გაერკვენ ვებგვერდის ფუნქციონირების პრინციპებში, თავად ააწყონ ან საჭიროების შემთხვევაში ცვლილებები შეიტანონ არსებულ ვებგვერდში. დაგეგმონ და მენეჯმენტი გაუწიონ ვებგვერდის შექმნასთან დაკავშირებულ სამუშაოებს. კურსი პრაქტიკული ხასიათისაა და კურსის განმავლობაში მსმენელბს მოუწევთ მარტივი ვებგვერდების შექმნა.

კურსი არ მოითხოვს პროგრამირების საბაზისო ცოდნას და ნებისმიერი მსურველისათვის არის განკუთვნილი.

  • კურსის გავლის შედეგად სტუდენტებს ეცოდინებათ:
  • საიტის სტრუქტურის შემუშავება HTML-ის საშუალებით
  • საიტის დიზაინის აწყობა CSS-ის საშუალებით
  • მარტივი საიტის შექმნა
  • არსებულ საიტში ცვლილებების შეტანა

კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ www.geolab.edu.ge და შეავსეთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა.

სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ მსურველები გაივლიან გასაუბრებას. გასაუბრებების შედეგად მოხდება ჯგუფების დაკომპლექტება

კურის ხანგრძლივობა: 14 შეხვედრა

კურსის ღირებულება: 650 ლარი. სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განვადებით.

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.

სწავლა იწყება 13 ივნისს.

მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ 15:00 -დან 18:00 საათამდე. 

სწავლების ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი.

კურსი დაიწყება სექტემბერში!

რეგისტრაციისათვის მობრძანდით ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) (თბილისი, მერაბ ალექსიძის 10)

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: 

თამთა ნიშნიანიძე
სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი
ელ-ფოსტა: tamtanishnianidze@gau.ge
ტელ: 2 20 65 20 (313)