• ერთდღიანი ექსკურსია GAU-ელებისთვის! ექსკურსია GAU-ში

GAU-ს კურსდამთავრებულები

საინვესტიციო ბანკი "ბი ჯი კაპიტალი"

"რადგან GAU-მ ასეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია წარმატებით შეასრულა ჩემთვის და რადგან რთულია მოწყდე გარემოს, სადაც ასე გაიზარდე, გაატარე ყველაზე ხალისიანი სტუდენტური წლები და შეიძინე შენთვის ძვირფასი ადამიანები, ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგაც სამაგისტრო ხარისხის მოსაპოვებლად კვლავ გაუს მივმართე..."

პროფესორები და ლექტორები

ნინო დევდარიანმა 2010 წელს წარჩინებით დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, რაოდენობრივი ფინანსების სპეციალობით. 2014 წლიდან ნინო დევდარიანი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში კითხულობს ლექციებს...

ერთდღიანი ექსკურსია GAU-ელებისთვის!

გაზაფხულიც დადგა, გამოცდებამდე ბევრი დროა, მოკლედ იდეალური პერიოდია მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გასასვლელად.

გელოდებით 23 აპრილს 10 საათზე GAU-ს შენობასთან.

თანამედროვე საექსკურსიო ავტობუსით გავემართებით ახალციხისაკენ (იხ. ფოტოები), სადაც მოვინახულებთ საქართველოში ერთ-ერთ გამორჩეულ ღირსშესანიშნაობას, რაბათის ციხესიმაგრეს.

ტურისტული ექსკურსიის შემდეგ დავსხდებით ბუნებაში, მოვაწყობთ პიკნიკს, იმედია GAU-ს ბენდის წევრებიც შემოგვიერთდებიან და კიდევ უფრო გაახალისებენ ჩვენს ექსკურსიას.

 

  • ტრანსპორტირების ხარჯებს სრულად ანაზღაურებს GAU-ს ადმინისტრაცია.
  • ექსკურსიაში მონაწილეობის ღირებულებაა 25 ლარი.

 

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ანგარიშსწორებისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

593283244 

GAU-ს ელჩი

ადგილების რაოდენობა უკვე შეივსო, მომავალი ექსკურსიის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება გაუს ოფიციალურ ვებ და ფბ გვერდებზე.
 
ექსკურსია GAU-ში ექსკურსია GAU-ში ექსკურსია GAU-ში

 

დღის განრიგი

  • თბილისიდან გასვლა - 10 საათზე
  • ლანჩი - 12 საათზე
  • რაბათის მონახულება 13:00 – 14:30 საათზე
  • პიკნიკი 16:00 საათზე