GAU-ს კურსდამთავრებულები

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატი რაოდენობრივი ფინანსური ანალიზის (QUANT) განხრით 2014 წელს დავამთავრე. ამავე წელს ჩავირიცხე გაუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე და ვაგრძელებ სწავლას ფინასნების განხრით. ბაკალავრიატზე...

პროფესორები და ლექტორები

ელისო ყვავაძეს აქვს სამეცნიერო მოღვაწეობის და პედაგოგობის 37 წლის სამუშაო სტაჟი.1967-1971 წლებში სწავლობდა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ბიოგეოგრაფიულ ფაკულტეტზე. როგორც წარჩინებული სტუდენტი ასევე იყო ლენინის სახელობის სტიპენდიანტი...

პირველკურსელთა გაცნობის დღე GAU-ში

პირველკურსელების პირველმა დღემ GAU-ში ძალიან სახალისოდ ჩაიარა - როგორი სიყვარულითაც მათთან შესახვედრად ვემზადებოდით, ზუსტად ისე!

GAU-ს ბაღში გამართულ ღონისძიებას და დაგეგმილ ამბებთან ერთად არაერთი სიურპრიზი მოჰყვა.

ყველაფერი ასე დაიწყო: გადავწყვიტეთ პირველკურსელთა რეგისტრაციის დღე ფორმალურ პროცედურაზე გაცილებით სასიამოვნო ყოფილიყო, რაშიც ძალიან დაგვეხმარა GAU ბენდი. ბენდმა სასწრაფო რეპეტიციები წამოიწყო და 14 სექტემბერს მრავალფეროვანი რეპერტუარი შემოგვთავაზა.

კომპანიებმა, ნატახტარი ნატახტარი Natakhtari, რედბულიRed Bull და ფრიქსი FRIXX, გამოთქვეს სურვილი პირველკურსელთა გაცნობის დღე უფრო გემრიელი გაეხადათ და თავიანთი პროდუქციით მოგვამარაგეს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს.

ჩვენმა სტუდენტურმა ელჩებმა სულ თავიანთი ხელით მორთეს GAU-ს ბაღი და ამინდმაც ჩვენი მხარე დაიჭირა - 25 გრადუსი, მზე და ნიავი - იდეალური შუადღე...

მოკლედ საოცარი დღე გამოვიდა, GAU-ს პრეზიდენტის გამამხნევებელი მიმართვით, სამახსოვრო და სახალისო ფოტოებით/ჯიფებით, დრონის საინტერესო ზედხედით, fortune balloon-ებით, სიმბოლური საჩუქრებით... 

ახალმა GAUელებიდან რამდენიმემ იმავე მომენტში გამოთქვა ბენდში გაწევრიანების სურვილი და იქვე, სპონტანურად შეასრულა რამდენიმე სიმღერა, რამაც ძალიან დადებითი მუხტი შემოიტანა.

ამ პოზიტიური ემოციებით გაემართნენ პირველკურსელები თავიანთი სკოლების აუდიტორიებში და დაესწრნენ დეკანებთან შეხვედრას, გაიარეს რეგისტრაცია და მიიღეს სუვენირები.

რაც მთავარია, ამ დღეს ყველამ ერთად კიდევ ერთხელ ვიგრძენით სიტყვები: 
ჩვენ ვართ GAU!!!
We Are GAU!!!

P. S. და გთხოვთ, როცა სურათებს გააზიარებთ, სწორედ ეს ჰაშთაგი გამოიყენეთ: #WeAreGAU

P. S. სურათებზე თავის მონიშვნა არ დაგავიწყდეთ :)