GAU-ს კურსდამთავრებულები

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა

ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, როდესაც ჩემი სტუდენტური წლები GAU-ს დავუკავშირე. GAU-ში მიღებული, ცოდნა არის მომავალში კარიერული წინსვლის გარანტი. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) სწორედ ის ადგილია სადაც ყველა პირობაა, შენი პროფესიული...

პროფესორები და ლექტორები

დავით პაპუაშვილმა წარჩინებით დაამთავრა ჯერ რიო რანჩოს უმაღლესი სკოლა (შტატი ნიუ მექსიკო) ხოლო შემდგომ ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტის ანდერსონის მენეჯმენტის სკოლა ფინანსური მენეჯმენტის განხრით. არის ნიუ მექსიკოს შტატის სენატის საპატიო ჯილდოს მფლობელი და სრულიად ამერიკის სტიპენდიის ლაურეატი...

THANKSGIVING 2016

22 ნოემბერს (2016) GAU-ში ამერიკული ეროვნული დღესასწაული - მადლიერების დღე - აღინიშნა. აქცია „მადლიერება ძალაა“ სახალისო შეხვედრის, მუსიკის, ქველმოქმედების, სიმბოლური თეატრალიზებული პერფორმანსისა და მადლიერების გამოხატვის ტრადიციის დამკვიდრებას ემსახურებოდა.

GAU-ს პრეზიდენტს, რ. მაიკლს ქაუგილს, რომლის გამოსვლაც მადლიერების დღის ტრადიციის თემას მიეძღვნა, GAU-ს სტუდენტებმა ახალი თანამდებობდა - საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის პოსტი მიულოცეს და გადასცეს სიმბოლური საჩუქარი წარწერით: Double PresidenT – Double Citizen. GAUელებს ეს დღე საქართველოში ამერიკის ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერმა მიულოცა, გაესაუბრა ამერიკელ კადეტებს, რომლებიც GAU-ში ერთსემესტრიან სასწავლო კურსს გადიან. ღონისძიებას მუსიკალურად ტრადიციულად GAUბენდი აფორმებდა, რომელიც ახალი წევრების არჩევის შემდეგ კიდევ უფრო მრავალფეროვან რეპერტუარს გვთავაზობს.

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე სხვა ხელნაკეთ ნივთებთან ერთად წარმოდგენილი იყო უსინათლო მხატვრის გიორგი ქობელაშვილის ნახატები. იმის გათვალისწინებით, რომ მადლიერების დღესასწაული თავისი არსით ქველმოქმედებასა და მიუსაფართა დაპურებას უკავშირდება, შემოსული თანხით GAU-მ ღონისძიების შემდეგ საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირის „კათარზისის“ ბენეფიციარებს უმასპინძლა. სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ ვიქტორინაში მადლიერების დღის თემაზე და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. რამდენიმე მათგანმა საჯაროდ გამოხატა მადლიერება და ყველა სტუმარი ჩაერთო სიმბოლურ ცერემონიაში - ჰელიუმის ბუშტებზე წარწერები გააკეთეს და ცაში გაუშვეს საკუთარი სურვილები თუ მადლიერება.

ამ დღეს ამერიკული ტრადიციაც შესრულდა - მსახიობების მიერ წარმოდგენილი პერფორმანსის შემდეგ, რომელიც ქართველი გადარჩენილი ბატი ტასიკოსა და ამერიკიდან გამოქცეული ინდაურის დამეგობრების ამბავს მოგვითხრობდა, GAU-ს პრეზიდენტმა ეს ინდაური შეიწყალა და ამერიკის ელჩის მოადგილესთან ერთად ინდაურის ფორმის საზეიმო ტორტი დაჭრა. მადლობას ვუხდით ყველა სტუდენტს, რომელიც აქციის ორგანიზებასა და შესრულებაში ჩაერთო და ყველას გისურვებთ მადლიერების ძალას <3 GAUზიარე მადლობა - მადლიერება ძალაა!