GAU-ს კურსდამთავრებულები

სამედიცინო კორპორაცია ევექსი

მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი როდესაც GAU-მ მაღალი აკადემიური მოსწრებიდან გამომდინარე სტაჟირებაზე გამიშვა „სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგში“, სადაც სტაჟირების წარმატებულად დამთავრების შემდეგ გავაგრძელე მუშაობა გაყიდვების დეპარტამენტში...

პროფესორები და ლექტორები

მზია თოდუამ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურისტ-სამართალმცოდნეობის განხრით. 2009 წლის სექტემბრიდან დღემდე არის ქართულ-ამერიკული ინივერსიტეტის დოქტორანტი (სამართალმცოდნეობა)...

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე

„მე არ ვეთანხმები შენს აზრს, მაგრამ მზად ვარ, მოვკვდე იმისთვის, რომ შენ მისი თავისუფლად გამოთქმის საშუალება გქონდეს.“ - ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს GAU-ში ვოლტერის ეს სიტყვები გავიხსენეთ და თავისუფლების, ევროპული ლიბერალიზმის კულტურაზე ვისაუბრეთ.

GAU-მ არასამთავრობო ორგანიზაციებთან „ყოველი მეათე ჩვენგანი“ და მოძრაობა „ინკლუზიური საზოგადოება - საქართველო“ პარტნიორობით 16 ნოემბერს (2016) მიუძღვნა აქცია: „სიტყვა, მუსიკა და ვიზუალური ხელოვნება ტოლერანტობისთვის“, რომელიც მიზნად საზოგადოების მეტ ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას ისახავდა. აქციამ გააერთიანა მწერლის, GAU-ს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ეკატერინე ტოგონიძისსაჯარო ლექცია „ტოლერანტობა და ლიტერატურა“; უსინათლო მხატვრის გიორგი ქობელაშვილის პერსონალური გამოფენა და მუსიკალური ნაწილი, რომელიც ინკლუზიურმა ბენდმა EOS-მა შეასრულა.