• სასწავლო პროგრამები სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა
  • სამართალი
  • საბაკალავრო პროგრამა
  • სამაგისტრო პროგრამა
  • სადოქტორო პროგრამა
  • საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია
  • საბაკალავრო პროგრამა
  • სამაგისტრო პროგრამა
  • სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

    GAU-ს კურსდამთავრებულები

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

    პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო ის პროფესიული ცოდნა, უნარ-ჩვევები და გამოცდილება, რომელიც GAU-ში სწავლის დროს შევიძინე. ამ უნივერსიტეტში 6 წელი გავატარე და ამ ხნის განმავლობაში, გარდა უაღრესად დატვირთული სასწავლო პროცესისა, უამრავ სხვადასხვა პროგრამაში, კონფერენციასა...

    პროფესორები და ლექტორები

    კონსტანტინე კულიჯანოვმა თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი დაამთავრა. მიღებული აქვს ფიზიკის ფაკულტეტის კომპუტერული ტექნოლოგების სპეციალობის მაგისტრის ხარისხი. 2009 წელს დაამთავრა ბიზნესის სკოლა ESM-ის და მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების...

    სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა

    რატომ GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა?

    GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა, რომელიც მოიცავს 1. სამართლის 2. საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის პროგრამებს, გამოირჩევა თავისი სპეციფიური მეთოდიკით, სადაც თეორიული ცოდნის "გაპრაქტიკულება” სწავლების აუცილებელი და პრიორიტეტული კომპონენტია. თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლის პროცესშივე შეძენა სტუდენტს ბაკალავრიატის სრული კურსის ათვისებისთანავე აქცევს კონკურენტუნარიან სპეციალისტად, რომელიც წინამორბედ კურსდამთავრებულთა მსგავსად თამამად მიიღებს არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო გამოწვევებსაც.

    დასაქმების პერსპექტივა - სამართალი

    სამართლის საბაკალავრო პროგრამაში განსაკუთრებით დიდი აქცენტი კეთდება თეორიული ცოდნის "გაპრაქტიკულებაზე", რასაც სტუდენტი სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის იურიდიულ კლინიკაში გამოცდილების შეძენით აღწევს. ამავე დროს სამართლის ბაკალავრი სწავლობს პროფესიულ (იურიდიულ) ინგლისურ ენას C1 დონეზე, რაც მას კონკურენტუნარიანს ხდის საერთაშორისო და ევროპული სამართლის მიმართულებით მსოფლიო ბაზარზე. GAU-ს სამართლის საბაკალავრო პროგრამის არაერთმა კურსდამთავრებულმა გამოიჩინა თავი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზეზე. GAU-ს დასაქმების ცენტრი აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სასურველი სამუშაო ადგილების პოვნაში.

    დასაქმების პერსპექტივა - საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია

    თანამედროვე საქართველოში, სადაც სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ევროინტეგრაცია და განვითარებულ ქვეყანათა რიცხვში ადგილის დამკვიდრებაა, იზრდება მოთხოვნა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებსა და დიპლომატებზე, რომლებიც შეძლებენ ღირსეულად წარმოაჩინონ ქვეყანა, თავიანთი განსაკუთრებული უნარების საშუალებით. სწორედ ამ განსაკუთრებული უნარების გამომუშავებაზეა კონცენტრირებული საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამა, სადაც თქვენ შეძლებთ შეიძინოთ საფუძვლიანი ცოდნა თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების თეორიასა და პრაქტიკაში, შეისწვლოთ პოლიტიკური იდეოლოგიები და თეორიები, დიპლომატიური და საკონსულო სამსახურების საქმიანობის სპეციფიკა, გამოიმუშავოთ საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სფეროში მიმდინარე პროცესების ანალიზისა და შეფასების უნარი... GAU-ს დასაქმების ცენტრი აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სასურველი სამუშაო ადგილების პოვნაში.

    GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა გისურვებთ წარმატებებს!