GAU-ს კურსდამთავრებულები

Sharm Trading

"GAU-ს უდიდეს უპირატესობად მივიჩნევ მაღალკვალიფიციურ ლექტორატს, რომელიც ყოველთვის მეგობრულია და ორიენტირებულია მიაწოდოს სტუდენტს სათანადო ცოდნა. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია სწავლების ინგლისური კურსი, სტუდენტი პირველივე კურსიდან ითვისებს ბიზნეს ტერმინოლოგიას ინგლისურ ენაზე..."

პროფესორები და ლექტორები

მიხეილ მანიამ ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1999 წელს თბილისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში - სადოქტოროდისერტაცია. ის არის 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მისი სამეცნიერო ინტერესებია სტოქასტური ანალიზი, ოპტიმალური მართვის თეორია, ფინანსური და სადაზღვევო მათემატიკა...

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის სტუმრობა GAU-ში

2 ივნისს GAU-მ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას უმსაპინძლა. სტუმრებს GAU-ს პრეზიდენტი, რ. მაიკლ ქაუგილი მიესალმა. 

აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი სწორედ ის ადგილია, სადაც ამ თარიღთან დაკავშირებული ღონისძიება უნდა გაიმართოს და ყურადღება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე გაამახვილა, რომელიც 1992 წელს დამყარდა. მას შემდეგ საქართველოსა და ამერიკას შორის ძლიერდება და ღრმავდება ღირებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა. 

ამერიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა სარა უილიამსონმა კი ყურადღება ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებსა და პერსპექტივებზე გაამახვილა. GAU-ს საჯარო ლექციების რჩეულმა სპიკერმა, მწერალი დათო ტურაშვილმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ჯერ კიდევ 25 წლის წინ დაწყებული მეგობრობის მაგალითები გაიხსენა.

აშშ-ის ელჩს GAU-ს სტუდენტურმა ელჩმა ანანო ციცვიძემ მიმართა და ორი ქვეყნის ურთიერთობაზე, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლაზე საკუთარი გადასახედიდან ისაუბრა.

ოფიციალური ნაწილის დასასრულს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ჰიმნები GAU-ს სტუდენტმა ინგა ნაფეტვარიძემ და მოწვეულმა სტუმარმა შარლოტა ჭირაქაძემ შეასრულეს. 

შემდეგ კი გაიმართა საზეიმო მიღება კლასიკური მუსიკის თანხლებით, ცოცხალი მხატვრობის პერფორმანსი და დიპლომატთა მეუღლეების, ფრანჩესკა კელისა და ალემკა ბერლინერის დახურული შეხვედრა GAU-ს სტუდენტებთან.

დადებითი ემოციებით დატვირთული დღე სმბოლური საჩუქრების გადაცემით დასრულდა.