GAU-ს კურსდამთავრებულები

Sharm Trading

"GAU-ს უდიდეს უპირატესობად მივიჩნევ მაღალკვალიფიციურ ლექტორატს, რომელიც ყოველთვის მეგობრულია და ორიენტირებულია მიაწოდოს სტუდენტს სათანადო ცოდნა. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია სწავლების ინგლისური კურსი, სტუდენტი პირველივე კურსიდან ითვისებს ბიზნეს ტერმინოლოგიას ინგლისურ ენაზე..."

პროფესორები და ლექტორები

ამჟამად მუშაობს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა სამინისტროს, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, ამასთანავე არის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების აღმოსავლეთის საბჭოს თავჯდომარე...

GAUზიარე ხედვა - დედამიწის გამოწვევები

27 აპრილს 17:00 საათზე „ეკო გარდენში“ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სტუდენტების მიერ შექმნილი პოსტერების გამოფენა გაიმართა სახელწოდებით „GAUზიარე ხედვა - დედამიწის გამოწვევები“.

ღონისძიება GAU-ს პრეზიდენტთან, მაიკლ ქაუგილთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა. ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის მულტიმედია დიზაინის ათმა სტუდენტმა პოსტერები მწვავე სოციალურ თემატიკაზე შექმნა. 

ნამუშევრები, რომლებიც დედამიწის დღეს მიეძღვნა, ახალგაზრდების დამოკიდებულებას გამოხატავს პრობლემური საკითხების მიმართ, როგორიცაა ეკოლოგია, უსაფრთხოება და ზოგადად ადამიანის უფლებები. პოსტერების ავტორები არიან: ნიკა ტალახაძე ნიკიტა რაზუმნი ოთარ კუპრავა გიორგი ყენია ნიკა გოგუაძე ნიკოლოზ ორველაშვილი კობა გოგუა ალექს ითონიშვილი გიორგი კუკულავა გიორგი არაბული.

სტუდენტებს წარმატება მიულოცეს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანმა კონსტანტინე კულიჯანოვმა და ლექტორმა და პროექტის ხელმძღვანელმა ქეთი ბიბილაშვილმა. ღონისძიება, რომელიც მუსიკალურად GAUბენდმა გააფორმა, საზეიმო ტორტით დასრულდა.