• სასერტიფიკატო პროგრამები GAU და SALO DOLL

სასერტიფიკატო პროგრამები

GAU-ს კურსდამთავრებულები

Mind Technologies

ჩავირიცხე მისურის შტატში, College Of The Ozarks-ში. Ozarks-ში სწავლის გარდა დაკავებული ვიყავი სპორტით (კალათბურთი) და როგორც ყველა ამერიკელი სტუდენტი ვმუშაობდი სტუდენტურ სამსახურში, სასტუმრო-სარესტორნო კომპლექს Keeter Center-ში...

პროფესორები და ლექტორები

ირმა ღარიბაშვილი იყო სწავლებისა და სწავლის თანამედროვე მეთოდოლოგიების საკითხებში თრეინერი, ტასის ტემპუსის პროექტის "ტუნინგის მიდგომები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ ჯგუფის წევრი...

GAU და SALO DOLL

GAU და SALO DOLL წარმოგიდგენთ:

საქართველოში „მეთოჯინეობას“ დიდი ტრადიციები აქვს. ამ სფეროს მეტი პოპულარიზაციისა და ახალი ადამიანების ჩართულობისთვის ცხადდება კურსი, რომელსაც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) პროფესიონალ მეთოჯინესთან, სალომე ჭედიასთან - ერთად უყრის საფუძველს.

ვისთვისაა კურსი?

მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს თოჯინების დამზადება, პროფესიონალისგან დაეუფლოს საბაზისო ცოდნას და საკუთარი შესაძლებლობები შემოქმედების ამ საინტერესო სფეროში მოსინჯოს.

რას ისწავლით?

ყველაფერს, რაც სრულყოფილი თოჯინის შესაქმნელადაა საჭირო:

თეორიული მასალა:

  • პროპორციები, მოდულები.

პრაქტიკა:

  • პლასტელინით თავის ფორმის გამოყვანა. მისი დახვეწა, დამუშავება, მარტივი მონახაზის დახმარებით ნაკვთების პროპორციულად განაწილება.
  • რელიფიური ფორმების ამოყვანა. ამოყვანილი ფორმების დახვეწა-დამუშავება.
  • სახის ნაქვთების მიმიკური დამუშავება. ჩრდილების გამოყვანა.
  • სახის დასრულება მოხატვით.
  • კისერი და მხრები. თავის, კისრის და მხრების გადაბმა - სისრულეში მოყვანა.
  • ხელის ფორმა, ხაზოვანი დამუშავება.
  • ფეხის ფორმა, ხაზოვანი დამუშავება.
  • ტორსის აგება. “ჩონჩხი”.
  • “ჩონჩხის” სინდიპონით დამუშავება.
  • სხეულის სრულფასოვნებაში მოყვანა გადაბმა.
  • თმა, სახის დაფერვა, კოსმეტიკა.

ვინ ხელმძღვანელობს კურსს?

სალომე ჭედია - მეთოჯინე SALO DOLL, არაერთი საერთაშორისო გამოფენის მონაწილე. მან მნიშვნელოვანი აღიარება პრაღისა და ბუდაპეშტის გამოფენებზე მოიპოვა.

კურსის შედეგად:

საუკეთესო ნამუშევრები გავა გამოფენებზე. სურვილის შემთხვევაში გაიყიდება სასუვენირე/სასაჩუქრე მაღაზიებში.

კურსი 11 ივნისიდან 14 ივლისამდე  გაგრძელდება.     

ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ: ორშაბათი, სამშაბათი და ხუთშაბათი ოთხშაბათი 19:30 – 21:00;

 კურსის ღირებულებაა 330 ლარი.

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.

რეგისტრაციისათვის გამოაგზავნეთ სააპლიკაციო ფორმა ან მობრძანდით ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) (თბილისი, მერაბ ალექსიძის 10)

                რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 8 ივნისი!   

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: 

თიკობარბაქაძე
სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი
ტელ: 2 20 65 20 (316)
მობ: 599 08 18 75
ელ-ფოსტა: tinatinbarbakadze@gau.ge