სასერტიფიკატო პროგრამები

GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ეროვნული ბანკი

ვფიქრობ, რომ GAU-ს Quant პროგრამამ მომცა საშუალება შემეძინა ის მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც აუცილებელია კონკურენტულ გარემოში სასურველი მიზნის მისაღწევად. ამჟამად ვსწავლობ GAU-ს ბიზნეს სკოლის მაგისტრატურის Quant პროგრამაზე...

პროფესორები და ლექტორები

ქეთევან საგინაშვილმა 1991 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური შემოქმედებისა და პატენტმცოდნეობის ინსტიტუტი პატენტმცოდნეობის სპეციალობით, 1995 წელს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდენეობის სპეციალობით...

პროგრამირების საფუძვლები (JAVA) - საბაზისო კურსი

კურსის შესახებ:

პროგრამირების საფუძვლები (JAVA) - საბაზისო კურსი

მოცემული კურსის მიზანია პროგრამირების საწყისები გააცნოს მსურველებს. კურსი პრაქტიკული ხასიათისაა და კურსის განმავლობაში მსმენელებს მოუწევთ მარტივი პროგრამების აწყობა მსოფლიოში დღესდღეობით ერთ-ერთ პოპულარულ ენაზე, JAVA-ზე. კურსის განმავლობაში მსმენელები გაეცნობიან ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების მთავარ პრინციპებს. 

კურსი არ მოითხოვს პროგრამირების საბაზისო ცოდნას და ნებისმიერი მსურველისათვის არის განკუთვნილი.

კურსის გავლის შედეგად სტუდენტებს ეცოდინებათ:

  • ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების პრინციპები

  • პროგრამირების საწყისები
  • მარტივი პროგრამის აწყობა Java-ში
  • პროგრამირების ენებთან მუშაობის უნარები

კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ www.geolab.edu.ge და შეავსეთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა.

სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ მსურველები გაივლიან გასაუბრებას. გასაუბრებების შედეგად მოხდება ჯგუფების დაკომპლექტება

კურის ხანგრძლივობა: 14 შეხვედრა

კურსის ღირებულება: 650 ლარი. სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განვადებით.

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.

სწავლა იწყება 13 ივნისს.

მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ 15:00 -დან 18:00 საათამდე.

სწავლების ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი!

კურსი დაიწყება სექტემბერში!

რეგისტრაციისათვის მობრძანდით ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (თბილისი, მერაბ ალექსიძის 10)

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: 

თიკო ბარბაქაძე
სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი
ტელ: 2 20 65 20 (316)
ელ-ფოსტა: tinatinbarbakadze@gau.ge